Tag Archives: ლეკვი

ცხონებული მე-ს აზრები Vol. 7

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
  • გაეცი ლეკვი – მიიღე ძეხვი! — “ზეიკიძის” ახალი აქცია :)
  • ზოგადად, იაპონელები ისევე არ რეაგირებენ სეისმურ ბიძგებზე, როგორც ქართველი ცოლები – ქმრისგან დედის გინებაზე.
  • თვითგვემა ძალიან კარგი გამოსავალია უუბედურესი სიტუაციებიდან თავის დასაძვრენად. მთავარია, დროზე გაჩერდე, რომ სხვა დროსაც მოახერხო იგივე. Continue reading

ვინი

ეს ჩვენი გვარის რიგით მე…მდენე სიამაყეა, რომელმაც ამაყად შემოაბიჯა თითო-თითო თათი ჩვენს სახლში. დარბის, დაგვდევს ჭკუაზე არაა.

ვინი იაკტერიერის ჯიშისაა და, როგორც გამოვარკვიე, ძალიან გამბედავია. აქვს გრძელი ცხვირი, უყვარს გაუთავებლად  სირბილი და ორმოების თხრა. ჯერ ორი თვისაა და მოცუცქნულია. თან აშკარად ეტყობა, რომ ჯერ ბავშვია და ცელქი :)

ამ ვიდეოში დედაჩემის შეცხადებას ნუ შეიმჩნევთ. არ უყვარს ძაღლი და სახლში – მით უმეტეს.