Tag Archives: მარიამობა

ბავშვობის კიდევ ერთი კომპლექსი

door

ბავშვობა ის ზღაპარია, რომელიც ბოლომდე არ გახსოვს, მაგრამ გულის სიღრმეში დანამდვილებით გჯერა, რომ მაშინ დევები და ფერიები მართლა არსებობდნენ. ისე, ბავშვობა ნარკოტიკი რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია, რამდენი მომხმარებელი ეყოლებოდა.

Continue reading

კომპლექსები

იყო მარიობის ღამე და გრილოდა.

მარიობა მარიამობაა ქუთაისურად.

მეზობლის სახლის აივანზე გაშლილი ბევრსაზამთროიანი სუფრა.

წითელი საზამთრო მოვარდისფრო პლასტმასის ჯამში.

მუსიკა.

მეზობლის ვიდეოკამერა, რომლის ობიექტივში მოხვედრაზე ყველანი ვოცნებობთ.

ღამის 2-ის ნახევარია – პირველს მე მეძახიან.

მეზობლის ბავშვები: “იყოს ცოტახაააანს!”

მეორე, მესამე დაძახებაზე ტირილ-ტირილით მიმათრევენ შინ.

ჩემი გისოსებიანი ფანჯარა პირდაპირ მარიობის ბალკონს უყურებს…

კომპლექსები.

ემეგობრე ბავშვობას, რათა უკეთ იცოდე საკუთარი თავი

ასეა, ასე…

ვფიქრობ, ყველამ თავის მამაკაცურ/ქალურ სხეულსა და გონებაში უნდა ჩაიხედოს, კარგად მოჩხრიკოს, იპოვოს და აღმოაჩინოს მომწიფების შედეგად გაჭყლეტილი და კუთხეში მიმწყვდეული ბავშვი. Continue reading