Tag Archives: ლუკა ზაქარიაძე

YouTube-ის რევოლუცია

vvvvvv

მომღერლობა მხოლოდ კარგად მღერას რომ აღარ ნიშნავს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიომ იცის. ჩვენ კი ამაში საბოლოოდ ერთი წლის წინ დავრწმუნდით, როცა ქართველმა მაყურებელმა, ყველა ტრადიციის დარღვევით, აქამდე “მიუღებელი” ჟანრის მუსიკას დაუჭირა მხარი. ასე გახდა ლუკა ზაქარიაძე “საქართველოს ვარსკვლავი”. წელსაც ანალოგიური დაფიქსირდა და მაყურებლის უმრავლესობამ “უსირცხვილო” ნინა სუბლატი აირჩია. იცვლება თუ არა ჩვენი მენტალიტეტი და ვკარგავთ თუ არა ქართველობას არაქართული ჟანრის პოპულარიზაციით? Continue reading

3 მეგობარი 2012-დან

d4d994a9d5d69d1ca016230c46f854b4

პროლოგი

პლუტონივით ვარ. ვერ გამიგია, ვინ ვარ და რა მინდა. პოსტების წერის გაიშვიათებასაც ამას ვაბრალებ. არადა, ხომ შემიძლია,თითო ნახატის დასრულებისას თითო პატიოსანი მინიპოსტი დავწერო. ამით დაგროვილ სათქმელსაც ამოვიღებდი, მაგრამ მგონია,რ ომ ეს მკითხველს არ დააინტერესებს.

მკითხველი? შემრჩა კი მკითხველი?
Hello? Anybody here?

არადა, ბლოგი ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ შენ მკითხველის ჭკუაზე კი არ დადიხარ, არამედ შენსას ისწორებ და ის მკითხველი მოგდევს, ვისაც მოწონხარ. მოკლედ, გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება? თუ ჰო, მაშინ გადადით შემდეგ აბზაცზე.

როგორც არ უნდა იყოს, 2012 ერთ-ერთი საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემს 24,5-წლიან ისტორიაში. ახლა სწორედ იმ სამ მეგობარზე მოგიყვებით, რომელთაც 2012 ასეთად აქციეს ჩემთვის.

Сашка

IMG_9275

მახსოვს, ჯარში მორიგეობისას მაისის “პრიზივი” ჩამოვიდა და ყველას გაგვიხარდა, რომ პოსტებზე დიდხანს დგომა აღარ მოგვიწევდა. საშკა მიშკასთან ერთად მოვიდა. მიშა ცელქი და ჰიპერაქტიურია, საშა მშვიდი და ზომიერი. საღამოსკენ, როგორც იქნა, სამივეს ერთ დროს მოგვიწია დასვენება და მაშინ გამოველაპარაკე. გულზე მომეშვა, რომ ამჯერად შეგნებული ხალხი მოვიდა.

იმ დღიდანვე დავმეგობრდით. სამივენი ყველგან ერთად დავდიოდით და ერთნაირად ვცხოვრობდით. ჯარის სისულელეებს ერთად ვიტანდით და დასვენების დღეებსაც ერთად ვატარებდით.

საბოლოო ჯამში საშასთან მეტი საერთო აღმომაჩნდა. ისიც კირჩხიბია (აქ ვგულისხმობ ხასიათს, შინაგან სამყაროს და პლუს-მინუსებს), მასსაც უყვარს ფილმები და მუსიკა. კიდევ უყვარს, როცა ცაში საკუთარ თავთან მარტო რჩება – ერთი სიტყვით, პილოტია. მართლა პილოტია. ანუ თვითმფრინავის მართვა შეუძლია :)

საშასთან მეგობრობისას აღმოვაჩინე ანიმე. მანამდე ხელოვნების ეს სახე გამაღიზიანებელი და უხარისხო მეგონა. მაგრამ ყველაფერს თავისი მიდგომა და გასაღები ხომ უნდა? ჰოდა ახლა ანიმე ძალიან მიტაცებს. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. არის კიდევაც ერთი ეგეთი: “ღრუბლებს მიღმა” ჰქვია და ძალიან მაგარია.

მიყვარს, როცა მეგობრისთვის ყველაფრის მოყოლა შეგიძლია და არ არჩევ, რა უთხრა. ბოლო დროს, როცა საშას ხშირად ვერ ვნახულობ, ჩვენში გაუცხოება არ წარმოქმნილა და ეს ყველაზე ძალიან მახარებს.

დიტო

Dito

პირველად 15 სექტემბერს თბილისის ვაგზლის #1 ბაქანზე ვნახე. ბლოგერები BIAFF-ზე მივდიოდით და ისიც იქ იჯდა თავისთვის. ხმას არ იღებდა და არავის ეკონტაქტებოდა. თავიდან მოეგოცენტრიკო უცნაური ტიპი მეგონა და გარიყულობაც ამას დავაბრალე. მაგრამ როცა ლინკოლის ბაკენბარდებიან მე-19 საუკუნის გაცოცხლებულ პორტრეტს დაინახავ, მოდი და ნუ მოგინდება მისი გაცნობა. სასტუმროს ნომრების არჩევისას რომ ვნაწილდებოდით (ნომერში ორნი), ერთად შესვლა შევთავაზე.

