Tag Archives: მსახიობი

O, Captain! My Captain!

O, Captain! My Captain!მინდოდა, ვრცელი პოსტი დამეწერა, ბავშვობა მომეგონებინა, მაგრამ, მგონი, არ არის საჭირო. რატომ უნდა გავაკეთო აქცენტი ჩემს ბავშვობაზე, როცა ყველას ჩვენ-ჩვენი გვქონდა, სამყაროსაც შესაბამისად აღვიქვამდით და ეს ადამიანიც ყველამ ჩვენებურად შევიყვარეთ?

პირადად ჩემთვის რობინ უილიამსი მოცარტის ანალოგი იყო, რადგან ორივეს შემოქმედებაში ნათლად და გამოხატულად ჩანს ლაიტმოტივი, რომელიც ყველაფერს თავიდან ბოლომდე გასდევს – სიკეთე. რობინ უილიამსზე კეთილი მსახიობი? დაასახელეთ ვინმემ. არ არსებობს! მასსავით კეთილი შეიძლება, მაგრამ არა მასზე კეთილი.

აი, ეს სიკეთე მემახსოვრება ყოველთვის, როცა ამ ადამიანს მოვიგონებ. 90-იანებში, როცა შუქი ხან გვქონდა და ხან არ გვქონდა, მან ჩემს თაობას გვაჩუქა არა სპეცეფექტები და თრილერები, არამედ გულწრფელი სიკეთე. რობინ უილიამსი არ იყო უბრალოდ მსახიობი, ის იყო თერაპია და ყოველთვის, როცა სიკეთე შემომაკლდება, მე მას აუცილებლად გავიხსენებ.

Youre-only-given-a

მშვიდობით, O, Captain! My Captain!

მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

ზოგს ბიძინა ტკივა, ზოგს რამაზი. მერე რა, რომ ქართველი ხალხი ტაშს უადგილო ადგილას უკრავს (პანაშვიდიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი რამდენიმემ ისეთი ტაშით გააცილა, მეგონა, გამოსვენება დაიწყო). დღეს ჩემი მუზის კიდევ ერთი ნაწილი მიაბარეს მიწას. რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე ერთადერთხელ და ისიც უკანასკნელად სწორედ დღეს ვნახე. Continue reading

სახეები (ნაწილი 2)

თითოეული ჩვენგანის სახე დორიან გრეის პორტრეტია თავისი უმანკო ბრწყინვალებით, თუ ბრწყინვალე უმანკოებით და მახინჯი ცოდვილობით, თუ ცოდვილი სიმახინჯით. სახე ჩვენი CV-ია, ჩვენი შრომითი გამოცდილება და ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

როცა ამათ ვაგროვებდი, ვცდილობდი, ყველაში დამენახა და წარმომედგინა, როგორ შეხვდა სიბერეს, ცხოვრების ბოლო იარლიყს. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემზე უკეთ სახეები ამბობენ. Continue reading

სახეები

ადამიანის სახე, რაც უნდა ნაოპერაციები და გადაჭიმულ-გაკამკამებული იყოს იგი, ყოველთვის ასახავს იმას, რაც ბუნებამ დაახატა და დრომ დაატანა. გა-იცანით ისინი, გაცრეცილი სახეები, რომლებზეც დრომ, ითამაშა, იხარა,  იუბედურა და მათი მფლობელები სამუზეუმო ექსპონატებად შემოინახა:

Continue reading

რატომ თეატრი და არა კინო?

ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ზედმეტად გადატვირთულ-გათანგული ვარ. სიახლეებზე ფიქრი – ჩემი მოვალეობაა, ყველაფერზე ნერვიულობა – ჩემი ავადმყოფობა და ამ ყველაფრის შედეგმა ცოტა ხნის წინ თავიც იჩინა. ახლა კარგად ვარ და ვცდილობ:

  • საჭიროზე მეტი არ ვინერვიულო
  • საჭიროზე მეტად არ ვიაქტიურო
  • ჭამას მოვუმატო
  • ადრე დავწვე და მეტ ხანს ვიძინო

თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც თითქმის ყოველდღე მიმსუბუქებს ამქვეყნიურ ტვირთს, საღამოს თეატრალური სეანსებია.

Continue reading

გაყინული მარჯვენა ხელი გუგულის ბუდეში

ღამის 3 საათია და ფეისბუკი გაოფლილი კლავიატურების სუნით ყარს. გრძნობ, რაღაც თმაში თითებს გიცურებს და თავის კანს გფხანს. კლავიატურაზე კაკუნის ტემპი ნელ-ნელა იკლებს და როცა ფაფუკ შეხებად იქცევა, ხვდები, რომ დიაგნოზი უტყუარია: გე ძი ნე ბა.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7] Continue reading