Tag Archives: ისტორია

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

გრიფონთან ერთდ

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

რამდენიმე წლის წინ, როცა საკრებულოს შენობასთან ამ გრიფონები დავინახე, დიდად არ გამკვირვებია. მეთქი, მერიამ მორიგი იდიოტობა დადგა. რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სულ თვალში მეჩხირებოდა. მეტიც, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც მსგავსი სადღაც კიდევ მენახა. ამასწინათ, ოპერის ძველი შენობის ისტორიაზე პოსტის წერისას, ფორუმზე ტფილისის ფოტოების თვალიერებას შევყევი და უცბად, გავშტერდი: ეს გრიფონები 160-ზე მეტი წლისაა და ქალაქის ურბანული გემოვნების მემატიანეა! Continue reading

“ტიფლისი” ანუ ვნახოთ, რა გამოვა

ტიფლისი

ეს ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხი ჩემ გარშემო ახალ ქართულ სერიალზე ალაპარაკდა. “ტიფლისი” ჰქვიან. თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე მის მიმართ, რადგან ამ ქალაქში 30 მეტრსაც ვერ იპოვი, სადაც ადგილს აუთენტურობა ექნება შენარჩუნებული. ბოლოს მაინც ამიტაცა ინტერესმა და ჩავრთე.

სერიალი დეტექტიურია და მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისს ასახავს თავისი ცხოვრებით, წესჩვეულებით, კლასობრივი დაყოფით, კრიმინალით და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, პირველი ორი სერიიდან ასე ირკვევა. სცენარი არ არის გასაოცარი, ნორმალური და ზომიერია. კარგია, რომ სერიების ქრონომეტრაჟი დიდია, მაინც კვირაში ერთხელ გადის.

პროდიუსერი – ბერა, არხი – GDS. ე.ი. ფული აქვთ, რაც კარგია: კაპიკებიანი ბიუჯეტით საქართველოში წარსულზე ფილმს ვერ გადაიღებ. კოსწიუმებს, ინსტრუმენტებსა და დეკორაციებს რომ თავი გავანებოთ, ქალაქის ხედი, რომელსაც, კომუნისტების შემდეგ, ყველა ხელისუფლებამ მეტნაკლებად დედა უტირა, ვირტუალურად უნდა აღადგინო. შემორჩენილ აუთენტურ შენობებზე რაკურსის განსაზღვრაა აუცილებელი, რომ კადრში თანამედროვე რამ არ გამოჩნდეს. არც ზედმეტად ბევრი ახლო ხედი ვარგა, რომ ფილმს მასშტაბურობა არ წაერთვას და პავილიონში გადაღებულს არ დაემსგავსოს. Continue reading

გაფერადებული ისტორია

მახსოვს, ჩემი მეზობელი თალიკო ბებია (ბებოს დავწერდი, მაგრამ იმერეთში ბებია ვიცით) მეუბნებოდა, არ მიყვარს ფერადი სურათები, თვალებს მტკენსო. მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა მწვანედ აბიბინებულ ეზოში მდგარ ადამიანთა ჯგუფს რაიმე ზიანი მოეტანა მხედველობისთვის. თალიკო ბებიას რომ ეთქვა, ფერადი გამოსახულების აღსაქმელად ადამიანის მხედველობითი რესურსი უფრო იხარჯება, რაც სიბერისას თვალს ძაბავსო, უფრო გავიგებდი. Continue reading

Keep Calm And Carry On

File:Scan-of-original-poster-1939-300px.jpg

ალბათ, ყველას გინახავთ და ზოგს უკვე ყელშიც გაქვთ ამოსული ინტერნეტით გავრცელებული “Keep Calm”-ის სახელით ცნობილი პოსტერები. თან თითქმის ყველა მათგანს თავზე გვირგვინი ახატია. რა შუაშია ან ერთი ან მეორე?

საქმე ის გახლავთ, რომ “Keep Calm And Carry On” (“შეინარჩუნე სიმშვიდე და განაგრძე”) მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პოსტერია, რომელიც 1939 წელს შეიქმნა!

Continue reading

გადაშენებული საბჭოეთის ნაკვალევი

როცა რომელიმე ცივილიზაციას იკვლევ, დაბეჯითებით ვერც თქმულებებს ენდობი და ვერც საისტორიო ცნობებს. ყველაზე მეტ სიმართლეს სწორედ იმდროინდელი ნახატები გეტყვიან, რადგან მათში დროა გაჩერებული. ისინი შექმნეს იმისთვის, რომ იცხოვრონ იმ დროით. უძველესმა ადამიანებმა თავიანთი ნაკვალევი გამოქვაბულთა კედლებზე შემოგვინახეს, კაცობრიობის უდიდესმა იმპერიამ კი – ფასადებზე.

Continue reading