Tag Archives: მაია ასათიანი

დღეს რაზე ვიღლიცინოთ?

ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებს აქტიურად მოვიხმართ, მისი მიკრო თუ მაკროკლიმატის ნაწილი გავხდით. შესაბამისად, არ შეგვიძლია, არ გამოვეხმაუროთ ან, უბრალოდ, მიღმა დავრჩეთ იმ მოვლენებისა, რომლებიც ამოიფრქვევა, გავირუსდება ხოლმე და მერე დავიწყებას მიეცემა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ფეისბუკის ალიაქოთს და ვეცადე, ყველა ის საკვანძო თემა მომენიშნა, რომელმაც ფბ ერი ააღლიცინა. რაც დავასკვენი, არის ის, რომ ახალი თემა, ძირითადად, დღის მეორე ნახევარში აგორდება და პიკს იმავე საღამოს ან მეორე დღეს აღწევს, როცა ფეისბუკ მოქალაქეთა მიმღები ნაწილიც (ანუ ისინი, ვინც თემებს ტრენდულად არ აქცევს და უბრალოდ აყვება მათ) აქტიურად იზიარებს ამბავს. ყოველი ახალი თემა საშუალოდ ორ დღეს ცოცხლობს, შემდეგ ახალი საქოთქოთე მასალა იჩეკება და ფარავს მას. მაშ ასე, სოციალური მედიის ბოლოდროინდელი პანიკის მიზეზები: Continue reading

“ოცნების ქალაქი” – საოცნებო სარეკლამო რგოლი

დავიწყოთ ასე:

აბა, რა უნდა ექნათ?…

ფილმის ბიუჯეტის ნახევარი იმ ფირმების დამსახურებაა, რომელთაც თავიანთი რეკლამა განათავსეს, ხოლო ფილმის დამსახურებაა, რომ რეკლამას ქრონომეტრაჟის ნახევარი დაახარჯა. დაგვრჩა 45 წუთი და მეც მასზე ვისაუბრებ. ვეცდები, მოკლედ…

როცა დიდი ისარი 12-ისკენ მიილტვოდა, პატარა კი – 9-ისკენ, “ამირანში” 20 წუთის მისული ვიყავი. კოჭლნარევი სიარული, რაც გრეგორი ჰაუსის უთუო ზეგავლენაა, ეხმარება ჩემს ფეშენ ხალხის გარემოცვაში მყოფ არარაობას, კომპლექსში არ გადაიზარდოს. თუმცა, რა დროს კომპლექსია, აქ ხომ მოწვეული ბლოგერი ვარ! ;)

Continue reading

ოცნების ქალაქში სიყვარულს ვერსად დაემალები

მერე რა, რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა? ცხოვრება ხომ სწორედ ამიტომაც არის მიმზიდველი. ყველაფერი ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით, რომ ხდებოდეს, ცხოვრება, ალბათ, ყველაზე მოსაწყენი რამ იქნებოდა სამყაროში. სიყვარული კი ერთ-ერთია, რაც ამ ყველაფერს ინდივიდუალურ არომატს სძენს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ცხოვრება კოქტეილია, სიყვარული, რა თქმა უნდა, მარტინია – ყველაზე მთავარი, მათრობელა ინგრედიენტი. სწორედ ესაა ოცნების ქალაქის მთავარი იდეა: სიყვარული, ისე, როგორც ყველას გვიგრძვნია, განგვიცდია ან გამოგვიცდია. სიყვარული წარმატებებითა და წარუმატებლობებით, სიყვარული ვნებიანი ღიმილითა და სევდიანი ცრემლით. ეს ხომ ის გრძნობაა, რომლისთვისაც მთელი სამყარო ისეთივე პატარაა, როგორც, ვთქვათ, ფილმის მთავარი გმირი-ქალაქი თბილისი. იმიტომ, რომ ყველანი ადამიანები ვართ და გულში ყველას გვყვარებია… ერთხელ მაინც.

Continue reading