Tag Archives: მულტფილმები

გინდა ყველაზე ფერადი ძილი?

არაფერი განსაკუთრებული. ვაღიარებ, რომ უბანძესი პოსტია, მაგრამ ეგ არ არის მთავარი.

რას აკეთებ, როცა არ გეძინება? არ ვგულისხმობ სკაიპში ან ფეისბუკში თვალებგადმოკარკლული ჩათაობას. როცა არ მეძინება და კითხვაც მეზარება, ჩემს ძილს ვაფერადებ. რით? ალბათ, უკვე მიხვდით.

Continue reading

ვარდისფერი პანტერა

191822-102275-pink-panther_largeბავშვობაში ამ მულტფილმს მე-2 არხზე მივაგენი და იმის შემდეგ სანთლით ვეძებდი, ოღონდაც სადმე გამოჩენილიყო. არ ვიცი, რატომ იმოქმედა “ვარდისფერმა პანტერამ” ჩემზე ასე. ალბათ იმიტომ, რომ ფილმის ატმოსფერო და ფონი არის, რაღაც, გაურკვეველი, სიურეალისტური. ზოგიერთ სერიაში საერთოდ არაა დეტალები და მხოლოდ მონახაზები ჩანს. ამასთან ერთად, “ვარდისფერ პანტერაში” არ არსებობს რაიმე კანონზომიერება, რომელსაც პანტერა არ არღვევს საჭიროების შემთხვევაში. შეუძლია, გაქრეს და მხოლოდ თვალები დარჩეს, კარი საპირისპირო მხრიდან გააღოს ან სახლი გაბეროს.
ალბათ, სწორედ ამ მოულოდნელი ორიგინალურობის ეფექტის გამო მიიქცია ამ მულტფილმმა ჩემი ყურადღება ბავშვობაში. შემდეგ ეს ნოსტალგიად გადაიქცა და როცა რამდენიმე ხნის წინ “ვარდისფერი პანტერა” ისევ აღმოვაჩინე, ბევრი ვიცინე ზოგიერთ სერიაში მომხდარ ამბებზე. ანუ დასკვნა: “ვარდისფერი პანტერა” არამხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი, არამედ დიდებსაც სიამოვნებით შეუძლიათ, უცქირონ. ახლა კი მოკლე ვარდისფერი ისტრორიული ექსკურსია, რომელიც Hop.Ge-ზე აღმოვაჩინე ;)
1964 წელს ფილმი ,,ვარდისფერი პანტერა“ გამოვიდა კინო გაქირავებაში. იყო შექმნილი ფილმის ასობით მონახაზი და ბლეიკ ედვერსმა აირჩია მათგან–ის ყველაზე ეშმაკი , თვითდაჯერებული პანტერა რომელიც გახდებოდა გმირი ასობით მომავალი ანიმაციური ფილმებისა. მულტიპლიკაციური ნახატი, რომელიც ჩნდება ფილმის დასაწყისში და მუსიკა ჰენრი მინჩინმა ბუნებრივად შეეხამა ფილმს. პანტერა გამოვიდა ძალიან ნათელი და დაუვიწყარი,მისი მოქმედებები ტიტრებში (როგორიცაა გასროლა ფილმის სათაურიდან ,,ვარდისფერი პანტერა“ ასოების გადანაცვლება და ა.შ.) მიიპყრო მაყურებლის ყურადღება.
ფრიც ფრილინგიც მიხვდა რომ მას გამოუვიდა ძალიან პერსპექტივული მულტფილმი, 1963 წელს მან დაარსა სტუდია ,, DePatie-Freleng Enterprises“ დევიდ დეპატისთან ერთად და დაიწყო მუშაობა პირველ დამოუკიდებელ ფილმზე პანტერის მონაწილეობით ერთდროულად ფრილინგმა და მისმა გუნდმა დაიწყეს თავისი ცნობადი ანიმაციური სტილის შექმნა. მაგალითად ( მოუწესრიგებელი ფონი რომელიც ზოგჯერ გამოიყურებოდა სურეალისტიკურად, ხოლო პერსპექტივის შექმნისათვის გამოიყენებოდა სულ რაღაც იოლი ფანქრის მონახაზები) პირველი მულტფილმი რომელიც შეიცავდა ვარდისფერ პანტერას გამოვიდა 1964 წელს, იყო კიდევ ერთი წარმატება ფრიცი ფილინგის კარიერაში. მულტფილმმა გააოცაა ხალხი თავისი სიახლით ,არასტანდარტული მიდგომით ანიმაციასთან და თვითონ პანტერა იყო განუმეორებელი, რასთანაც დაკავშირებით ფილმმა მაშინვე მიიღო ოსკარი. ასთი დაუვიწყარი წარმატების შემდეგ ფრილინგმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს ახალი ახალი ფილმების გამოშვება ვარდისფერი პანტერის მონაწილეობით და ასე გაგრძელდა ,,ვარდისფერი პიჟამო“, ,,ჩვენ მივიღებთ ვარდისფერ მარკებს“ , ,,ვარდისფერი ალმაზი“ და ა.შ. პანტერამ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას უფროს აუდიტორიაში , იმიტომ რომ იუმორი ამ ფილმებში სრულიად არ იყო მხოლოდ ბავშვებისთვის.

აი, საუნდტრეკი, რომელზეც ვგიჟდები და ეპიზოდებიც ;)

The Pink Panther Theme

ეპიზოდი 1

ეპიზოდი 2

ეპიზოდი 4

ეპიზოდი 5

ეპიზოდი 6

P.S. თუ მოგეწონებათ, დანარჩენებს მერე შემოგაწვდით ;)