Tag Archives: მე და ხატვა

იწყება!

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ბომბორას პარკში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ ორგანიზებულ მხატვართა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. უნდა დავხატო ჩემი ბედნიერება. უკვე ესკიზი მზად უნდა მქონდეს, მე კიდე ჯერ ვფიქრობ, ოპერის გარდა, რა არის ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომლის აფიშირებასაც კარგად მოვახერხებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რა დასკვნამეც მივედი, დღეს ფოტოებით გაჩვენებთ.

რა მჭირდება თქვენგან:

Like რა თქმა უნდა :)

ერთ კვირაში, როცა ნახტები დაიხატება და ფესიბუკზე აიტვირთება, ერთ-ერთი გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ძალიან ძალიან ძალიან მინდა გამარჯვება და თქვენი ძალიან ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

პრიზებზეც გეტყვით:

I ადგილი – ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა

II ადგილი და ფეისბუკის გამარჯვებული – ზეთიანი საღებავებისა და სახატავების კომპლექტი

III ადგილი – iPod Shuffle

P.S. ფეისბუკზე სპამერობას მირჩევნია, აქ ვწერო ჩემი თავგადასავლის შესახებ და აქვე მქონდეს თქვენი აქტივობის იმედი. მადლობა :)

Come Josephine In My Flying Machine

ეს მუსიკა რაღაცნაირად ჩამოჰგავს ჩემი ბლოგის ბედს. ბოლო დროს რომ გადავხედავ, გული მიკვდება. მგონია, ყველაფერი 1-2 თვის დაწყებული მქონდეს. ჯერ ვერ გავარკვიე, ამას კრიზისი ჰქვია თუ პენსია.

დღეს დილით ბავშობის ისტორიის 5 წელი გავიხსენე და “ტიტანიკს” ვუყურე. ამაზე ძირფესვიანი პოსტის წერასაც კი მოვკიდე ხელი, მაგრამ, სხვების მსგავსად, ისიც არქივის გზას გავუყენე. ხედავთ, რა მარტივად მოვყევი ყველაფერი? Continue reading

უცნობი მე 1997-2002

ვინ ვარ მე დღეს? უჰ, სასტაული ადამიანი: სამ ტანცუიუ, სამ პაიუ. არადა, ამ წამს გამახსენდა, მეორე კლასში როგორ “დამიპირეს” სიმღერის მასწავლებელთან წაყვანა და როგორ შემეშინდა. ნეტა, ახლა დამიპიროს ვინმემ… ჰეჰ, ეგ შიში კი დავძლიე, მაგრამ სხვებს რა მოთვლის. და, საერთოდ, თემას გადავუხვიე.

მოკლედ, ვინ ვარ

?

ყველაზე მარტივი პასუხია “მე ვარ ზურა” და ჩემი ცხოვრებაც ამ სამი სიტყვით შემოიფარგლება. ანუ მ-თი იწყება და ა-თი მთავრდება. მათ შორის კი მთელი 7 ასოა, რომლებიც, ალბათ, ჩემი ცხოვრების წლებია. რომ გამოვთვალოთ, სულ შუაში “რ” ასოა. ხოლო ვინაიდან გაურკვეველია, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, არ ვიცი, რ-ს როდის მივუახლოვდები. ან, ეგებ, უკვე გადავლახე? ან უარესი, ეგებ ეგ რ კი არა, უკვე მეორე რ-საც გავცდი?… მაგრამ თემას კიდევ გადავუხვიე.

მოკლედ, ეს მე ვარ. ისეთ, როგორიც ყველა მიცნობთ. არ მიცნობენ მხოლოდ ისინი, ვისაც ან ამის სურვილი არა აქვთ ან ვინც ვეღარ მომესწრნენ.

Continue reading

ხაჭაპური, კროსვორდები, ტუფლის მაზი!

შენ დაუკარ!

