Tag Archives: ოპერა

2003 წლის 30 მარტი, “რუსთავი 2-ზე” ფრანკო ძეფირელის ფილმი “კალასი სამუდამოდ” გადის…

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

გრიფონთან ერთდ

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

რამდენიმე წლის წინ, როცა საკრებულოს შენობასთან ამ გრიფონები დავინახე, დიდად არ გამკვირვებია. მეთქი, მერიამ მორიგი იდიოტობა დადგა. რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სულ თვალში მეჩხირებოდა. მეტიც, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც მსგავსი სადღაც კიდევ მენახა. ამასწინათ, ოპერის ძველი შენობის ისტორიაზე პოსტის წერისას, ფორუმზე ტფილისის ფოტოების თვალიერებას შევყევი და უცბად, გავშტერდი: ეს გრიფონები 160-ზე მეტი წლისაა და ქალაქის ურბანული გემოვნების მემატიანეა! Continue reading

საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა

სულ ასე ვარ: ვიღებ  ვიდეოებს, მერე ატვირთვა მეზარება და დიდი ხნის შემდეგ, თუ აზრი აქვს, ერთიანად გამოვაქვეყნებ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. მოვქექე ჩემი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო მომენტი და იუთუბის გზას გავუყენე.

ბიძინა ივანიშვილზე უკვე მგონი მიცვალებულებიც ალაპარაკდნენ, ჰოდა მეც მაქვს სათქმელი. უფრო სწორედ, საჩვენებელი. აი:

http://youtu.be/HeqvQrLj0Js

Continue reading

ისევ და ისევ ის

1955 წელი. ლა სკალა ოვაციით ეგებება "სომნამბულას" მთავარ გმირს.

უკვე 7 წელზე მეტი გასულა მას შემდეგ, რაც იგი აღმოვაჩინე. ამ ხნის განმავლობაში ჩემს პიროვნებაში სამიოდე “გენერალური უბორკა” მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა და გადაფასდა, მაგრამ იგი ისევ იქ არის, სადაც თავიდანვე ადგილი მივუჩინე. იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. უკვე 7 წელია, მარია კალასს ვაღმერთებ. Continue reading

Georgian Opera – ჩემი ახალი ბლოგი

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამიერიდან ოპერით თავს ნაკლებად შეგაწუხებთ, რადგან მისთვის ახალი ბლოგი გავხსენი.

georgianopera.wordpress.com

ქართულ სოციალურ მედიაში ოპერაზე თითქმის არაფერი იწერება, არც კონსერვატორიას გააჩნია სტაბილური პერიოდული გამოცემა. ინტერნეტში მხოლოდ ხანდახან თუ გავრცელდება ლაშა ბუღაძის ან ნოდარ ლადარიას მიმოხილვები… ეს არის და ეს.

ყოველივე აქედან გამომდინაერე, დიდ მიზნებს ვისახავ:

მქონდეს საქართველოში პირველი თემატური ბლოგი საოპერო ხელოვნებაზე

ვწერდე სისტემატურად, როგორც ვრცელ პოსტებს, ასევე მიმოხილვებს

წერდნენ სხვა ავტორებიც

წერდეს, რაც შეიძლება, მეტი

და ბოლოს, ამ ბლოგის აზრი საინტერესო და გასათვალისწინებელი გახდეს სხვათა მიერ. ვოტ :)

“დედოფალთა” სიგიჟე

სიგიჟე, როგორც “ხსნა”, გამოსავალი ურთულესი მდგომარეობიდან, მუსიკაში მე-19 საუკუნიდან ჩნდება. ამ დროს საოპერო მუსიკა მწვერვალზე იდგა და თავისი არსებობის ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ, ბელკანტოს ერაში იმყოფებოდა. თავის ნაწარმოებებში ბევრი კომპოზიტორი ქალის მთავარ პერსონაჟს სწორედ სიგიჟის სცენით ასრულებინებს ოპერას. მაგალითად, დედოფალი, რომლის ინტრიგებს საკუთარი შვილი შეეწირა ან დიდგვაროვანი ქალი, რომელიც უპასუხო სიყვარულის მსხვერპლი გახდა. აქედან გამომდინარე, “სიგიჟე”, როგორც მუსიკალური ფორმა, თითქმის ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდა და, რაც ყველაზე მთავარია, იგი ოპერის ჟანრს გაცდა. ჩვენ მას დღემდე ვხვდებით. Continue reading

მე, ბებია, კარუზო, ილიკო და ილარიონი

ეს ექსპერიმენტი 5 ივნისს 150 ნომერ ავტობუსში დაიწყო, რომელიც ვაჟა-ფშაველადან რუსთაველისკენ მიემართებოდა. გვერდით გადავდე (სახლში) დიუმას “ნაპოლეონი” და ჩანთაში ნოდარ დუმბაძის ოთხკაციანი წიგნი ჩავაგდე. ავტობუსში ავბობღდი თუ არა, მარადმწვანე წიგნი (ისე იასამნისფერი ყდა აქვს) მუხლებზე გავიშალე, ჩავრთე პლეიერი და დავიძარით. Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – დღე მეორე

როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა. Continue reading

პედანტი ჯადოქარი

ავტორისეული

იგი მაგია. თეთრთმიანი შავით მოსილი მაგი. მაღალი და არასტანდარტული, ძალიან მოხდენილი ფრაკით. პედანტი ჯადოქარი. მისი სახელის გამოცხადებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში თავში უამრავმა აზრმა გამიელვა, თუ როგორია დმიტრი ხვოროსტოვსკი სინამდვილეში. რა სიმაღლისაა, როგორ მოძრაობს, რა ჟესტიკულაციას იყენებს, როგორ ურთიერთობს მაყურებელთან. იუთუბში ასჯერ ნანახი მაინც სიყალბედ მეჩვენება და ამასობაში პედანტი ჯადოქარი სცენაზეა. Continue reading

ბოჰემა – მერე რა, რომ ზამთარია

წინამდებარე პოსტი შეიცავს საუბრებს ოპერაზე, საოპერო მუსიკასა და მსგავს უცენზურო თემებზე. ადმინისტრაცია გირჩევთ: თუკი აღნიშნული კონტენტის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოძრავებთ, პირველივე დაწკაპუნებით გაეცალეთ აქაურობას. ხოლო თქუენ, არწივებო, მომყევით. Continue reading