Tag Archives: მოცარტი

ნიღბები, რომლებიც სინამდვილეს აჩენს

აგამემნონის ნიღაბი

აგამემნონის ნიღაბი

წინა პოსტში ვწერდი, რომ მხატვრულ ლიტერატურას დოკუმენტური საკითხავი მირჩევნია ხოლმე. ეს ჩანაწერიც ამავე პათოსით იქნება, რადაგან პირველ რიგში ყოველთვის რეალური ინფორმაცია ნებისმიერ რამეზე. მაგალითად, როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის ადამიანი, ის აუთენტური გარემო, რომელიც წარსულს თან ახლდა, ის ვარცხნილობა, სახის მოყვანილობა, ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც დროს მოდიდან გადაყავს და ისტორიად აქცევს. სწორედ ამიტომ ავაწრიალე გუგლი და მოვქექე ის, რასაც პოსტში იხილავთ. Continue reading

ფიქრები წვერის პარსვისას

shave

  • სარკეში არეკლილი მე კედლის იქითა მხარეს მართლა რომ არსებობდეს, როგორი იქნებოდა? თუ პარალელური სამყარო არსებობს, მაშინ სარკე მათ შორის გამოჭრილი სარკმელია. დედამიწის ანალოგს ეძებთ კოსმოსში? შექმენით დედამიწისხელა სარკის ბურთი და მიიღებთ მას.
  • მომენტებში წარმომიდგება, როგორ ჩაივლის აბაზანასთან ჩემი შვილიშვილი, მე კი მას დავუძახებ, ყელს მოვიღერებ და ვკითხავ: “შემათვალიერე ერთი შენებურად, სადმე ხომ არ დამჩა?” :)
  • ოპერის აჩრდილის არია “Music of The Night” უნდა ვიმღერო და აუცილებლად უნდა ჩავწერო. საკმაოდ რთული რამეა: თან საოპერო ხმას მოითხოვს, თან არასაოპერო შესრულების მანერას. ამიტომაც ბევრი ან არაკლასიკურად მღერის ან ძუნწად თამაშობს და აქცენტს ხმაზე აკეთებს. თუ ორივეს მოვახერხებ, ძალიან მაგარი იქნება.
  • ხანდახან წარმოვიდგენ, რომ სააბაზანო, სადაც ახლა სახეს ვიშალაშინებ, ერთ-ერთ უძვირფასეს სასტუმროს ეკუთვნის, მე კი ცნობილი ვარ და ყალბ კომპლიმენტებზე უფრო ყალბად ვიღიმები.
  • წვერის პარსვისას “სამართებელს” თმის ზრდის საწინააღმდეგოდ თითქმის არასდროს ვუსვამ. არ მიყვარს ბავშვის ტრაკივით აპრიალებული სახე. ამის დრო იყო უკვე და გავიდა, ხელოვნურად ბუნების კანონის შეცვლას კი თითქმის არასდროს მოუტანია დადებითი შედეგი.
  • ერთი წლის წინ ამხელა წვერს ვინ გაპატიებდა, ზურიკ! მართალია, ოფიცერი პოსტზე ვერ დაგაყენებდა, სამაგიეროდ ისე დაგსჯიდა, კარგა ხანს გემახსოვრებოდა. საამურია ჯარი. ოღონდ, როცა მოხდილი გაქვს :) საერთოდ, საამურია ყველაფერი, რაც გადაიტანე და რამაც გაგაძლიერა.

პ.ს. დღეს მოცარტის 257-ე დაბადების დღეა. ნეტა, ის რაზე ფიქრობდა წვერის პარსვის დროს? რიტორიკული შეკითხვაა :D

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – დღე მეორე

როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა. Continue reading

მუდამ Cecilia!

მასზე ამბობენ, რომ ოპერას ახალი სცოცხლე შთაბერა და ხალხს დაუახლოვა. მისი ხმის თვისებებზე დაუსრულებლად მსჯელობენ და ერთ შეფასებაზე თანხმდებიან – “უნიკალურია!” ჩეჩილია ბარტოლი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი საოპერო მომღერალია.

Continue reading

ვსაუბრობთ მუსიკაზე – მეც და თქვენც!

დაუგეგმავი პოსტია ეგეც.

ნუ ვერ მოვისვენებ, სანამ არ ამოვაფრქვევ და ბარემ აქ იყოს. დავხედავ ხოლმე :)

მოკლედ, რაზე ვაწუხებ მის უმაღლესობა ბლოგოსფეროს ღამის 3 საათზე. კლასიკური სპაზმი მჭირს და იმიტომ. ვისაც არ გინდათ, შეიგრძნოთ საუკუნეების განმავლობაში კომპოზიტორთა მიერ დაგროვილი ნეტარი მელოდიები, შემდეგ პოსტს დაელოდეთ (გირჩევთ, ამ რჩევას არ დაუჯეროთ, რადგან რა იცით, იქნებ შემდეგში უარესი გელით), ხოლო ვინც მზადა ხართ, მაშინ მომაპყარით საჩინონი და სასუმენელნი ეგე თქუენნი…

Continue reading