Tag Archives: მაკნატუნა

The Nutcracker Prince

ერთხელაც, როცა ვიდეოკასეტაზე “მეფე ლომის” ყურება დავასრულე, გამორთვა დამავიწყდა. მეორე ოთახში გავედი და, ამასობაში, ტიტრებიც მორჩა. ვიფიქრე, ბარემ ლენტას ბოლომდე მივიყვან, რომ ავტომატურად გადაახვიოს უკან-მეთქი, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ… Continue reading

"მაკნატუნას" ფიქრები

მანამ, სანამ ლალას II ნაწილს დავამთავრებ, ფანჯრისკენ გავიხედბი, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროსკენ იხედება. დავაკვირდები, ეგებ გაიმეტოს ზამთარმა თოვლის თუნდაც რამდენიმე ფიფქი.

არა… ჯერ ადრეაო.

არაუშავს. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე :) თავში რამდენიმე ფიქრმა წამომიქროლა: 21 წლის ვარ და გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია. სადღაც ჯერ კიდევ მჯერა მაკნატუნასა და თოვლის ბაბუის (უფრო სანტა კლაუსის). ცხადია, ყველაფერი ეს ჰოლივუდური ფილმების ზეგავლენის შედეგია, მაგრამ ახალი წელი ხომ ფანტაზიისა და ბედნიერების დროა. ჰოდა, მეც ვიყო ბავშვივით ბედნიერი, არ შეიძლება? :)

ნაძვის ხე მაქვს საყიდელი. უფრო დიდი, განიერი (რა რითმა მიეწყო, არა?). აღარ მეტევა სათამაშოები. ბრჭყვიალა წვიმებს საერთოდ აღარ ვუკეთებ, თორემ მერე აღარაფერი ჩანს. საახალწლო მაღაზიებში რომ შევდივარ, თვალის ქუთუთოები აღარ რეაგირებენ და არც პირიდან გადმოგდებულ ენას სცვენია ვინმესი. ჰო, ნაძვისხის დიზაინზეც უნდა დავფიქრდე.

ქუთაისში რომ ჩავალ, მე და ჩემი ძმა ირაკლი გამოვიტანთ ძველ პარკებს, ყუთებს. შევამოწმებთ ნათურებს და ხელოვნურ ნაძვის ხეზე მათი თახვევით დავიწყებთ. ძალიან მიყვარს ნათურები. ნაძვის ხეზე 500 ცალი მაინც უნდა ენთოს. ვერ ვიტან ვერც ერთ ბნელ, გაუნათებელ ადგილს. შემდეგ გირლიანდების ჯერია: ორი სახის გირლიანდი მაქვს, ვარსკვლავებიანი და ინსტრუმენტებიანი. მერე მოდის სათამაშოები. აი, აქ იწყება ნოსტალგიის ამოფრქვევა. ყველა ძველ, თუნდაც გაქერცლილ მინის სათამაშოს ვკიდებ. ისინი ჩემი ხნისანი არიან, ჩემხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. აბა, მათ როგორ გამოვტოვებ? დიდ და “ბუხულია” ბურთებს სულ ქვედა ტოტებზე დავკიდებთ და მათს ზომას სიმაღლის მიხედვით შევამცირებთ. ნაძვის ხეს კი წვეროვანი სათამაშოთი დავაგვირგვინებთ.

მორჩენილი ნათურებით, ბრჭყვიალებითა და წვიმებით სახლის რამდენიმე ოთახსაც მოვრთავთ. მიკვირს, რატომ არ უყვართ ზოგიერთებს ასეთი რამეების კეთება? ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მე კი მიხარია, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში ჩემს შვილიშვილებთან ერთად ზუსტად ისეთივე შემართებით მოვრთავ ნაძვის ხეს, როგორც ახლა ;)