ფული

Continue reading

თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით

პეროვზე მდებარე კაფე “Old London”-დან სახლამდე ფეხით სიარულისას, ზაფხულის ამ მშვენიერ ღამეს, ჩვეულებისამებრ საკუთარ თავთან საუბარი გავაბი. ამჯერად მშობლებს ვუხსნიდი იმას ჩემს შესახებ, რასაც ვერ ხვდებოდნენ და რისი ცოდნაც, ვფიქრობ, საჭირო იყო… Continue reading

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

Continue reading

ჩემი პირველი ვიდეოპოსტი

რომ იცოდეთ, რამდენი ვიწვალე… :D ჯერ YouTube-დან ვეცადე, მაგრამ რაღაც არ გმოვიდა. მეც რამდენჯერმე გავჭედე. მერე მობილურიდან ავტვირთე. აქ ვიზუალური ხარისხი უკეთესია, მაგრამ ხმა არის მოგუდული… ნუ, მოკლედ, რაც არის ეს არის. აჰა და დამსეტყვეთ ;)

http://www.youtube.com/watch?v=5bx2fl9dCOQ]

ჩემი 5 ოცნება

არ დამიწყოთ, არასდროს მიოცნებიაო!!! მოკლედ, უტვინომ გულში დამთაგა, რომელიც არავის დაუთაგავს, და მეც დამერთო ნება, აღნიშნული თამაში გამეგრძელებინა :)

რახან ოცნებაა, მეც ბოლომდე გავაჯაზებ:

  1. Teatro Alla Scala ანუ მილანის ლა–სკალას საოპერო თეატრი, საოპერო სამყაროს “მექა”! აქ მინდა, ვიმღერო. ვინაიდან ხმა, ასე თუ ისე, მაქვს, რა ვიცი… ეგებ ოდესმე გამომივიდეს რამე. ვერდის რომელიმე ოპერა, მაგალითად, “ტრუბადური” მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ჩავაღიღინებდი მანრიკოს “Di Quella Pira!…”–ს :)teatro
  2. მინდა, რომ ცნობილი მხატვარი გამოვიდე. აქედან მქონდეს ბევრი ფული: ანუ თან ჩემი ნახატები ჭკუას აკარგვინებდნენ მნახველებს, თან მეც ჭკუას ვკარგავდე მუშაობის პროცესში. არ მინდა დაუმსახურებელი არც ერთი გროში! მინდა ასევე გავაფორმო თეატრალური და, ზოგადად, მხატვრული პერფორმანსები.Copy of La Traviata
  3. მინდა, ყველა ადამიანი მიხვდეს და იწამოს ღვთის არსებობა. მიხვდეს, რომ სამყაროს ცენტრი მზე კი არა, მზის შემქმნელია. ცოტა ძნელია ყოველივე ამის XXI საუკუნეში გაცნობიერება და, მით უმეტეს, რწმენა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ღმერთი ადამიანის ფანატიკოსური ბუნების ნაწილია, რომელიც ისტორიას შემორჩა. თუ  ასეა, მაშინ რატომ არ სიამოვნებს მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ბოროტება, ტკივილი, ომი, სისხლი და სიკვდილი? იმიტომ, რომ სამყარო თავიდანვე ჩაფიქრებული იყო დადებითად – ეს კოდი კი ნებისმიერ ჩვენგანში დევს. ჩვენ, ადამიანები, სიკეთეები ვართ და მერე ხდება ჩვენი შინაგანი დაბინძურება. ჩემი აზრით, ღმერთთან სიახლოვე სწორედ იმ სისუფთავესთან სიახლოვეა, რომლის ნაწილიც ჩვენში ყოველთვის ინახება. :)
  4. მინდა სახლი. ნებისმიერი სახის სახლი. თუნდაც ერთსართულიანი ხის ქოხი. მინდა ჩემი, ჩ ე მ ი საცხოვრებელი, სადაც, როცა მომესურვება, მაშინ დავიძინებ, გავიღვიძებ. ვისაც მომესურვება, იმას მოვიპატიჟებ და, საერთოდ, ვიქნები ჩემს გემოზე…paintedshed
  5. დაბოლოს, მინდა ჩემი ბლოგი იყოს ძალიან პოპულარული. არავის ვუწევ კონკურენციას. მე ჩემი ნიშა მაქვს და ყველას თავის ბლოგზე გაუმარჯოს :) თუ ვინმე დამეხმარება, ორჯერ მეტს გავუკეთებ. სხვათა შორის, შეიძლება, სვითის ბლოგზე ვწერო ხოლმე. ბევრი რჩევა მივიღე მისგან და მინდა, სხვა სფეროებიც ვცადო ჩემს პონტში რა ;) …ანუ არ მინდა ამ ცხოვრებაში რაიმე ტყუილუბრალოდ ვაკეთო. სისულელესაც მინდა მიზანდასახული გავხადო. უაზრობაც აზრიანი მინდა, იყოს ;)

