Tag Archives: ნატალი დესე

“დედოფალთა” სიგიჟე

სიგიჟე, როგორც “ხსნა”, გამოსავალი ურთულესი მდგომარეობიდან, მუსიკაში მე-19 საუკუნიდან ჩნდება. ამ დროს საოპერო მუსიკა მწვერვალზე იდგა და თავისი არსებობის ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ, ბელკანტოს ერაში იმყოფებოდა. თავის ნაწარმოებებში ბევრი კომპოზიტორი ქალის მთავარ პერსონაჟს სწორედ სიგიჟის სცენით ასრულებინებს ოპერას. მაგალითად, დედოფალი, რომლის ინტრიგებს საკუთარი შვილი შეეწირა ან დიდგვაროვანი ქალი, რომელიც უპასუხო სიყვარულის მსხვერპლი გახდა. აქედან გამომდინარე, “სიგიჟე”, როგორც მუსიკალური ფორმა, თითქმის ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდა და, რაც ყველაზე მთავარია, იგი ოპერის ჟანრს გაცდა. ჩვენ მას დღემდე ვხვდებით. Continue reading

საიდან მოდის ხმა

ადამიანები უამრავ მუსიკალურ ინსტუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენ მიერვეა დამზადებული. ისინი კარგად გაპრიალებული და სასიამოვნო გარეგნობისანი არიან. თუმცა ჩვენ ასევე აღფრთოვანებით ვუსმენთ ბგერებს, რომლებიც თვითნაბადი ინსტრუმენტისაგან წარმოიქმნება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტის მატარებელი თითოეული ჩვენგანია. ეს, რა თქმა უნდა, სახმო სიმები, ანუ მგერავი იოგებია.

სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა :) ) გაივლის ხორხში მოთავსებულ სახმო სიმებს, რომლებიც ჰაერის ნაკადის ზეგავლენით ირხევიან, ვიბრირებენ. სწორედ ეს ქმნის ბგერას.

მარტივი ექსპერიმენტი: თქვით “ააააა” და ამ დროს თითი ხორხზე მიიდეთ. შეიგრძენით ვიბრაცია? ეს არის ჩვენი ინსტრუმენტის “ბგერა”. თუ უფრო გაინტერესებთ, რა როგორ გამოიყურება, აი ვიდეოც.

Y

Continue reading

ლუჩია დი ლამერმური

ოპერა “ლუჩია დი ლამერმური” (Lucia Di Lammermoor / ლუჩია ლამერმურიდან) ითვლება ერთ-ერთ წამყვან ნიმუშად იტალიური bel-canto-ს სტილში. გაეტანო დონიცეტიმ იგი 1835 წელს, სერ უოლტერ სკოტის რომანის “პატარძალი ლამერმურიდან” მიხედვით დაწერა.

Continue reading