Tag Archives: მეხსიერება

გაგრა, ციცინათელა და მეხსიერება

Surati-3213ამ პოსტის დაწერას ლინგვისუტსის პოსტს უნდა ვუმადლოდე. მეხსიერება არასდროს მღალატობდა. ბავშვობაში განსაკუთრებით. სკოლაში სასწავლ რაღც–რაღცებს ერთხელ გადავაკითხებინებდი დედას (ზრდილობისათვის, ორჯერ) და მეორე დღეს 5–იანებით ვბრუნდებოდი. შემეძლო რამდენიმე თვის წინ მონაყოლი რაღაც მასწავლებლისათვის გაკვეთილის სახით ჩამებარებინა ასევე ფრიადზე…

რატომ გაგრა? იმიტომ, რომ ცხოვრების 4 უბედნიერესი წელი იქ გამიტარებია და ახლა საკუთარ თავში ვიქექები, რომ რაც შიეძლება მეტი აღმოვაჩინო იმ წარსული დღეებიდან, როცა ძლივს 4 წლისა ვიყავი.

800px-Monument_in_Gagra_(1)
ეს სალდატიკი, რომელიც პირდაპირ ჩვენი სახლიდან ჩანდა, თითქმის შეუცვლელად დამამახსოვრდა. როცა სურათი აღმოვაჩინე, შევკრთი კიდეც. იმ წამებში მართლა ბავშვობაში გახლდით და ყოველივე ამას სამ განზომილებაში ვუყურებდი.

დაბადება ნამდვილად არ მახსოვს… :) სამაგიეროდ, თვალწინ მიდგას ჩვენი სახლი, ქუჩა–დაღმართი (რომელზეც გასაშლელ სკამს დამიდგამდნენ და ისე მაჭმევდნენ საჭმელს, იმიტომ, რომ საშინლად მჭლე გახლდით). ღობე არ მახსოვს, მაგრამ ჭიშკარი გადაქლექილი მწვანე ფერისა იყო, რკალისებური უბრალო ორნამენტებით. ეზოში კიბით ჩადიოდი, რომლის ორივე მხრიდან აყვავებული კალები იყო გადმოწოლილი. მეორე სართულზე, ისევე როგორც პირველზე, დიდი აივანი გვქონდა. იქიდან მოსჩანდა ზღვა, რომელიც საერთოდ არ მახსოვს და რკინიგზის სადგური, რომელიც, მგონი, მახსოვს…

vAbhazii-ru-gagry
ზღვა, რომელთან შედარებით დღევანდელ ხელმისაწვდომ საზღვაო ადგილებს თამამად შეგიძლია, უწოდო “ბანძი”

ვინაიდან, ჩემი ტოლი ქართველი ბავშვები იქ არ იყვნენ, მეც სახლში მარტო ვერთობოდი. ან მაგნიტოფონს ვუსმენდი, რომელზეც ორი ტიტლიკანა ბავშვი იყო მიხატული :P, ან ლოკოკინებს, ჭიაყელებს, პეპლებს, წითელ შავკოპლებიან ხოჭოებს და ციცინათელებს ვიჭერდი… :) პეპელა რომ არ შემომკვდომოდა, მინის ქილაში ვსვამდი და თავზე ქაღლდს ვაცვამდი, ხოლო რომ არ გაგუდულიყო, ნახვრეტს ვუკეთებდი. ზოგჯერ ზედმეტად დიდ სივრცეს “ვუკეთებდი” და ისინიც მისხლტებოდნენ…

ციცინათელები. გაგრის, უფრო სწორედ კი 1992 წლის შემდეგ ციცინათელა თვალით არ მინახავს. ახლაც მახსოვს, Firefly_compositeკიბესთან როგორ ვიდექი ღამღამობით და როგორ ვიქნევდი ხელებს ერთ–ერთი მათგანის დასაჭერად. “კუდით ანათებენ მწვანედ”– ვფიქრობდი. სახლში რომ შევიტანდი, აღმოვაჩენდი, რომ შავი ფრთები და წითელი ზოლი აქვთ. შესწავლილს  ისევ გარეთ გამოვიტანდი განსათავისუფლებლად, მაგრამ უი… :(

წითელი ფერის სამზარეულო გვქონდა. სამოვარიც. სამზარეულოდან “ზალაში” შედიოდი, ხელმარჯვნივ კი ტახტი იყო. მოპირდაპირე კედელზე, ზღვას რომ გაჰყურებდა, კალენდარი იეკიდა: შავ ფონზე გამოსახული იყო თამარ მეფე. ჭერში მინის გაუმჭვირვალი ქილებიანი ჭაღი მახსოვს. ბებიას რომ აღვუწერე, გაგიჟდა, ასე დაწვრილებით საიდან გახსოვსო. მეც ეგ მიკვირს, საიდან ან რატომ უნდა მხსომებოდაFlint Hills გაგრიდან ჭაღი და არა ზღვა? მაგრამ როცა ტაბულა რაზა ბავშვის  ხელშია, რას გაუგებ…

მოდით, დღეს აქ გავჩერდები. ჩემს მეხსიერებას რომ მივყვე, კიდევ უამრავს გამახსენებს. ისე კი ერთი კითხვა მაქვს: ციცინათელებს კიდევ ხედავთ? კიდევ არიან საქართველოში? თუ ვინმეს გყავთ სოფლებში (აბა, ქალაქში მათი ნახვის იმედი გადამეწურა, სოფელი კი არ მაქვს), ხანდახან მათაც დახედეთ. ისინი იმ პატარებს ჰგვანან, ქუჩაში რომ თამაშობენ და მშობლის მონოტონურ და განმეორებად ძახილძე “ამოდი!” მუდამ სხვადასხვანაირად პასუხობენ, “მალე ამოვალთ!”…