Tag Archives: მაგისტრი

მაგისტრთა ქუდები ჰაერში!

ასეთი სისწრაფით განვლო ორმა წელმა და ასე დასრულდა ჯიპას ხანა ჩემს ცხოვრებაში. ხანამ, რომელსაც უამრავი ფოტო, სტატია, 11 პოსტი და, დაახლოებით, ორჯერ მეტი ვიდეოპოსტი მივუძღვენი. უკვე ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიის სკოლის მაგისტრი ვარ და მანტია ცხოვრებაში პირველად დამსახურებულად მოვისხი (თუ კეისრისას არ ჩავთვლით:)).

ბოლომდე მაინც ვერ გადმოვცემ სათქმელს. იმიტომ, რომ ჯიპას თითქმის ყოველი წუთი მახსოვს. ყოველივე ამის შემდეგ კი ძნელია, უკანმოუხედავად განაგრძო გზა ცხოვრების აღმართზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე. ასე იყო სკოლაში, თსუ-ში და ასე იქნება ახლაც.

რეალურად, რა მომცა ჯიპამ?

Continue reading

ბედნიერება კოდური სახელწოდებით “დიპლომის დაცვა”

პრეზენტაციებზე უკვე აღარ ვნერვიულობ. როცა ტყუილების თქმა არ გიწევს, სანერვიულოც არაფერია

დღეს ბედნიერი დღე მქონდა. არა რიგითი ბედნიერი (მე თითქმის სულ ორი რამ მჭირს: ყოველთვის ნასვამი “ვარ” და ყოველთვის ბედნიერი “ვარ”). აღმოჩნდა, რომ შეიძლება, ზოგჯერ არა თუ გაბედნიერდე, არამედ გაბრწყინდე კიდეც, მაგალითად დღეს! Continue reading