Tag Archives: მედეა

ფილმი, რომელსაც მშობლებს ვაყურებინებდი

მე-5 კლასელი მე

მე-5 კლასელი მე

“სიძულვილი უძირო თასია, რომელშიც დაუსრულებლად შემიძლია, ვასხა.”

ევრიპიდე, “მედეა.”

მას შემდეგ, რაც კაენმა ადამიანთა მოდგმის 25% ქვის ერთი (ან რამდენიმე) მოქნევით ამოწყვიტა, ძალადობა კაცობრიობის ჰობია. მე კი ზურა ვარ, ბულინგის მსხვერპლი. სკოლაში იმ დროს ვსწავლობდი, როცა მოდაში “ბაბოჩკის” ტრიალი და კაი ბიჭობა იყო, ხოლო სწავლა – “გრეხი.” მახსოვს, ერთხელ დერეფანში მივდიოდი, როცა ვიღაცამ დამიძახა. მივიხედე და სახეში დაჭმუჭნილი ქაღალდებისგან გაკეთებული ვეებერთელა გუნდა მომხვდა. კლასში სახეახეული შევედი.

Continue reading

BIAFF 2014 ანუ რატომ არ რჩებიან ფილმებზე ბოლომდე?

ბათუმის საზაფხულო თეატრი

ბათუმის საზაფხულო თეატრი

როგორც იქნა, დაიწყო ის, რის შესახებაც ასე გაბეზრებდით თავს სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში. გუშინ საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. ჩემისთანა ადამიანისთვის ასეთი ბათუმი მისწრებაა, რადგან ნაკლები ხალხია, ზღვაც სუფთაა და მზეც ჯერ კიდევ ცხელია…

Continue reading

FUCK YOU, HOLLYWOOD!

ეს ბოლო დღეებია, მედეაზე ვფიქრობ. ვინ იყო? რა უნდოდა? რაზე დაგვტოვა? მერე ვხვდები, რომ აშკარად ქართველი იყო. ქართველის ღალატი ყველაზე ოსტატურად ისევ ქართველს რომ შეუძლია, იმიტომ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეგ რომ არ ექნა, არც მისი სახელი გვეცოდინებოდა და, ალბათ, ვერც ეზოპე შეთხზავდა კაცობრიობის ერთ-ერთ უძლიერეს დრამას.

პატარაობისას მედეას სიუჟეტზე ერთი მინისერიალი, “იასონი და არგონავტები” მქონდა ამოჩემებული და ისტორიის წიგნში ნასწავლს მას ვუდარებდი ხოლმე. მერე, როცა კალასი აღმოვაჩინე, პაზოლინის “მედეას” შესახებ გავიგე, მაგრამ მის თავიდან ბოლომდე ყურებას გუშინდლამდე გული ვერ დავუდე. მოვრჩი თუ არა, წინა ფილმი შემჯავრდა. ჯერ კიდევ როდის დაამტკიცა ევრიპიდემ, რომ უდიდესი სიყვარულიც კი წარმავალია. გავიდა ათასობით წელი და ადამიანის ბუნების დამახინჯება ჰოლივუდმა “იასონი და არგონავტებით” სცადა და სიუჟეტი მედეას კოლხეთიდან წასვლით დაასრულა.

რატომ გვაბოლებთ, მისტერ ჰოლივუდ? ეგ ხომ მაინც ყველგან წერია, რომ მედეამ საკუთარი შვილები დახოცა. თუ ყველა ასეთი წიგნის ყველა ეგზემპლარს დაწვავთ? თქვენ მიერ გადოყლაპიებულ ამერიკელებშიც მოიძებნება ძალიან ბევრი ისეთი, ვინც იტყვის, რომ ფილმები ჰეფიენდისა და ჰიპ-ჰოპის გარეშეც საინტერესეოა, რომ რეალურ ცხოვრებაში მძღნერი ყარს და ამას ვერაფერს უშველი.

ჰიპ-ჰოპზე, რა თქმა უნდა, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გამახსენდა, რომელიც 2010-ში გამოვიდა. ვნახე თუ არა, შემზიზღდა. სცენარი უაზრო მომეჩვენა, არ მომეწონა ზოგიერთი პერსონაჟი და, რაც მთავარია, ფილმის ბოლოს ალისასა და ქუდების მკერავის მიერ შესრულებულმა ჰიპ-ჰოპმა დედის გინებაც გამომტყუა. მარაზმია ამდენი კომერციული სვლა იმისთვის, რომ ათასობით გამოქლიავებულმა და მაკდონალდსის მძღნერზე გაზრდილმა უწიგნურმა ბავშვმა “ბოოორინგ” ფილმის ბოლოს მაინც გაიღიმოს და კოტიტა ხელ-ფეხი სრულიად უადგილოდ ჩათხრილ ჰიპ-ჰოპის მოძრაობებს ააყოლოს!

ჰოლივუდ, მადლობას გიხდით ყველა იმ ფილმისათვის, რომლითაც დიდ სიამოვნებას მაყენებთ და Fuck You, რომ ასე გულმოდგინედ ზრუნავთ კაცობრიობის ზომბირებაზე, რათა ფილმებად მიჰყიდოთ ხალხს ის, რაც ცოტა ხნის წინ თქვენვე დაავიწყეთ!

ისევ და ისევ ის

1955 წელი. ლა სკალა ოვაციით ეგებება "სომნამბულას" მთავარ გმირს.

უკვე 7 წელზე მეტი გასულა მას შემდეგ, რაც იგი აღმოვაჩინე. ამ ხნის განმავლობაში ჩემს პიროვნებაში სამიოდე “გენერალური უბორკა” მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა და გადაფასდა, მაგრამ იგი ისევ იქ არის, სადაც თავიდანვე ადგილი მივუჩინე. იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. უკვე 7 წელია, მარია კალასს ვაღმერთებ. Continue reading