ჟურნალისტიკა ჩემი ოცნება არ არის, იგი ჩემი პროფესიაა ;) ახლობლების კარგად ყოფნას აქ ვერ შევიტან, ვინაიდან მათ ვერც ერთ ოცნებაში ვერ ჩავატევ. მოკლედ, ასეა ჩემი საქმე :)

P.S. სულ დამავიწყდა: ვთაგავ

თაზოს, ნატალიას, Dreamar Kikito–ს და ირინკას ;)

სიუჟეტი ჩემზე

Copy (3) of zuraტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ეს არის სიუჟეტი, რომელიც ჩემმა კურსელმა გადაიღო ჩემზე, როგორც დარეხვილ ადამიანზე, რომელსაც მრავალი რამ აინტერესებს.
ბევრი არაფერია, მარა რა ვქნათ… რასაც ვქაჩავთ ეგაა სუულ :P
ერთი შენიშვნა მაქვს: სტვენით ლაივში გაცილებით უკეთ ვსტვენ. რამდენჯერაც ვცადე ჩაწერა, სულ ნი-ტო იყო. ასე რომ, ვინც სტვენით დაინტერესდებით, ლაივში მოგასმენინებთ ;)
მადლიიიობა :)

სიუჟეტი Zurriuss -ზე

მე და ხატვა

ხატვა, დაახლოებით, 3 წლიდან დავიწყე. ჩემს პირველ ნახატს, რომელსაც რაღაცას მაინც მიამგვანებდით, “მელია” უწოდეს. შემდეგ იყო სკოლა, გალერეები რვეულების უკანა მხრიდან, 1 წელი სამხატვრო სკოლაში. მე-5 კლასში გადამიწყვიტეს, რომ ხატვას არ გავაგრძელებდი, რადგანცაც არ უნდოდატ, პროფესიად მხატვრობა მქონოდა.

ამის შემდეგ სკოლისთვის ვხატავდი. ზოგჯერ, მასწავლებლებზე გაბრაზებული, მათს კარიკატურებსაც ვჩხაპნიდი და ჩანთაში ვმალავდი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჩემთვის საბედისწეროდ დასრულდა: მასწაველბელმა კარიკატურა მიპოვა და იმას მიუტანა, ვისაც ყველაზე ძალიან ჰგავდა. ეს კი ჩემი დამრიგებელი აღმოჩნდა…

აბსტრაქტული სტილით ხატვა მე-8 კლასიდან დავიწყე. ჩემს ინგლისურის მასწავლებელს დავუნახე, როგორ ხატავდა გაშლილ ვარდს და მასში სახეებს, თვალებს, სხვადასხვა ფერებს. ამან ისე გამიტაცა, რომ ერთხელაც მეც მოვსინჯე, მეორედაც, მესამედაც. შემდეგ კი პატარა ბლოკნოტი ვიყიდე, რომლის კუთხეებშიც პატარ-პატარა ნახატებს ვსვამდი, თანაც ისე, რომ, ერთი შეხედვით, დაბეჭდილი გეგონებოდათ.

ასე გადიოდა დრო… და მეც მივეჩვიე, ცოტა სხვანაირად აღმექვა საგნები და ახლებურად გამომესახა ისინი. შეიძლება, ეს ბავშვობაში გულში ჩარჩენილი ხატვის არასრული სწავლით მიღებული დანაკლისის ანაზღაურება იყო. ზუსტად არ ვიცი. ბლოკნოტიდან თაბახის ფურცლებზე გადავედი, კომპოზიციები გავართულე. მიხაროდა, სხვები დიდხანს რომ აშტერდებოდნენ ჩემს ნახატებს. ჩვეულებრივ, ამას ადრე ვერ ვახერხებდი, რა
დგან მე მაკლდა ხატვის ტექნიკა. ტორემ იდეასა და შთაგონებასთან პრობლემა არასდორს მქონია.
ახლა, უნივერსიტეტის გამო, რეგულარულად აღარ ვხატავ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, დაწყებული ბოლომდე მივიყვანო. უკვე მე-5 თვეა, ერთი აკვიატებული იდეის ფურცელზე გადმოტანას ვცდილობ და, იმედია, მალე მოვრცჰები ამასაც. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გავაოცებ.

ახსნა-განმარტებას არ დავურთავ. ვინც რას დაინახავს, ის იქნება ჭეშმარიტება: