Tag Archives: იტალია

დიალოგი აფხაზ ახალგაზრდებთან

14364709_10210321009239498_3561253408791860293_n

რონდინეში ყველა მონაწილე ქვეყნისა თუ ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის დროშა კიდია, რომლის სამშობლოც, ამჟამად, კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფება.

სულ ცოტა ხნის წინ, იტალიის საელჩოს ნავსი გავტეხე და ჩემს პასპორტში რენესანსის დედის სახელმწიფო ბეჭედი ჩადგაფუნდა. 10 წელი ველოდი ამ დღეს. როცა უცხოეთში პირველად მივდიოდი, 17-ის ვიყავი და კონსულთან გასაუბრებაზე საშინლად ვინერვიულე. ეტყობა, ჩემი არეული საუბარი არ მოეწონა და უარით გამომისტუმრეს. მაშინაც რონდინესკენ მქონდა გეზი, მშვიდობის ციტადელისკენ, რომელიც სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან ჩასულ სტუდენტებს აერთიანებს. 10 წლის მერე კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ჩამეხედა თვალებში და ადამიანურ დონეზე გაგვეგო ერთმანეთისთვის. პირობას ვდებ, ეს პოსტი არ იქნება პათეტიკური და სენტიმენტური. Continue reading

ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მოასწრო

2007  წელი, 6 სექტემბერი, დილა. მესიჯი მეზობლისაგან: “Zura, viziareb luchano pavarotis gardacvalebas. Gmertma acxonos.”

იმ დღეს ვიგრძენი, რომ ვიღაც, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, მეხმარებოდა, ფანტაზიას მაწვდიდა და გულს მიმაგრებდა, გამომეცალა. იმ დღეს ვიგრძენი, რომ სრულიად მარტო დავრჩი. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უზომოდ უყვარდა, გარდაიცვალა.

საბედნიეროდ, ღმერთმა მას აცალა და მანაც ყველაფერი მოასწრო. უკვე სამი წელია, უშეღავათოდ მენატრება.

“Penso che una vita per la musica sia una vita spesa bene ed è a questo che mi sono dedicato” –  “მიმაჩნია, რომ მუსიკით ცხოვრება ეს კეთილად ცხოვრებაა, რასაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი” – ასე ამბობდა.

დღეს მეტს არაფერს დავწერ. არ მიმაჩნია საჭიროდ ტკივილის გამომზეურება. ზოგს არ სჯერა, ზოგს არ უყვარს ასეთების კითხვა, ზოგსაც ნერვები ეშლება. ხოლო ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორ მიყვარდა ლუჩანო, ნახეთ ეს და თუ არ დაგეზარებათ, მომისამძიმრეთ :(

ფოტოკოლაჟი: გუმბათები

გუმბათი – წრიული ფორმის თაღი, რომელიც რკალებისაგან შედგება და სფეროს ნახევრის მოცულობა აქვს.

გუმბათი – ადამიანის მიერ შექმნილი ცის ანალოგი დედამიწაზე.

გუმბათი – არქიტექტურული მოძღვრების მწვერვალი.

გუმბათი – გზა ღმერთთან.

პანთეონი (რომი, იტალია)

უძველესი გუმბათი 117–128 წლებში აიგო და იგი რომის პანთეონს დაედგა თავზე. მსოფლიოს ყველა ღმერთის სახელობის ტაძარს (რომაელები არ შემოიფარგნენ მხოლოდ თავისი ღმერთებით) ერთ–ერთი უდიდესი გუმბათი ამშვენებს.

Pantheon_rome_2005may

პანთეონის გარე ხედი

Continue reading