Tag Archives: მარტოობა

ბელა ტარის მარტოობის 6 დღე

ადამიანი, რომელიც რეალურად ფლობს საუბრის ხელოვნებას და რომელიც ვერ იტანს ჟურნალისტებს… ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ადამიანი, რომელიც ქმნის შედევრებს (კიდევ კარგი, ჩემი სიტყვები არ არის), მოვიდა, გვითხრა, რომ “ტურინის ცხენი” მოსაწყენი ფილმია და გაძლება გვისურვა. მეც, როგორც არტ-ჰაუსებში ახლად ფეხადგმულს, ყველაფერი ეს დავიჯერე და ფილმის საყურებლად ისე წავედი.

Continue reading

2012 წელი და მარტო სახლში

ჩემი ახალი, "მზა" ნაძვის ხე

შობა-ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე მეტად რომ მიყვარს, დიდი ხნის წინ მივხვდი. ჯერ არ მახსოვს, ახალი წლის ბავშვური სიხარული გამნელებოდეს. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 5, 10 თუ 15 წლის წინ. თვითონ ვრთავ ნაძვის ხეს, ვმღერი საშობაო სიმღერებს და ახალი წლის ღამეს ვისვრი მაშხალებს. ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდები (შარშანდელი ბედნიერი გამონაკლისი იყო), წელს კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება!

Continue reading

მიტოვებული მარტოობა თბილისის ერთ წვიმიან დღეს (ფოტოკოლაჟი)

დღე იყო, ოდეს მზე მწუელი გარდაშორდა ცისა ტახტსა და იწყო სლვად დასავლეთით, მიახლოებად ძილისა კარიბჭისა.

არაფერი მინდოდა, გარდა დაკარგვისა და პატარა, ლამაზი სახლების ლაბირინთებში სიარულისა. მინდოდა, გამეგო, რამდენად დავშორდი მარტოობას. სამიოდ წლის წინ თავდაჯერებულად ვაცხადებდი, რომ მარტო ვარ. დღეს რომ ეს ვთქვა, ჯერ ჩემი სინდისის ნარჩენები არ გამიშვებს და მერე მეგობართა ჯგრო. დღეს ჩემს მიტოვებულ მარტოობას ჩავხედე თვალებში.

სადღაც 5 იქნებოდა, რომ ილუსტრაციის ხატვა დავასრულე და გეზი ქართლის დედისკენ ავიღე. რა თქმა უნდა, ჩემი ფეხებით.

ბოლოდან დავიწყებ: ეს მე ვარ, პარსიფალს თუ ზიგმუნდს ვასახიერებ და ვხვდები, რომ თავი მაქვს დასაბანი.

Continue reading

მარტო სკვერში

დღეს საინტერესოდ დატვირთული დღე მქონდა: ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თარგმანების კვირეული… ამ უკანასკნელზე წავედი 7 საათისთვის “კავკასიურ სახლში”. ძალიან ცხელოდა, იქაური პატარა დარბაზი ხალხით იყო გადავსებული. გამომსვლელთა სახელები და გვარები ჩავიწერე და გამოვიქეცი ისე, რომ სპარსული პოეზია გვერდზე მომრჩა ;)

მშიოდა. პოპულიში შევიარე და “სანტალის” წვენი, შემწვარი თევზი და 2 ცალუკა პური ვიყიდე. სადმე ხომ უნდა მეჭამა? გვერდით არავინ მყავდა. მარტო ვიყავი. რაო, მარტო? დიახაც, მარტო!

როგორ მომნატრებია მარტოობა! სიცივეში, სიცხეში, ქარსა და ყინვაში სულ ჩემს თავთან ერთად რომ დავდიოდი და მას ვუყვებოდი რაღაც–რაღაცებს. ვმღეროდით, ვხუმრობდით. მარტოობაც ნოსტალგიაა, ბევრი ამას ვერ ხვდება.

ასე და ამგვარად, გავემართე კოლმეურნეობის მოედანთან, სკვერისაკენ. დაღმართზე მივაბიჯებდი, როცა წინ ჩემი მარტოობის დამადასტურებელმა ეულმა ჩრდილმა გამისწრო: მობერეტო ქუდი, გრძელი “დუბლიონკა” და მხარზე გადაკიდებული ჩანთა. ნელ–ნელა ვემგვანები იმას, ვინც მინდა, რომ ვიყო. ვინ მინდა ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცი.

ჰოდა ამოვალაგე ჩემი თევზის ნაჭრები და 2 ცალუკა პური, მივუდგი “სანტალის” ვაშლის წვენი და შევექეცი მნია–მნიობას. თან ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობდი.

გარშემო არავინაა, არავინ მაქცევს ყურადღებას. ვინმე ნაცნობმა რომ ჩამიაროს, შემრცხვება? რომ შემრცხვეს, სად დავიმალო? რომ არ შემრცხვეს, ე.ი. ბომჟი ვიქნები? რა საინტერესო იქნებოდა, თუკი ვინმე დამაკვირდებოდა. ნეტა, ვინ ვეგონებოდი: ახლადგაღატაკებული ვიღაც თუ შეპერტყილი ახალგაზრდა?

… თევზი და პური კი გემრიელად მითავდებოდა ნელ–ნელა, გამოზომილად. წვენიც საამოდ მივაშლიანებდა პირის ღრუს. ერთი ნაჭერი თევზი და ერთი ცალუკა პურიც ერთდროულად გათავდა. შიმშილიც ცოტათი დაცხრა. სკვერს თვალი მიმოვავლე: ისევ ცივა, შორიახლოს არავინ ზის, არავინ მითვალთვალებს. წავიდა მეორე “პორციაც”!…

ისევ კითხვები: რა მოხდება, რომ ვინმემ ჩუმად ყველაფერი ეს გადაიღოს და სადმე აჩვენოს? რას იფიქრებენ ჩემი ნაცნობები? ამას ფინანსურ კრიზისად აღიქვამენ, ჟურნალისტურ ექსპერიმენტად თუ შიზოფრენიად?

პასუხი კი ძალიან მარტივია:  გვიან ღამით არ ვჭამ, რადგან მიდრეკილება მაქვს გასუქებისკენ. გარდა ამისა, ძალიან მშიოდა. ამასთან ერთად, ხვალ თევზი არ შეიძლება (მარხვაზე ვარ) და მე კი თევზი ძალიან მინდოდა. ეს იყო და ეს :)

P.S. მიყვარს არასტანდარტულ გარემოში მარტო ან მეგობრებთან ერთად კიშკაობა ;)