Tag Archives: ლანდიშა

კონცერტია თუ აჯაფსანდალის აღლუმი?

ვის/რას ვიხილავთ ამა წლის 31 დეკემბერსა და იმა წლის 1 იანვარს ბათუმში?

  • ანდრეა ბოჩელის (მთავარი)
  • ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრს (მთავარის დამხმარე)
  • კაპელას (მთავარის დამხმარე)
  • საბალეტო დასს (მაინც კლასიკაა)
  • სოფო ნიჟარაძეს (მთავარის დამხმარე)
  • ნაციონალურ ბალეტს (“სუხიშვილები” რომ ჰქვია ხოლმე)
  • სოფო ხალვაშს (გაახსენდათ)
  • ვაჟა მანიას (ესეც)
  • ელენე გედევანიშვილს (ჰა?)
  • აკრობატების ჯგუფს (WTF???)
  • ბრაზილიურ მომღერალ-მოცეკვავეთა ჯგუფს (GOOOOSH!!!!)

სცენაზე სულ 400-ზე ცოტათი მეტი შემსრულებელი გამოვა.

Continue reading

ცხოვრება იქით იყოს და

ცხოვრება იქით იყოს და ნეტა, ვინ როგორ პოზაში მოვკვდებით და ენა გადმოგდებული გვექნება თუ არა?

ცხოვრება იქით იყოს და სირებმა იმდენი ყველი ჭამონ, რომ სირობაზე ხელი აიღონ.

ცხოვრება იქით იყოს და რატომ გადაწყვიტა ჩემმა აკვარიუმის ლოქომ სამყოფელიდან ამოხტომა და თავის მოკვლა 2003 წლის ერთ მზიან დღეს?

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/12/Willie-Nelson-Are-You-Sure-With-Lyrics.mp3|titles=Willie Nelson – Are You Sure (With Lyrics)]

Continue reading

ორიოდ კვირა პიარსკოლაში

ამაზე ვაპირებდი დაწერას თავის დროზე, მაგრამ ზოგიერთმა მოვლენამ ხელ-ფეხი შემიშალა :)

სამშაბათს, 4 აპრილს პიარსკოლაში პიარის სალექციო კურსი დავასრულეთ. ცოტა გული დამწყდა. კარგად შევერწყეთ  იქაურობას. მოგეხსენებათ, ჯეპრაში ვმუშაობ, პიარსკოლის ბლოგი ჩემი “დაარსებულია” და ბლოგერების  სალექციო კურსზე მიწვევაც მე უზრუნველვყავი (ვაშა!). თავდაპირველად ვასასი, ნასტასია, ლანდიშა და გაბო ვესწრებოდით, შემდეგ მდედრები გავუშვით და ჩვენ დავრჩით :green:

დიიიიდი ხანია, ვიცი ამ კურსების შესახებ. სანამ მუსაობას დავიწყებდი, მანამდეც მსმენოდა, რომ ძალიან მაგარი ლექტორები ჰყავს და საგნებს კარგად ასწავლიანო. მე რომ მივედი, მალე ჩემს უფროსს, (ჯეპრას დირექტორს სოსო გალუმაშვილს) დოდკა გავაცანი, რომელიც ახლა პიარსკოლაში სოციალურ მედიაზე ლექციებს კითხულობს. ამასთან ერთად ღია ლექციებსაც აწყობს და Google-ს აცნობს ფართო საზოგადოებას. მის “გუგლებსაც” ვესწრებოდით და მაგრად კითხულობს :)

დავუბრუნდეთ თემას… პიარის კურსებს მაია ძირკველიშვილი (TBC თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პიარსკკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი) და კახა მაღრაძე (ჯეპრას მთავარი კონსულტანტი). პიარის მნიშვნელობასა და ძირითად საბაზისო საკითხებზე მაიკო საუბრობს, მედიასთან ურთიერტობაზე, ვირუსულ პიარსა და ივენთის მოწყობაზე – კახა.

მიუხედავად იმისა, რომ ლექცია სამსაათიანია, სტუდენტთა სრული ჩართულობაა. ეს, ლექტორების მონდომების წყალობით, წარმატებულად ხერხდება. ნებისმიერ შემთხვევში საგანი, რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, მაინც დამღლელი ხდება ერთი, ორი ან სამი საათის შემდეგ. ასე რომ, მადლობა ლექტორებს.

მაიკო ძირკველიშვილი - სორი, უკეთესი ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე

მაიკო ძირკველიშვილის გაცნობა მაინტერესებდა ძალიან (კახასთან ვმუშაობ, შესაბამისად, ვიცნობ). არ დამავიწყდება, პირველ ლექციაზე ეს სიფრიფანა ქალი ყელის ტკივილს რომ უჩიოდა, მაგრამ მაინც ჩაატარა ლექცია. მერე და მერე ხომ არაფრით დაიღალა. რაც მთავარია, ძაააალიან მაგრად ხუმრობს. როცა ხვდებოდა, რომ ყურადღება ცოტათი მოდუნდებოდა, ეგრევე რაღაცას დააბრეხვებდა და ისევ ვცქვეტდით ყურებს :green:

კახა და ვირუსული პიარი :)

მერე მოვიდა კახა თავისი “ტონკი” იუმორით :) რაზეც გვესაუბრა, უკვე გითხარით. შემოწმების მიზნით გოჩას და ლანდიშას გავხედავდი ხოლმე – თუ აინტერესებდათ და ჰოი: გოჩა სხვა რამეზე არ ფიქრობდა და ლანდიშა – არ ცქმუტავდა. (:ამასაცმოვესწარით!: :( )

შესვენებაზედ

ყველაზე მეტად მომეწონა და დამამახსოვრდა პრაქტიკული სავაჯიშოები. ეს ის დროა, როცა 9 უკვე შესრულდა და ნახევარ საათს კიდევ რომ უნდა იჯდე ერთ ადგილას… და უცებ, ეგრევე ჯგუფებად ვიყოფით, გვეძლევა რაღაც ამოცანა (გამომდინარე ლექციის შინაარსიდან) და ვიწყებთ მუშაობას. სწორედ აქ ვლინდება პიარშიკული მონდომება, ინოვაციურობა, იუმორის გრძნობა (სავალდებულოა!) და ბევრი სხვა რამ.

მოკლედ, ძალიან ბევრი ვისწავლე, ბევი გავიგე – თანაც ისე, რომ არ დამავიწყდება, სწავლისგან მივიღე სიამოვნება (ნეტა, სხვაგანაც იყოს ეგრე) და ყველაფერი ეს, გარკვეულწილად, პრაქტიკულადაც გამოვცადე. ვფიქრობ, პროექტმა ძალიან გაამართლა და თუ კიდევ იქნება მსგავსი აქცია, აუცლებლად გაცნობებთ ;)

ესეც ლანდიშასა და გაბოს პოსტები, სადაც უფრო დაწვრილებით ნახავთ, რა და როგორ ისწავლება პიარსკოლაში. მე ცოტა ჰუმანური პოსტი მინდოდა დამეწერა.

P.S. კურსის დასრულებისას ყველა ჯგუფი ძალიან მაგარ ტორტს აცხობს და რამდენიმე ნაჭერი, მგონი, ბლოგერებსაც შეგვხვდება :P