Tag Archives: ოპერა

2003 წლის 30 მარტი, “რუსთავი 2-ზე” ფრანკო ძეფირელის ფილმი “კალასი სამუდამოდ” გადის…

ახალი წელი და ჩემგან 20 მეტრში მომღერალი ოცნება

გილოცავთ 2011-ს და ღმერთმა ისეთი ბედნიერი გამყოფოთ, როგორი მე – ანდრეა ბოჩელით ტკბობისას. აგსრულებოდეთ სურვილების 99%, როგორც მე – ანდრეა ბოჩელის მოსმენისას (საშინლად წვიმდა). ჰოდა ინებეთ ჩემი საახალწლო პოსტი :)

ყველაფერი გაცილებით ადრე, დომინგოს ვიზიტის შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა, ახალ წელს ვინც იმღერებდა. მაშინ ბედსშეგუებული ჯორივით გადავრეკე სახლში და გავამხილე, რომ 31-ში ჩემი ბათუმში ყოფნა უდრიდა

  • ჟანგბადის ბალონს – წყალქვეშ
  • პარაშუტს – ვარდნისას
  • გათიშულ ელექტროენერგიას – აბაზანაში ფენის ჩავარდნისას
  • სამოთხეს – ჩვენ რომ ვიცით, მაშინ

მშობლების პასუხი იყო: “ყველანი ერთად შევხვდეთ ახალ წელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე”.

ვოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!

Continue reading

მხოლოდ ენთუზიაზმით საქმეს ვერ უშველი, ვერა!

ქუთაისის ოპერა შიგინიდანაც გახსნილა. დღეს შემთხვევით გავიარე და “ჯამბაზების” დახურულ ჩვენება-რეპეტიციას შევესწარი. შთაბეჭდილებები ვიდეოპოსტებად გადავიღე და დანარჩენ კაი-კაი ამბებს, მერე მოგიყვებით: Continue reading

La Divina – უკვე 87

2003 წლის მზიანი დღეს. მე-9 კლასელი ზურა შედის მზით განათებულ ოთახში. მარჯვენა მხარეს, მწვანე დივანზე დედა ფეხმოკეცილი ზის და ფილმს უყურებს.

-რა ფილმია?

-მარია კალასზეა?

-ვინაა მარია კალასი?

-საოპერო მომღერალი იყო. ძალიან ლამაზი ქალი.

-ა, მარია კალასი ის არის, ლა სკალა რომ ააშენა? :) Continue reading

პლასიდო დომინგოს ფენომენი

მსოფლიო ოპერის პაპის ბათუმში ვიზიტით კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის ეპოქა დასრულდა. ამიერიდან ტელევიზორში დომინგოს კონცერტის ფრაგმენტები გაიჟღერებს. ვისაც ოპერა და, განსაკუთრებით, დომინგო უყვარს, ვულოცავ (საკუთარი თავის ჩათვლით). დანარჩენებს კი გაძლებას ვუსურვებ. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: ბათუმის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხელოვანის ვიზიტია.

რეალურად რა მოგვიტანა ამ ღონისძიებამ? Continue reading

Come Josephine In My Flying Machine

ეს მუსიკა რაღაცნაირად ჩამოჰგავს ჩემი ბლოგის ბედს. ბოლო დროს რომ გადავხედავ, გული მიკვდება. მგონია, ყველაფერი 1-2 თვის დაწყებული მქონდეს. ჯერ ვერ გავარკვიე, ამას კრიზისი ჰქვია თუ პენსია.

დღეს დილით ბავშობის ისტორიის 5 წელი გავიხსენე და “ტიტანიკს” ვუყურე. ამაზე ძირფესვიანი პოსტის წერასაც კი მოვკიდე ხელი, მაგრამ, სხვების მსგავსად, ისიც არქივის გზას გავუყენე. ხედავთ, რა მარტივად მოვყევი ყველაფერი? Continue reading

ჯოან საზერლენდი – ბელკანტომ კარი გაიხურა

და ამით დიდი ჯოან საზერლენდის ეპოქა დასრულდა. ოპერის უდიდესმა და უმნიშვნელოვანესმა სასიმღერო სტილმა “ბელკანტომ” ფარდა ჩამოიფარა. სოპრანომ, რომლის კოლორატურაზეც ორკესტრის ინსტრუმენტებიც კი ოცნებობდნენ, ოპერას ის არქივი დაუტოვა, რომელიც, მარია მალიბრანმა და ჯუდიტა პასტამ, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოახერხეს. Continue reading

Happy Birthday, VERDI!

