Tag Archives: მე და ხატვა

კომპლექსები

იყო მარიობის ღამე და გრილოდა.

მარიობა მარიამობაა ქუთაისურად.

მეზობლის სახლის აივანზე გაშლილი ბევრსაზამთროიანი სუფრა.

წითელი საზამთრო მოვარდისფრო პლასტმასის ჯამში.

მუსიკა.

მეზობლის ვიდეოკამერა, რომლის ობიექტივში მოხვედრაზე ყველანი ვოცნებობთ.

ღამის 2-ის ნახევარია – პირველს მე მეძახიან.

მეზობლის ბავშვები: “იყოს ცოტახაააანს!”

მეორე, მესამე დაძახებაზე ტირილ-ტირილით მიმათრევენ შინ.

ჩემი გისოსებიანი ფანჯარა პირდაპირ მარიობის ბალკონს უყურებს…

კომპლექსები.

შიში

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/02/Yann-Tiersen-Point-Mort.mp3|titles=Yann Tiersen- Point Mort]

_ ზურა, ვის მოკლავდი?
_ ვის არა, რას.
_ კარგი, რას მოკლავდი?
_ თუ იგი “ვინ” გახდება, მე მას აუცილებლად მოვკლავ. დავჭრი მაინც, რომ აღარ მომეკაროს!
_ ვის, რას?
_ ჩემს შიშს!

Continue reading

გაყიდულია!

როცა ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და არც-თუ ურიგოდ გამოგდის, უნდა ეცადო მისგან სარგებელი მიიღო. ბოლოს და ბოლოს, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო? ასე და ამგვარად, საკუთარი ნახატი გუშინ პირველად გავყიდე.

Continue reading

პატარა ტბა

“იმ დაბურული ტყის პირას ერთი პატარა ტბა იყო. იმ ტბის ნაპირას მიყვარდა ყოფნა. საოცარია, როცა წვიმდა, ის პატარა ტბა, კიდევ უფრო პატარავდებოდა.”

ხატვა რომ არა

ესეც ჩემი "სახელოსნო" :ფჰეჰ:

გაუმარჯოს ყველას. როგორ ხართ? მე ისა ვარ, აქ რომ ადრე ხშირად ვწერდი და ახლა რომ ვერ ვიცლი საამისოდ. ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ჯარი და სამსახური ერთიანად მფიტავს და კიდევ რაღაცების დაწერის ნერვი ხშირად არ მაქვს. თუმცა ამ ერთხელაც მოვიკრიბე ძალა და ორიოდ სიტყვით გეტყვით, გიპასუხებთ კითხაზე “რა ხდება?” :) Continue reading

სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?

ოჯახი – ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, სიწმინდე, სისპეტაკე და ადამიანის ზნეობის განმსაზღვრელი მთავარი კოეფიციენტი. თუ ოჯახი არ გივარგა, რაც უნდა წარმატებული და სასახელო გაიზარდო, ვიღაც მაინც ღვარძლიანად ჩაიბუტბუტებს, მაგის ოჯახი კი ვიცი, რაც არისო.  კარგი ოჯახიშვილობა კი შლეიფივით მოგყვება და ხშირად ისე გიცავს ეჭვიანი თვალისგან, როგორც ქოლგეითი – კარიესისაგან (ერთხელაც იქნება, პროდაქტ პლეისმენტში ფულს მოვთხოვ. ბოლოს და ბოლოს, მე-10 კლასიდან მარტო ამით ვიხეხავ).  ჰოდა, როდესაც ასეთ (ანუ კარგ) ოჯახში სტუმარი მოვა, სად უნდა იყვნენ ამ დროს პატარები?

Continue reading

რატომ უნდა დაალაიქოთ

მას შემდეგ, რაც ხელში ფუნჯი ავიღე, ყოველთვის მეშინოდა ხატვის. არასდროს ისე შებოჭილი არ ვარ, როგორც ფუნჯით ხატვის დროს, რადგან მინახავს ათასობით შედევრი, რომელიც შექმნილა ფუნჯით. მინახავს მხატვრები, ხელის რამდენიმე ოსტატური მოსმით უკვე დასრულებულ ნახატს რომ ქმნიდნენ… და, ყოველივე ამის შემდეგ, მე უნდა გამებედა და დამეხატა? რა ვქნა, ძალიან მინდოდა და დავხატე. ახლა იმას მაინც აგიხსნით, რატომ ღირს ჩემი ნახატის დალაიქება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ემთხვევა ჩემი “თავის მართლება” ჩემსავე ქმნილს.

Continue reading

ერთი დღე ნახატის დასრულებამდე

ადამიანის ფსიქოლოგია შეგრძნებებზეა აგებული და ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ბომბორას პარკს მივეჯაჭვე. უკვე დავმეგობრდით, ერთად ვჭამთ, ვსვამთ, ვერთობით, ვსველდებით და ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის დასრულების მერეც ამოვიდეთ ხოლმე და რაღაც-რაღაცები ვხატოთ. ისე, როგორც გვინდა და შეგვიძლია.

Continue reading

დღე II – ზღვა სივრცედ გარდაიქმნა

დღეს ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ კმაყოფილი დავრჩი. თუ აქამდე არ ვიცოდი, რას ვხატავდი და ვერც საბოლოო სახეს ვხედავდი, დღეს კი, როცა ზღვის ადგილას ტონები შევცვალე, სივრცე გამოიკვეთა და ამოვისუნთქე.

Continue reading

იწყება!

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ბომბორას პარკში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ ორგანიზებულ მხატვართა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. უნდა დავხატო ჩემი ბედნიერება. უკვე ესკიზი მზად უნდა მქონდეს, მე კიდე ჯერ ვფიქრობ, ოპერის გარდა, რა არის ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომლის აფიშირებასაც კარგად მოვახერხებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რა დასკვნამეც მივედი, დღეს ფოტოებით გაჩვენებთ.

რა მჭირდება თქვენგან:

Like რა თქმა უნდა :)

ერთ კვირაში, როცა ნახტები დაიხატება და ფესიბუკზე აიტვირთება, ერთ-ერთი გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ძალიან ძალიან ძალიან მინდა გამარჯვება და თქვენი ძალიან ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

პრიზებზეც გეტყვით:

I ადგილი – ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა

II ადგილი და ფეისბუკის გამარჯვებული – ზეთიანი საღებავებისა და სახატავების კომპლექტი

III ადგილი – iPod Shuffle

P.S. ფეისბუკზე სპამერობას მირჩევნია, აქ ვწერო ჩემი თავგადასავლის შესახებ და აქვე მქონდეს თქვენი აქტივობის იმედი. მადლობა :)