Tag Archives: მერია

ნუ იმგზავრებთ მრიცხველიანი “ფირმა” ტაქსით

ძალიან არ მიყვარს ფულის ტაქსში გადაყრა, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ღამის 12 საათია: არც მეტრო მუშაობს, ავტობუსებსაც და მარშუტკებსაც უკვე სძინავთ და ამინდიც საშინელია? “ნიჭიერის” ფანკლუბიდან ვბრუნდებოდით მე და დიანა, როცა ერთ ვერცხლისფერ ტაქსს ავუქნიეთ ხელი. სანამ ჩავჯდებოდი, შევნიშნე, რომ მძღოლის სარკესთან რაღაც წითლად და მწვანედ ანათებდა.

Continue reading

რას მოვესწარი – ცოცხალი მუსიკა “დედაენის ბაღში”!

როცა “დედაენის ბაღში” გესმის მუსიკა, ნუ რა უნდა იყოს აქ გასაკვირი. მაგრამ როცა მუსიკა იმდენად სხვანაირად ჟღერს, რომ თავს მოაბრუნებ, ეს სულ სხვაა. მეც მოვაბრუნე თავი და, დინამიკის ნაცვლად, ცოცხალი ორკესტრი დამხვდა. მომენტალურად გვერდით “გადავდე” ჩემი მეგობარი მისივე ძვირფასი წიგნით, რომლის შესაფასებლადაც წავყევი.

როგორც იტყვიან, Такую увидиш не каждый день.

ეს ყველაფერი მერიის პროექტი აღმოჩნდა და ორკესტრი მუსიკას ყოველ შაბათ-კვირას ამ ადგილას დაუკრავს. წარმოიდგინეთ, რამხელა “შოკია” ეს ჩემთვის ასეთ ადგილას მშვენიალური ნაწარმოებების ცოცხლად მოსმენა. ყველაფერსაც და ჩემს დაკარგულ პლეერსაც თავი რომ დავანებოთ (ეჰ :( ), ცოცხალი მუსიკაა, ადამიანები მართლა უკრავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ღონისძიებაზე გამოჭიმულიი ორკესტრივით ფონოგრამაზე არ “ჟღერენ” და დირიჟორიც ტყუილუბრალოდ არ იქნევს ჯოხს!

ჰოდა, თქუენც, ერნო ამისა ბლოგისანო, არ დაიზაროთ. ასწით ერთი ადგილი და, წიგნებსა და ცოცხალ ორკესტრთან ერთად, თქვენი ფიქრები მტკვარს გაუზიარეთ.

არჩევნების შიდასამზარეულო

მეგონა, ეს დღე დამქანცველი და უჟმური იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ არჩევნების გაშუქება დამქანცველი და ძალიან ძალიან INTERESANTE გამოდგა. ყველაფერი უნდა გა/გადა/გამო/გადმო-თვალო, შე/გადა-ამოწმო და ეს ყველაფერი დედლაინებამდე მოასწრო. დედლაინი ჟურნალისტის 2012-ია!

GIPA-ში არჩევნებზე რადიოსიუჟეტის მომზადება დამევალა. მე და ანიმ სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის ადამიანების აზრი გავიგეთ ამ დღესთან დაკავშირებით. სიუჟეტი რადიო GIPA-ს ეთერით გადაიცა. Continue reading

Earth Hour უკვე საქართველოში!

60 წუთი დედამიწისათვის – "დედამიწის საათის" ლოგო

ჰმ… აქედან უნდა დამეწყო. ვინც ჩემს პოსტებს ხშირად ეცნობით, გეცოდინებათ, რომ გლობალური დათბობის საფრთხეზე ხშირად ვწერ. ერთ-ერთი ამის ხელისშემშლელი ფართომასშტაბიანი პროექტი არის Earth Hour დაფუძნდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ყოველივე ეს ამცირებს ენერგიის გამოყოფას და, შესაბამისად, დედამიწის კლიმატიც რაღაც პროცენტით ნაკლებად შეიცვლება უარესობისაკენ. პირველად ეს ღონისძიება სიდნეიში ჩატარდა 2007 წელს, 2010-ში კი უკვე 121 სახელმწიფო იღებს მასში მონაწილეობას. რაც ყველაზე ძალიან მიხარია, საქართველოც ერთვება ამ წამოწყებაში!

დღეს, 27 მარტს, საღამოს 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე უკვე საქართველოშიც ჩაქრება ნაგებობები და ამით ჩვენი ქვეყანა შეუერთდება Earth Hour 2010-ს. როგორც საინფორმაციო სააგენტო  GHN.Ge წერს, აღნიშნულ დროს გამოირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის გარე ელექტროგანათება და თბილისის ძველი მერიის შენობა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის ჩაქრობაზეც. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (ალბათ, ეგენი ოთახებში სინათლეს თუ ჩააქრობენ) და “ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი” (HSBC Bank Georgia) – ამ ბანკის შესახებაც არაფერი ვიცი.

დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა. მთავარია, დადგე მათ გვერდით და ერთ საქმეში მიიღო წვლილი. მერე რა, რომ მათზე მეტი გამოცდილება გაქვს (აი, რით ვჯობივართ ევროპას და ამერიკას!). შენც ადექი, გაიხსენე და გაუზიარე უშუქობისდროინდელი შთაბეჭდილებები სხვებს :)

Continue reading