Tag Archives: ნიჭიერი

ერთ პოსტში მოქცეული 2015 წელი

Processed with VSCOcam with a6 preset

ესეც ასე, 2015 წელიც სრულდება და ამ წელს იმდენი საინტერესო რამ მოხდა და გადამხდა, ორიოდ სიტყვით რომ არ მიმოვიხილო, არ შეიძლება. თან პოსტიც დიდი ხანია, არ დამიწერია.

ვისაც პოსტში ვიდეოების ჩართვა დაგეზარებათ, ეს მუსიკა ჩართეთ და იღუღუნოს თავისთვის ;)

Continue reading

რატომ არ წავედი “ნიჭიერში”

რა არის “ნიჭიერი”? – “ნიჭიერი” არის მრავალფეროვანი “ჯეოსტარი” და სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, ოდესმე მაინც, დედუნა მის ჟიურიში მოხვდება. კაცმა რომ თქვას, დებილები, უგუნურები, თაღლითები, ალაგ-ალაგ ნიჭიერები , გამაოგნებლად საინტერესო ადამიანები, და “კაე ტიპები” აქაც ბლ(ი)ომად არიან. არ ვიცი, რომელ კრიტერიუმს მივეკუთვნები მე, მაგრამ ამ ზაფხულზე ორჯერ დამირეკეს “ნიჭიერიდან”, რათა ჩემი სტვენით გამოვსულიყავი ჟიურის წინაშე. Continue reading

Dear Penis, I Don’t Think I Like You Anymore

გუშინ, ოპერის მიწისქვეშაში ნაცნობი “ოლეიუ” მომესმა. შოთას მხოლოდ ასე თუ ნახავ, მეტროში, მიწისქვეშაში, ხიდების ქვეშ. ჟურნალისტიკაზე ჩემთან ერთად სწავლობდა თსუ-ში, მერე კი თავი დაანება და ქანთრის მიჰყო ხელი.

ეს სიმღერა ეძღვნება ყველას, ვისაც საკუთარი პენისი აღარ უყვარს ;)

Continue reading

წავედი “ნიჭიერში”!!!!

ძვირფასო საზოგადოებავ და ჯეომოსახლეობავ!

გაცნობებთ, რომ:

ვარ საშუალოზე მაღალი, მარჯვენა მხრიდან სიმპათიური, ძაალიან არტისტული და სცენისათვის შესაფერისი დამწყები მომღერალი.

თბილისის ერთ-ერთ უბანში ოროთახიანი ბინის მისაღებად სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას პროექტ “ნიჭიერში”, რათა გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები საოპერო ვოკალის დარგში.

ჩემი ნიჭის წყალობით ნიკა მემანიშვილის გულის მოგებას ვაპირებ, მომხიბვლელობით – მაია ასათიანისას, ხოლო პრიზის გულისთვის ნებისმიერ რამეზე წასვლით – გეგა ფალავანდიშვილსაც გადმოვიბირებ.

ასე რომ, თქვენ მხარი დამიჭირეთ და დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა ხახა-ხორხმა ;)

დიიდი მადლობეეელი :green:

დათო რობაქიძე – როგორ დაიწყო ყველაფერი

იცნობთ დათო რობაქიძეს?

ამ ადამიანმა თავი ბევრს “ნიჭიერში” კარტებით ჩატარებული, ერთი შეხედვით, მარტივი ფოკუსებით დაამახსოვრა.  როგორც კი ფოკუსებს მორჩა, მაია ასათიანისა არ იყოს, მეც აღვნიშნე, რომ სწორი საუბრითა და მსუბუქი იუმორით ისევე მოხიბლა მაყურებელი, როგორც თავისი ოსტატობით. მას შემდეგ გამიჩნდა დიდი სურვილი, ეს ადამიანი პირადად გამეცნო. გამეგო, ვინ იყო, როგორი ხასიათის, რას ფიქრობდა, როგორ ისწავლა ფოკუსების კეთება, მოკლდ მაინტერესებდა, რა “ტიპი” იყო. ხომ იცით, მიყვარს ნიჭიერებთან, ინტელექტუალებსა და ჩემზე უფროსებთან ურთიერთობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აქვთ ერთი კარგი რაღაც, რაც შეიძლება უფასოდ მოგცენ: საინტერესო აზრები!

