Tag Archives: მათრახი

“არამწეველ მშობელთა კავშირის” (ამკ) 10 მცნება

შემუშავებულია თევზის, ჰირინეოსისა და ჩემ მიერ

  1. „ვინც ეწევა, ეწევა – შავი კუბო ეწვევა“
  2. „არამწეველი შვილი დედის გულის ვარდიაო“
  3. „არამწეველი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“
  4. „დედის წინ მოფუილე კვიცს ან მგელი შესჭამს, ან მიქელგაბრიელიო“
  5. „მწეველმა მწეველს უთხრა, შე მწეველოო!“
  6. „მწეველი მწეველთან რომ დააბა, მოწევენ, აბა რას იზამენო“
  7. „მოწევა იწვევს 2012-სო“
  8. „ეწევი? გეწვევი!“ (ც) სიკვდილი
  9. “მწეველს რა უნდა და სიგარეტის კვამლიანი ღამეო”
  10. “ასტრას” რა ჰქონდა, “იავას” გაჰქონდაო”