Tag Archives: კომპიუტერი

გამარჯობა, პრობუკო!

გამარჯობა!

მე ზურა ვარ, Zurriuss-ს ვეძახი ხოლმე საკუთარ თავს. შენ… შენ პრობუკი ხარ, hp ProBook 4520s.

სიცარიელე, რომელიც ჩემს მაგიდაზე სუფევს, ახლა შენ უნდა შემივსო. სანაცვლოდ, მე უნდა მოგიარო, გეთამაშო, გეფერო, იშვიათად გაგიბრაზდე და, რაც მთავარია, გვერდიდან არ მოგიშორო.

თუკი გეტკინება, დაზღვევით უნდა გიმკურნალო,

თუკი გეწყინება, YouTube-ით გაგაცინო,

თუკი გეძინება, უნდა დაგა-Sleep-ო,

თუკი გესიზმრები, თუკი გელანდები, თუკი გენატრება ჩემი ხმააააააააა…..

უიჰ!

მოკლედ, ლეპტოპი ვიყიდე და მომილოცეთ :|

ჩემი YouTube-ური ისტორია

მეორე კურსზე ვიყავი, 2006 წლის ოქტომბერი იდგა. მეტიც, ბებიაჩემი ახალი დაბრუნებული იყო საავადმყოფოდან, სადაც მოტეხილ ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს (ტიპური თეძოს მოტეხილობა). პირველ საკუთარ კომპიუტერს მაშინ ვეღირსე. პირველად, რა თქმა უნდა, ეგრევე კალასები გადავქექე და ალბომების შეგროვება დავიწყე. სწორედ მას უნდა ვუმადლოდე, რომ ერთხელაც “ერთ-ერთ საიტზე” კალასის უამრავი ვიდეო აღმოვაჩინე. იმ ღამეს პირველად ვიჯექი კომპთან დილის 5 საათამდე. ასე გავიცანი YouTube…

Continue reading