Tag Archives: კინოფესტივალი

მალე, ორჰან ფამუქის სტამბოლში

სტამბოლი, ისტიკლალის ქუჩა

სტამბოლი, ისტიკლალის ტრამვაი

“ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც.”

ორჰან ფამუქი

აქ რაიმე აზიური მუსიკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, იქნება ბახი. სევდიანი კვნესა, რომელიც სტამბოლში თითქოს სულ არ იგრძნობა, მაგრამ, ფამუქის წიგნის გადაკითხვის შემდეგ, გამახსენდა, რომ ტურისტულ სიჭრელეში სევდიანად ჩალაქავებული რაღაც გამოჩნდა. რაღაც, რასაც მაშინ თვალი შეგნებულად ავარიდე.

სულ მალე სტამბოლს მეორედ ვნახავ. მინდა, ისევ ისეთი ფერადი, ჭრელი და გამხარებელი დამხვდეს, როგორც შარშან ამ დროს, ტიტების ყვავილობისას. Continue reading

ოთარ იოსელიანი UNVAILED

tina

ჩვენი საცხოვრებლის აივნიდან ფრიად ფოტოგენური ხედი იშლება.

ამასობაში BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მესამე დღეც გავიდა და სათქმელი, როგორც იქნა, დამიგროვდა. წინა დღეების განმავლობაში ფილმი პრაქტიკულად არ მინახავს და საკუთარ თავზე ვბრაზობდი. მხოლოდ 14-ში მოვახერხე ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერის” ნახვა ერას მოედანზე, ხოლო 15-ში თავად რეჟისორის მასტერკლასს დავესწარით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რაც ამ კაცმა დამიტოვა, ფრიად ეგოისტურად ჟღერს: რომ დავბერდები, მეც ასეთი ხომ არ გავხდები?

Continue reading

BIAFF 2014 ანუ რატომ არ რჩებიან ფილმებზე ბოლომდე?

ბათუმის საზაფხულო თეატრი

ბათუმის საზაფხულო თეატრი

როგორც იქნა, დაიწყო ის, რის შესახებაც ასე გაბეზრებდით თავს სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში. გუშინ საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. ჩემისთანა ადამიანისთვის ასეთი ბათუმი მისწრებაა, რადგან ნაკლები ხალხია, ზღვაც სუფთაა და მზეც ჯერ კიდევ ცხელია…

Continue reading

BIAFF 2014 – მხატვრული კინოს საკონკურსო სექციის ფილმები

biaff2014

სანამ ბათუმის კინოფესტივალი დაიწყება, საქმეს წინ წავიგდებ და წარმოგიდგენთ საკონკურსო მხატვრული ფილმების ტრეილერებს. მეც ამ პოსტის წერისას ვნახულობ… რამდენიმე ისეთი კადრია, ტრეილერი რომც არ ნახო და მხოლოდ თვალში რომ მოგხვდეს, უკვე გამოჭერილი ყავხარ. ინებეთ სია:

1. Brides, Tinatin Kajrishvili, Georgia/France, 2014; 95 min.

Continue reading

მე 8.12.2012

ბავშვები უმი მოხუცები არიან, გაფართოებული თვალებითა და ოდნავ დაღებული პირით რომ უცქერენ სამყაროს. მიყვარს მათი სახეები. ზოგადად, სახეები მიყვარს. სახეები, როგორც სარკეები, რომელთა შუშებსაც სიძველის ლაქა კიდეებიდან ნელ-ნელა ეპარება.

მიყვარს სახეების ხატვა.

Continue reading

წვიმიანი ბათუმის ფილმები

როგორც იქნა, ბათუმში გაწვიმდა. იმპრესიონისტი რომ ვიყო, ქალაქის განაცრისფერებული ქონგურების პეიზაჟებს დავხატავდი. ფილმები კი ერთიმეორეზე საინტერესოა. ფესტივალის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩება და უკვე ვფიქრობ, რა მეშველება, როცა ფილმების სამყაროდან რეალობაში გადმოვაბიჯებ… თუმცა ერთს მივხვდი: ცხოვრება კარგი რეჟისორის, სცენარისტის, ოპერატორისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული შედევრი არტ-ჰაუსია. Continue reading

BIAFF და “ნისლში” გახვეული ბათუმი

მომხდარმა ფაქტებმა… და აღარ გავიმეორებ უკვე, რომლებმაც, რაღაცნაირად დაამძიმა ბათუმის კინოფესტივალი. საერთოდ, ფილმის აღქმა, რა თქმა უნდა, თუ ის ზედაპირული არაა, დამოკიდებულია განწყობაზე. შეგიძლია, ერთ ფილმში სხვადასხვა აქცენტები, ქვეტექსტები ამოიკითხო და ყოველ ჯერზე მართალი იყო საკუთარ შეგრძნებებთან. ასე ხდება ახლა აქ. ვუყურებ ფილმებს ნაცისტურ გერმანიაზე, წამებაზე, გაუცხოებაზე და პარალელები თავისით მოდის, გონება თავისით აკავშირებს მხატვრულს და რეალურს ერთმანეთთან.

Continue reading