დიტო მომავალი ქირურგი აღმოჩნდა. ეს თითებზევე ეტყობოდა – ისე პედანტურად იშველიებდა ხოლმე საუბრისას. ჯერ კიდევ წესიერად არ გაგვეცნო ერთმანეთი, რომ მისი პორტრეტის ხატვას შევუდექი :)

შემდეგ საუბარი ფილმებზე ჩამოვარდა, რაც ბათუმში ჩვენი ვიზიტის ძირითადი მოტივი იყო. დიტოც ალაპარაკდა. ასე გატაცებით და თან არგუმენტებითა და საკუთარი შეხედულების დაფიქსირებით ფილმებზე მოსაუბრე ცოტა თუ მინახავს. მათი უმრავლესობა კი სნობია. ლაპარაკისას ცინიკურად წაკგბენენ, თუ რაღაც არ იცი. არადა ხომ შემიძლია, მეც იგივე “ჩავუტარო” ოპერის კუთხით? რა შუაშია ირონია, როცა ორმა ხელოვნების მოყვარულმა ყურადღება ყურადღება სხვადასხვა ჟანრისკენ მიმართა?

ჰოდა სწორედ ასეთი არ არის დიტო. ბუნებით ძალიან მნშივდი და მოკრძალებულია ყოველთვის ცდილობს, ანგარიში გაუწიოს სხვას და მასში დადებითს ჩაეჭიდოს. დიტოს შეუძლია, გესაუბროს ბელა ტარის უსასრულოდ გაწელილი კადრების ესთეტიკაზეც და მულტსერიალ “ფუტურამაზეც”. თანაც ისე საინტერსოდ, რომ გაწყვეტინების სურვილს დაგიკარგავს. სწორედ მისი წყალობით დავამუღამე არტ-ჰაუსი. გავიგე, რა უნდა მეძებნა ფილმებში და როგორ უნდა მეყურებინა “მოსაწყენ” კინოშედევრებისთვის. დიტო სასტიკი ბითლომანია და ამ საკითხშიც მანათლებს ხოლმე, რასაც მე კლასიკაზე ლექციით ვუბრუნებ და ასე ვკოჰაბიტირებთ.

ბოლო დროს მასსაც იშვიათად გადავეყრები ხოლმე, რადგან უსაშველოდ დაკავებულია და ვეღარც მე ვარ მოცლილი. საბოლოო ჯამში ორივენი ვთანხმდებით, რომ ჩვენს შეხვედრას არ ეყოფა 5 და 10 წუთი. 5 საათს კი ჯერ ვერც ერთი ვერ ვიცლით და ისევ ფეისბუკის იმედად ვრჩებით. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ და უპირობოდ ენდობი და მათი ისევე გჯერა, როგორც ცათამბრჯენიდან გადახტომისას სიკვდილის გარდაუვალობის? არა? არსებობენ ასეთებიც. ერთ მათგანზე საუბარს სწორედ ახლა მოვრჩი :)

ლუკა

DSCN6478

ჰო… მესამე და ყველაზე მძიმე მეგობარი წლის ბოლოსკენ “შემემთხვა”, როცა “საქართველოს ვარსკვლავის” ლაივებზე სიარული დავიწყე. მისი გაცნობის შესახებ უკვე დავწერე. ასევე მიწერია ყველაფერი მისი ახლოს გაცნობის შესახებაც. თუმცა აქაც მოვყვები რაიმე საინტერესოს.

ეს არის ადამიანი, რომელთანაც მხოლოდ ორი გზა გაქვს: ადვილი და რთული. ადვილს “ნაცნობობა” ჰქვია, რთულს “მეგობრობა”. მე აბა რისი მე ვარ, რომ ეგრევე მტკივნეულს და სანერვიულოს არ მივახტე? :)

… თუმცა მაშინ მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რაოდენ რთულია ეს ყველაფერი. რთული, მაგრამ არა მომაბეზრებელი და უინტერესო. ან კი როგორ შეიძლება, მოგბეზრდეს ადამიანი, რომელსაც მიზიდულობის საოცარი უნარი აქვს? საკუთარ თავსა და სხვაზე დაკვირვებით მივხვდი, რომ ძალიან ძნელია, განთავისუფლდე ამ ადამიანის “აბლაბუდისგან”, თუკი მასში ერთხელ მაინც გაეხვიე.

ყველასათვის ცნობილ ნიჭთან ერთად მას შეუძლია ადამიანების შეცნობაც. მე ძალიან დიდი დრო მჭირდება, გავიგო, ვინ ვინ არის, ის კი უცბად ხვდება. თავიდან არ ვუჯერებდი და მეგონა, სიტყვებს ჰაერზე ისროდა, მაგრამ მისი პროგნოზები თუ დიაგნოზები მაქსიმუმ 1 კვირაში გამართლებულა.

