Tag Archives: ინვალიდი

ორი გამოსასწორებელი კლასი

CorrectionClass_cf_1200x1800არ ვიცი, თქვენთან როგორ იყო, მაგრამ ბავშვობაში უფროსები ხშირად მაშინებდნენ, რომ თუ კარგად არ ვისწავლიდი, გამოსასწორებელ კლასში გადამიყვანდნენ. მაშინ წესირად არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა და ყოველ გაფიქრებაზე სულ უფრო ცუდი სურათი წარმომიდგებოდა.

მაშინ არც სიძულვილის ენის მნიშვნელობა ვიცოდი, მაგრამ გაუცნობიერებლად მაღიზიანებდა სხვადასხვა მენტალური გადახრის მქონე პირთა განყენებულად მოხსენიება. ხშირად მესმოდა ფრაზები: “არ ეთამაშო მაგას, ავადმყოფია!” – გონებრივად ჩამორჩენილის მიმართ, “ეგ ინვალიდი” – პარალიზებულის მიმართ და ა.შ. ამ სიტყვებს დიდი თუ პატარა ისე ისროდა, აზრადაც არ მოსდიოდა იმ ადამიანის განცდა, ვისზეც საუბრობდა, რადგან ეს არ იყო მწარედ ხუმრობა ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იმ სიტყვებით არ დაავადდებოდა, არამედ რეალური დაავადების მქონეთა “არათავისიანად” მოხსენიება.

ამ თემაზეა ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმი “გამოსასწორებელი კლასი”, რომლის სიუჟეტი რუსეთის პროვინციაში ვითარდება. კლასში ახალი მოსწავლე ჩნდება – გოგონა ინვალიდის ეტლით. სიტუაცია სტანდარტულად ვითარდება: უმეტესობა მას ამცირებს, ხოლო ერთ-ერთ ბიჭს იგი უყვარდება. ამ მინირომანის გარშემო ვითარდება მოქმედება, რომელიც უფრო და უფრო იძაბება, იმატებს სიძულვილის ენა, ნიჰილიზმი და ადამიანთა გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სცენებიც, კოსწიუმებიცა და გარემოც კარგად ასახავს რეალობასაც და ხაზს უსვამს პრობლემას – გამოსასწორებელი კლასი საზოგადოების ანარეკლია. Continue reading