Tag Archives: კონცერტი

ის მაინც მოვა

ახალ წელს იშვიათად მახარებს და მსიამოვნებს რამე, ოჯახთან გატარებული წუთების გარდა. ასე იყო შარშანაც, შარშანწინაც და 2014-შიც. თუმცა, სანამ დროა და როცა შეგიძლია, სხვადასხვა სიტუაციებშიც უნდა დატესტო თავი, რათა, პირველ რიგში, საკუთარ თავს ახლებურად შეხედო. ასე ავდექი 31 დეკემბრის დილას, ავიღე ზურგჩანთა და ახალი წლის შესახვედრად ქუთაისიდან ბათუმში წავედი. მშობლებს ეწყინათ, ცოტათი მეც გული მწყდებოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, 2012 წელს, საერთოდ, სამხედრო სამსახურის პოსტზე შევხვდი და ეს განშორება მას ვერც შეედრებოდა. ახალ წელს თავისი “მე” აქვს, ასე რომ, ის მაინც მოვა.

Continue reading

დაგვიანებული პოსტი დაგვიანებული პრემიერმინისტრის კონცერტზე

DSCN6099

ეს ამბავი ოქტომბრის თვრამეტს, თელავში მოხდა. როგორც იქნა, საშველი დავაყენე და “თელავის მუსიკის ფესტივალზე” მეგობართან ერთად დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად, ელისო ვირსალაძის ცოცხლად მოსასმენად გავეშურე. ოქტომბრის გომბორი ზღაპარია. ფოთლებისფერ სიყვითლეში მიქრიხარ მიხვეულ-მოხვეული გზით და შემოდგომის თავბრუს ეხვევინები. ასე ჩავედით თელავში.

ნადიკვარის ხედზე გაწეწილი ღრუბლების დათვალიერებისა და ჩაით გაღუღუნების შემდეგ თელავის თეატრთან მივბრუნდით. წითელ ხალიჩასთან ხალხი იკრიბებოდა. გვითხრეს, პრემიერმინისტრი დაესწრებაო და თუ ახლა შეხვალთ, კონცერტის დასრულებამდე ვეღარ გამოხვალთო (ჩეხოვის თოფი). ცოტა ხანს მოვიცადეთ და შევედით. შევედით, რა, დაცვასთან მივედით. Continue reading

თამთა ცხვიტავა – ახალი ვარსკვლავი ქართულ სცენაზე

როცა პიაფს ვუსმენ, ყოველთვის მეფიქრება, რომ მის ხმას ანალოგი არასდროს ეყოლება. მართალიცაა, ასეთი გენია საუკუნეში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე. რამდენიმე დღის წინ თამთა ცხვიტავას პირველ დიდ კონცერტზე ვიყავი და აღარ მახსოვს, რამდენჯერ ვიფიქრე, რომ პიაფი მკვდრეთით აღდგა.

Continue reading

10 კითხვა ენრიკე იგლესიასის კონცერტის შემდეგ

უკვე გავრცელდა იმ კითხვების ჩამონათვალი, რომელსაც დასვამენ დღევანდელი დღიდან მოყოლებული, 3 თვის განმავლობაში. იხილეთ ისინი.

http://www.youtube.com/watch?v=sjNWfiPA3Y4&feature=player_profilepage

1. მოიყვანს თუ არა ცოლად ენრიკე მთელი ქვეყნის თვალწინ ამორჩეულ “ამ გოგოს”? – პრაიმ ტაიმი

2. რას იტყვიან “ამ გოგოს” ძევსტვენნიცა მეზობლები? – ტაბულა

3. რას იტყვის პრეზიდენტი? – რუსთავი 2

4. რომელი იქნება პირველი შოუ, სადაც “ამ გოგოს” მიიწვევენ? – ბლოგერები.

5. “ამ გოგო”-ენრიკეს ურთიერთობის რა ფარულ დეტალებზე ისაუბრებს “ეს გოგო” ექსკლუზიურად? – ნანუკა ჟორჟოლიანი

6. “რა გრძნობა იყო, როცა მსოფლიო პრინცი გეამბორათ?” – მაია ასათიანი.

7. “გოგო ჯობია თუ ბიჭი?” – “ამ გოგოს” სამეზობლო.

8. “ამ შემთხვევის შემდეგ ქალიშვილი დარჩა თუ არა “ეს გოგო”? – Med.Ge-ს მომხმარებლები.

