Tag Archives: მწერები

კალიები

ბოლო დროს ტვინი წაიღეს, ერთი მხრივ, კალიებმა და, მეორე მხრივ, კალიებისგან შეწუხებულებმა. მართალია, კალიები, როგორც მხტომარე ფრთოსანი რაღაცები, საშინელები არიან და ნათესებს ანადგურებენ, ისინი ყველაზე მზრუნველი დედები არიან: კვერცხების დადების შემდეგ დედა მათ სიახლოვეს კვდება, რათა ახლადგამოჩეკილ კალიებს საკები არ მოაკლდეს, ვოტ. თან, კალია ადამიანს ვერასდროს უკბენს. დაბოლოს, კალიის განსადევნად უკეთესია, თუ უკანა მხრიდან დაუდგებით და ისე აუქნევთ რაიმეს. იგი თქვენს მხარეს არ წამოვა. თუ მაინც შემოგაკვდათ, მიწაში ჩააგდეთ – ანოყიერებს! ;)

პ.ს. ნუ კივით ამ სურათების დანახვისას. ხალხმა მეორე მსოფლიო ომი ნახა და ცოცხალია :p

Continue reading

უცნობი დაუნდობელი მინისამყარო

ზოგჯერ ვაკვირდები ადამიანთა საქციელს და ვერ გამიცნობიერებია, ისინი ბაძავენ სიცოცხლის სხვა ფორმებს თუ პირიქით, სხვები გვბაძავენ ჩვენ. როგორც არ უნდა იყოს, ბევრმა არ იცის მათი არსებობის შესახებ. ეს დაუნდობელი მინისამყარო იმდენად საინტერესოა, რამდენადაც სასტიკი. ადამიანთა მსგავსად, აბსოლუტურად უდანაშაულო იქაც ნაკლებად მოიძებნება. Continue reading