როცა მუსიკალურ სასწავლებელში მიიყვანეს, უთხრეს, მუსიკის შეგრძნება არ გაგაჩნიაო. გავიდა დრო და იგივე სასწავლებელი მის სიცოცხლეშივე ითხოვდა ვერდის სახელის მინიჭებას…

Continue reading

Jessye Norman – ტრანსუალური სევდა

მიყვარს, როდესაც სიმღერის მოსმენისას სიტყვებს ემოციები და განცდები მაგებინებს

რატომღაც მგონია, რომ ყველაფერს, რაც ამქვეყნად ხდება, აქვს ორი მხარე – პაპსა და იდუმალი. პაპსა ან მდარე ხარისხის პროდუქტია ან მასებისათვის ადვილად გასაგები შედევრი. მაგალითად, “კარმენი”. ე.წ. იდუმალი ქმნილება არის “ტრისტან და იზოლდა“. ერთი იმიტომ, რომ ლეგენდაა და თავის თავში რამდენიმე ლეგენდას აერთიანებს. მეორეც, ვაგნერმა ეს ყველაფერი ისეთ ფსიქოლოგიურ ოპერად გარდაქმნა, რომლის “წასაკითხად” ბევრი რამის წაკითხვაა საჭირო. სწორედ იზოლდას ძიებაში ვიყავი, როცა ჯესი ნორმანი აღმოვაჩინე. Continue reading

ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მოასწრო

2007  წელი, 6 სექტემბერი, დილა. მესიჯი მეზობლისაგან: “Zura, viziareb luchano pavarotis gardacvalebas. Gmertma acxonos.”

იმ დღეს ვიგრძენი, რომ ვიღაც, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, მეხმარებოდა, ფანტაზიას მაწვდიდა და გულს მიმაგრებდა, გამომეცალა. იმ დღეს ვიგრძენი, რომ სრულიად მარტო დავრჩი. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უზომოდ უყვარდა, გარდაიცვალა.

საბედნიეროდ, ღმერთმა მას აცალა და მანაც ყველაფერი მოასწრო. უკვე სამი წელია, უშეღავათოდ მენატრება.

“Penso che una vita per la musica sia una vita spesa bene ed è a questo che mi sono dedicato” –  “მიმაჩნია, რომ მუსიკით ცხოვრება ეს კეთილად ცხოვრებაა, რასაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი” – ასე ამბობდა.

დღეს მეტს არაფერს დავწერ. არ მიმაჩნია საჭიროდ ტკივილის გამომზეურება. ზოგს არ სჯერა, ზოგს არ უყვარს ასეთების კითხვა, ზოგსაც ნერვები ეშლება. ხოლო ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორ მიყვარდა ლუჩანო, ნახეთ ეს და თუ არ დაგეზარებათ, მომისამძიმრეთ :(

ჩემი “What if”

ხანდახან, როდესაც ვცხოვრობ, მიჩნდება კითხვა: What if? ჰო, ასე რომ არ მომხდარიყო.

What if 1988-ის ნაცვლად 50-ში დავბადებულიყავი? ეგებ, დამენახა, მართლა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა კენედის თუ არა.

What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა.

What if 1994 წლის 1 სექტემბერს, პირველი კლასის პირველსავე დღეს, თავი არ გამომეჩინა და ლექსი არ მომეყოლა? ეგებ მომავალში არც არავის ეთქვა, გრძელი ენა გაქვსო.

What if მეგობრებს არ ავყოლოდი და ასანთის კოლოფში მოთავსებული დაუძლურებული ბეღურა სილაში არ დამემარხა? ეგებ სინდისის ქენჯნა თვითგვემაში არ გადამზრდოდა.

Continue reading