Tag Archives: კოსტიუმი

ჩემი მეგობარი ბომბორა

ზაფხულის ამ, ჩემთვის საყვარელ სიცხეში, როცა ხალხის შეწუხებულ სახეების ყურება ყელში ამომივა, მთაწმინდაზე ავრბივარ ხოლმე.  თბილისი გამონაბოლქვისგან ყარს, ამას ემატება პირში სიგარეტგაჩრილი ნებისმიერი ასაკის მქაჩველი, რომელიც სხეულის შიდა ტემპერატურის მომატებით ცდილობს, დააბალანსოს მცხუნვარე მზის სითბო…

იმ დღეს (გუშინწინ) გიგასა და ჟღეროსთან ერთად “ბომბორაზე” ავედით. როგორც გაირკვა, ჩემს დასელ ძმაკაცებს საზაფხულო სამუშაო გამოუძებნიათ. გასამრჯელო 400 ლარია, კვირაში 6 დღე და დღეში 7 საათი. შიდა ტემპერატურა 63 გრადუსს აღწევს. რა სამუშაოა ეს? Continue reading