Continue reading

ახალი წამოწყება ახალი ტალღით

ამ პოსტის დასაწერად მუზას თითქმის ერთი თვეა, ვეძებ. ძალიან ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ გადავიფიქრე. საბოლოოდ, ყველაფერი ისევ სიუზენ ბოილს დავუკავშირე. რა თქმა უნდა, აბა ვინ “დამეხმარება” ამ საქმეში. მოკლედ, სიუზენ, შენი და შენი წარმატების იმედი მაქვს.

Britain’s Got Talentსაიმონ ქოუელის პროექტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი, ახალ ტრადიციას ამკვიდრებს. მას პირობითად “ერთი ნაბიჯი” შეიძლება, ვუწოდოთ. ნაბიჯი წარმატებისკენ. ის, რაც სიუზენ ბოილმა მოახერხა (მოახერხა თუ გამოუვიდა, ეს სხვა საქმეა), აღტაცების ღირსია. მომღერლის სასიამოვნო და ფაქიზი ტემბრი, ამავდროულად ხმის ძლიერი და დიდი დიაპაზონი აქვს, რაც საშუალებას აძლევს ურთულესი საესტრადო ნაწარმოებები შეასრულოს. საოცარი კი ის არის, რომ  48 წლის დიასახლისმა ხმა ისეთ კარგ ფორმაში შეინარჩუნა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის პრეცენდენტი შექმნა. სრულიად განსხვავებული მანერებისა და ხმის მქონე ადამიანმა სცენაზე თითქმის საოცრება მოახდინა: მის მიმართ განწყობილი დარბაზი სიმღერის დაწყებისთანავე ფეხზე ააყენა და აურაცხელი აპლოდისმენტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბოილმა შოუში საბოლოოდ ვერ მოიგო, იგი უკვე იშვა, როგორც ვარსკვლავი. ბოლო მონაცემებით, მისი სადებიუტო ალბომი 8 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო ცნობილი ვიდეო YouTube–ის 2009 წლის ტოპ ხუთეულში შევიდა!

საქართველოშიც ინერგება ასეთი პროექტი, რომელიც ყველა სახის ნიჭის მქონე ადამიანთა გამოვლენასა და ფართო მასებისათვის გაცნობას უწყობს ხელს. ეს “ნიჭიერია”. ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც Britain’s Got Talent–ში. სამი ჟიური და უამრავი მსურველი – თავიანთი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით.

დიდი იმედები:

  1. ძალიან მინდა, რომ პროექტი გახდეს ცნობილი და არ ჩავარდეს
  2. ჟიური იყოს საღად მოაზროვნე ადამიანებისაგან დაკომპლექტებული. ეს გულისხმობს წევრების ფიქრისა და განსჯის უნარს. ანუ იმას, რაც “ჯეოსტარს” არა აქვს. ჟიურს არ უნდა ჰყავდეს “დედუნები”, რომელთა აზრის გაზიარება დანარჩენი წევრებისათვის სავალდებულო მოვალეობა იქნება. ეს პროექტს მოკლავს.
  3. ასევე მსურს, წარმატებული მონაწილეები (აღარ მაქვს საუბარი გამარჯვებულზე) არ დაიკარგონ. არ მოხდეს ის, რაც “ჯეოსტარშია”. იბადებიან საოცრად ნიჭიერი ვარსკვლავები და ქრებიან. “ჯეოსტარის” ყურების დროს, უკვე აღარ მინდა, რომ შოუ ფინალამდე მივიეს, ვინაიდან ვინც მე მიყვარს, იმათ თითქმის ვეღარასოდეს მოვკრავ თვალს. ყველას ავიწყდება ისინი. თუკი გვინდა, გვყავდეს “ნიჭიერი” ან “ვარსკვლავი”, იგი დიდი ხნით უნდა გვყავდეს!
  4. დაბოლოს, მინდა, ბევრმა იაქტიუროს. სცადოს ბედი. ვინც კი თავის ორიგინალურ თუ ტრადიციულ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, არ დაკომპლექსდეს და გამოიყენოს ეს შანსი.