ლუკას ტიპაჟი ძალიან ჰგავს ტომ იორკისას: დეპრესიული, პერფექციონისტი და პრინციპული ხელოვანი. ფეთქებადია. უჭირს გრძნობებზე ლაპარაკი. საუბრის ინიციატორი მაშინ ხდება, როცა უხერხულ სიჩუმეს გრძნობს. ამ დროს ნელ-ნელა იხსნება. არ უნდა გააწყვეტინო, თორემ დიდი შანსია, ისევ ჩაიკეტოს და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს.

არსებობს რადიკალურად განსხვავებული ლუკაც. რამდენიმე დღის წინ ერთ მეგობართან შევიკრიბეთ და ძალიან მაგარი არომატის მქონე ვისკი დავლიეთ. ლოყები აუღაჟღაჟდა, შეჭმუხნული წარბები გაუსწორდა და სახე გაუნათდა. რამდენიმე წუთში უხეში ბიჭი მოსიყვარულე მეგობრად გადაიქცა. ყველა ჩაგვიხუტა და გვითხრა, რომ ძალიან ვუყვარვართ და ჩვენთან თავს ძალიან კარგად გრძნობს. ყველას გვესიამოვნა და გულზე მოგვეშვა, რომ ის ადამიანი, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავს, ისევ არსებობს. გავიდა ხანი და თრობამაც იწყო გასვლა. იდეალური ღონისძიება, სახელად “უცნობი ლუკა”, დასასრულს მიუახლოვდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ამიტომ არც არაფრის შეცვლა განმიზრახავს. ჩემთვის მთავარი მეგობრობაა და არა მისი გამოხატვა.

ლუკას არსებობით ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა როკი და, შესაბამისად, აქამდე სრულიად უცნობი აზროვნება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თუნდაც ამიტომ მიღირს ამ ადამიანამდე  მისასვლელად “მეორე გზის” არჩევა.

დიდი მადლობა ვისაც საჭიროა იმას, რომ მე მყავს ძალიან მაგარი 3 მეგობარი 2012-დან :)

ძველით ახალი წლის პოსტი

harry potterსულ სხვა შეგრძნებაა, როცა თითქმის მიტოვებულ კომპიუტერს მიუჯდები, ობმოდებულ ბრაუზერს გახსნი, ისიც უცებ რომ გაგიხსენებს და შენს ნებასურვილზე რომ დაიქოქება. დიახ, ქუთაისში ვარ. მინდა, ძველით ახალ წელს მაინც შევხვდე ჩემს სახლში. შევხვდე, რა, უჩემოდაც მოვა და წავა. უბრალოდ, რასაცმინდაიმასვაკეთებ ხასიათზე ვარ და ასე ვინებე.

ბოლო დროს ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს (განსაკუთრებით დიტოს ბლოგის კითხვისას), რატომ აღარ ვინტერესდები სოციალური თემებით და რატომ აღარ ვწერ მასზე. საერთოდ, რატომ აღარ ვწერ ადრინდელივით ხშირად? Continue reading

გუდ ბაი, 2012!

2012 წელი ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლიანი წელი იყო ჩემს 24-წლიანი გარბენის მქონე ისტორიაში. ამ წელს მე ვიყავი ჯარისკაციც, სამშობლოს მოღალატეც, ბლოგერიც, მხატვარიც… პრინციპში, ესენი ისედაც იცით. სხვა თვალით დანახულის კვალობაზე ძალიან საინტერესო წელი გამოვიდა. Continue reading

Creep

Inspired by Radiohead

,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მას მოვყვები ისე, როგოც მახსოვს.

ფინიგან ბელი, ფილმი “Great Expectations”

Radiohead-ს ვუსმენ. აგერ უკვე 1 თვეზე მეტია. უკვე იმ დონემდე მივედი, რომ Creep-ის კარაოკეს უშეცდომოდ ვმღერი. ესაა ოღონდ, რომ როკერის მაღლები არ მაქვს და ვღარღალებ უმწეოდ… იმ ლუკა ზაქარიაძის ბრალია ყველაფერი! …ჰოდა ვარ ახლა ჰიტლერის შემყურე ევროპასავით გაოგნებული.  Continue reading

“საქართველოს ვარსკვლავი” ანუ ის, რაც ჟიურის ჯერ არ უთქვამს

ადამიანს, რამდენიმე სხვა უნიკალურ თვისებასთან ერთად, აქვს კიდევ ერთი – განვითარების უნარი. მას შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, სათავისოდ გარდაქმნას და განვითარების შემდეგ საფეხურზე გადადის. სწორედ ასეთი მიდგომით მსურს, მოვყვე “საქართველოს ვარსკვლავის” კონკურსანტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჟიური სერიოზულ კრიტიკაზე ჯერ კიდევ არ გადასულა (არადა დროა უკვე!), კონკურსანტები საერთო ჯამში მაინც კარგად ვითარდებიან. Continue reading