Tag Archives: მადრიდი

სამადლობელი პოსტი

ტოლედო

ტოლედო

ძალიან არ მიყვარს, ჰიპერმოტივირებულ სტატუსებს რომ წერენ ფეისბუკზე ან ამავე პათოსის პოსტებს რომ გამოაცხობენ ბლოგზე და, იმედი მაქვს, ეს ნაწერიც გაუძლებს ჩემს კრიტიკას.

ესპანური მოგზაურობა დამთავრდა. 4-ის ნაცვლად, ვნახე 6 ქალაქი (მალაგასა და ტოლედოში შერბენა მოვასწარი), დავხარჯე გათვალისწინებულზე მეტი და, შედეგად, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ახლაც მახენდება, როცა 2 დღის წინ, მადრიდში, ატოჩას გამზირზე ბარგს მეტროსკენ მივარიხინებდი, საკუთარ თავს მეორე პირში ვეუბნებოდი, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ – მეთქი. ისეთი მაგარი ხარ, ყველაფერი ასე მოხერხებულად რომ შეძელი, რომ ამიერიდან სხვაზე შემყურე აღარ გახდები-მეთქი. Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ მადრიდზე

Madrid

ძალიან მინდა, პოსტების ეს ციკლი მოგზაურობის თემაზე დაწერილი მორიგი ბლა-ბლა-ბლა არ გამოვიდეს. თუ ასე მოგეჩვენებათ, წინასწარ გიხდით ბოდიშს.

რაც საკუთარი თვალით არ ინახავს, არ შეხებიხარ, არ დაგიყნოსავს, არ გაგისინჯავს და არ მოსგისმენია, არ დაიჯერო, რომ მასზე რამე იცი. იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და შეუძლებელია, ყველაფერი ისე აღიქვა და იგრძნო, როგორც სხვა. როცა მეკითხებიან, თუ სად მინდა წასვლა, ხშირად პასუხი არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერაფრით მოვახერხე, წინასწარ მცოდნოდა, რომელი ადგილ უფრო მომეწონებოდა. აქედან გამომდინარე, დავდივარ იქ, სად წასვლაც უფრო ადვილად გამომივა. ასე აღმოვჩნდი მზით გადაცხუნებულ ესპანეთში. ყველაფერი კი ერთი თვით ადრე დაიწყო… Continue reading

ფოტოკოლაჟი: მსოფლიოს ყველაზე მაგარი საშობაო ნაძვის ხეები

მოდის ახალი წელი, მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ცას ვერა და ვერ გავაბედინეთ თოვლის თუნდაც ერთი ფიფქი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აენთო წვრილ–წვრილი თვალისმომჭრელი განათება და, რა თქმა უნდა, დაიდგა ნაძვის ხე. ამ ფოტოკოლაჟში ყველაზე შთამბეჭდავ ნაძვის ხეებს მოვუყარე თავი. ზოგი მათგანი წლევანდელია, ზოგიც წინა წლების. დიზაინტერთა გაფორმება, გემოვნება და შეფასება თქვენთვის მომინდია ;)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2009/12/home-alone-john-williams-theme.mp3|titles=home alone john williams – theme]

ნიუ იორკში, ტრადიციულად Rockefeller Center-ში ასეთ ფერებში გაწყობილ ნაძვის ხეს დგამენ. სწორედ ამ ადგილას აუსრულდება ყველასათვის საყვარელი ფილმის “მარტო სახლშის” გმირ კევინს საშობაო სურვილი.

Continue reading