Tag Archives: კლიენტი

ცოტაოდენი რამ მომხმარებლის კეთილდღეობაზე

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც ყოველთვის აკლია:

  • ღიმილი საჯარო სივრცეში
  • დათმობა გზის შესაბამის მონაკვეთებზე
  • პასუხისმგებლობა მომსახურებისას
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა ინციდენტამდე და ა.შ.

რაღა სხვა მაგალითი მოვიყვანო და ჩემს თავზე გეტყვით: სკოლის პერიოდში ზოგიერთ საგანს მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი, რომ ცუდი ნიშანი არ მქონოდა ან არ გავრიცხულიყავი. არ მინდოდა და მორჩა. ჩვენი საზოგადოებად, როგორც კრებითი სკოლისდროინდელი მე, დღეს ამ დონეზეა მოწყობილი და გაჩერებული: აკეთბს მხოლოდ იმისთვის, რომ “არ გარიცხონ”. ასეთი მიდგომა კი მიზეზია იმ ყველაფრისა, რაც ჩვენ გარშემოა – ერთნახევარი მანაქანის სიგანის ესტაკადებიდან მკვდარსახიან კონსულტანტებამდე. Continue reading