9. “აბა, ენრიკეს პატარა აქვსო?” – ანინა

10. მოეწონა თუ არა ენრიკეს ჯინსები და ფეხსაცმელები “ამ გოგოს”? – ვანო ჯავახიშვილის შოუ :)

დუტას რომ რამე დაემართოს…

ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებით და დღეს თუ გვეცინება, ხვალ, შეიძლება, გვეტირებოდეს. ეს ძველისძველი მარტივი და უცვეთი ჭეშმარიტება შეიძლება, გავრცელდეს ყველასა და ყველაფერზე, რაც/ვინც ჩვენ გარშემო სულდგმულობს. მათ შორის, დუტაზეც. ყველას ჯვარი ეწეროს, მაგრამ მაინც, რა მოხდება, დუტას რომ რამე დაემართოს? Continue reading

კონცერტია თუ აჯაფსანდალის აღლუმი?

ვის/რას ვიხილავთ ამა წლის 31 დეკემბერსა და იმა წლის 1 იანვარს ბათუმში?

  • ანდრეა ბოჩელის (მთავარი)
  • ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრს (მთავარის დამხმარე)
  • კაპელას (მთავარის დამხმარე)
  • საბალეტო დასს (მაინც კლასიკაა)
  • სოფო ნიჟარაძეს (მთავარის დამხმარე)
  • ნაციონალურ ბალეტს (“სუხიშვილები” რომ ჰქვია ხოლმე)
  • სოფო ხალვაშს (გაახსენდათ)
  • ვაჟა მანიას (ესეც)
  • ელენე გედევანიშვილს (ჰა?)
  • აკრობატების ჯგუფს (WTF???)
  • ბრაზილიურ მომღერალ-მოცეკვავეთა ჯგუფს (GOOOOSH!!!!)

სცენაზე სულ 400-ზე ცოტათი მეტი შემსრულებელი გამოვა.

Continue reading

საშობაო საჩუქარი ჩემგან

ყველას გილოცავთ შობას, ამ ბედნიერ დღესასწაულს!

ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისათვის შობა 7 იანვარს მოდის, მაგრამ ისე მივეჩვიე კათოლიკურ შობას, რომ ეს დღეც მიხარია. რა თქმა უნდა, სხვანაირად. ეს შობა ჩემთვის ეროვნული დღესასწაულია, მეგობრობის, საჩუქრებისა და კეთილი სურვილების ზეიმი. ამ დღესასწაულის განცდა, რა თქმა უნდა, Home Alone–მ ჩამინერგა.

ალბათ, გავა დრო და ჩემი შვილები და მათი შემდგომი თაობა სათანადოდ აღარ დააფასებს ამ ფილმს, რომელზეც მე აღვიზარდე. ასეა, მე ვერ ვაფასებ იმ ფილმებს, რომლებსაც ჩემი უფროსი თაობა აღმერთებს. მაგალითად, მამაჩემი შეყვარებულია “შესანიშნავ შვიდეულზე” და ზეპირად იცის მისი ყველა მომენტი. მე კი “მარტო სახლში” მიყვარს, მაგრამ ალბათ, მომავალ, კიბერნეტიკულ თაობას უკვე ნაკლებად დააინტერესებს და მიიზიდავს ასეთი ჟანრის ფილმები. ეს კი არა და, ჩემს პატარა ბიძაშვილს (დღეს 4–ის გახდა) სულ რობოტები, სპაიდერმენი და სუპერმენი აკერია პირზე. იშვიათად ახსენებს ხოლმე წიქარას…

საუბრის თემა რომ არ გამექცეს, ისევ საჩუქარს და შობას დავუბრუნდები. საჩუქარი, რა თქმა უნდა, ვირტუალურია. აბა ფულს და მატერიალურს აქეთ ვიჩუქებდი სიამოვნებით :P  ეს კონცერტი პირველად 2005 წლის საახალწლო დღეებში ვნახე. თუ არ ვცდები, 1 იანვარს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლეგენდარული “სამი ტენორი” საშობაო სიმღერებს იმღერებდა. მართლაც, ყველაზე ცნობილი, საყვარელი და სიხარულისმომგვრელი რეპერტუარი წარმოადგინეს.

კარგად მახსოვს ის საღამო. იმ პერიოდში ყველაფერს, რაც კი მომეწონებოდა, ვიდეოკასეტაზე ვიწერდი და შნურების გადაერთება–გადმოერთებაში გაწაფული ვიყავი. როგორც კი კონცერტის სათაური The Three Tenors Christmas გამოჩნდა, ზუსტად მაშინ დავაჭირე Record Video–ს… ეს იყო “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. Continue reading