Tag Archives: მხატვრები

ვხატავ ჩემს ოცნებას – დღე I

როგორც მოგახსენეთ, ხატვის კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და, აჰა, პირველი დღის შედეგიც:

რა აუცილებელია, ზღვიდან ვეშაპი ამოხტეს, როცა ამისთვის არსებობს თვითმფრინავი. მზე კი მხოლოდ ფრენბურთის ბურთია, რომლის არომატული წვენიც კოქტეილის ჭიქას ეხლება :) Continue reading

იწყება!

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ბომბორას პარკში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ ორგანიზებულ მხატვართა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. უნდა დავხატო ჩემი ბედნიერება. უკვე ესკიზი მზად უნდა მქონდეს, მე კიდე ჯერ ვფიქრობ, ოპერის გარდა, რა არის ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომლის აფიშირებასაც კარგად მოვახერხებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რა დასკვნამეც მივედი, დღეს ფოტოებით გაჩვენებთ.

რა მჭირდება თქვენგან:

Like რა თქმა უნდა :)

ერთ კვირაში, როცა ნახტები დაიხატება და ფესიბუკზე აიტვირთება, ერთ-ერთი გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ძალიან ძალიან ძალიან მინდა გამარჯვება და თქვენი ძალიან ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

პრიზებზეც გეტყვით:

I ადგილი – ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა

II ადგილი და ფეისბუკის გამარჯვებული – ზეთიანი საღებავებისა და სახატავების კომპლექტი

III ადგილი – iPod Shuffle

P.S. ფეისბუკზე სპამერობას მირჩევნია, აქ ვწერო ჩემი თავგადასავლის შესახებ და აქვე მქონდეს თქვენი აქტივობის იმედი. მადლობა :)

უოლტერ კრეინი

მამას უყვარს ხაზვა, მე -ხატვა. უკვე 7 წელი იქნება, რაც “ნეპტუნის ცხენები” ჩვენი სახლის ერთ-ერთ კედელზე ქოშინებენ. მამამ მეგობარი მხატვრის ერთ-ერთ ჟურნალში ნახა, მოეწონა  და რეპროდუქცია მასვე დაახატინა. იმის შემდეგ ყველა მხოლოდ ნახატის ვიზუალით ინტერესდება და არავის მოუფიქრებია, რამე გაეგო მისი ნამდვილი ტყუპისცალის შესახებ. არც ავტორი ვიცოდით. Continue reading

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

Continue reading