
ფოტო – თამარ მირიანაშვილი
რამდენი ხანი გავიდა, რაც ამ ტიპის პოსტი არ დამიწერია. ისევ ტვიტერში გამოქვეყნებული ჩემი ფრაზები ამოვკრიფე.
• ადამიანები გვერდით დგომით მეგობრდებიან და ქვეშმიწერით მრავლდებიან.
• მე მაინც მგონია, რომ პრემიერმინისტრი დეფისით არ უნდა იწერებოდეს, რადგან კი ორი სიტყვაა, მაგრამ ერთი სუბიექტია, განსხვავებით დედ-მამისგან.
• ამაზრზენი რეალობა: ზოგჯერ ადამიანს ის ხელი უნდა მოაჭრა, რომლითაც დახმარებას გთხოვს.
• ღმერთმა ადამიანს 2 თირკმელი იმისთვის მისცა, რომ ფული სხვისგან არ ისესხოს.
• რატომ ხდება, რომ ქორწილში პატარძლის ნასროლი თაიგული ან სულ ძირს ვარდება, ან სულ კაცები იჭერენ და სხვებს (მათ შორის კაცებსაც) აჩეჩებენ?
• სიყვარული არის ხელფასი. ხელფასი სიყვარული არ არის.
• ერთმა მკითხა, ერეკლე დეისაძე კარგია თუ ცუდიო. მეთქი, ერეკლე დეისაძე არის ცოტა. :))
• ჰიტლერს თავისი საქმე პუტინის ინტერვალებით რომ ეკეთებინა, მესამე რაიხი მეტ ხანს იცოცხლებდა.
• არასრულფასოვნების კომლექსს თუ ვერ მოიხსნი, რამე მაინც შემოიცვი ზემოდან.
• რაც უფრო მეტ წაქცეულს გაუწვდი ხელს, მით მეტი წაიქცევა.