Tag Archives: ორთავიანი აქლემი

ორთავიანი აქლემის მოწველა

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/01-Finn.mp3|titles=01 – Finn]

არც ისე ადვილი საქმეა ორთავიანი აქლემის მოწველა, იმიტომ, რომ ორთავიანი აქლემები არც-თუ ისე ხშირად არსებობენ. მეორეც, ორთავიანი აქლემების უმრავლესობა მთაში ცხოვრობს და უდაბნოში მხოლოდ მირაჟის სახით დაეხეტებიან. მათი ფაფუკი ბეწვი გაცილებით რბილი, ხავერდოვანი და სურნელოვანია, ვიდრე შაგრენის ტყავი, მაგრამ კლდეებზე ცოცვისა და სიცივისაგან ისეა გაფიჩხული, როგორც ლეოპარდის მიერ მოგუდული ანტილოპას ფეხები. ვერანაირი ცხოველის მოწველა ვერ შეედრება ორთავიანი აქლემის მოწველას. როცა იასამნისფერი რძე თქრიალ-თქრიალით მოედინება და ჭურჭლის ზედაპირზე ბაც ვარდისფერ ქაფს მოიყენებს. Continue reading