Tag Archives: იასონი და არგონავტები

FUCK YOU, HOLLYWOOD!

ეს ბოლო დღეებია, მედეაზე ვფიქრობ. ვინ იყო? რა უნდოდა? რაზე დაგვტოვა? მერე ვხვდები, რომ აშკარად ქართველი იყო. ქართველის ღალატი ყველაზე ოსტატურად ისევ ქართველს რომ შეუძლია, იმიტომ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეგ რომ არ ექნა, არც მისი სახელი გვეცოდინებოდა და, ალბათ, ვერც ეზოპე შეთხზავდა კაცობრიობის ერთ-ერთ უძლიერეს დრამას.

პატარაობისას მედეას სიუჟეტზე ერთი მინისერიალი, “იასონი და არგონავტები” მქონდა ამოჩემებული და ისტორიის წიგნში ნასწავლს მას ვუდარებდი ხოლმე. მერე, როცა კალასი აღმოვაჩინე, პაზოლინის “მედეას” შესახებ გავიგე, მაგრამ მის თავიდან ბოლომდე ყურებას გუშინდლამდე გული ვერ დავუდე. მოვრჩი თუ არა, წინა ფილმი შემჯავრდა. ჯერ კიდევ როდის დაამტკიცა ევრიპიდემ, რომ უდიდესი სიყვარულიც კი წარმავალია. გავიდა ათასობით წელი და ადამიანის ბუნების დამახინჯება ჰოლივუდმა “იასონი და არგონავტებით” სცადა და სიუჟეტი მედეას კოლხეთიდან წასვლით დაასრულა.

რატომ გვაბოლებთ, მისტერ ჰოლივუდ? ეგ ხომ მაინც ყველგან წერია, რომ მედეამ საკუთარი შვილები დახოცა. თუ ყველა ასეთი წიგნის ყველა ეგზემპლარს დაწვავთ? თქვენ მიერ გადოყლაპიებულ ამერიკელებშიც მოიძებნება ძალიან ბევრი ისეთი, ვინც იტყვის, რომ ფილმები ჰეფიენდისა და ჰიპ-ჰოპის გარეშეც საინტერესეოა, რომ რეალურ ცხოვრებაში მძღნერი ყარს და ამას ვერაფერს უშველი.

ჰიპ-ჰოპზე, რა თქმა უნდა, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გამახსენდა, რომელიც 2010-ში გამოვიდა. ვნახე თუ არა, შემზიზღდა. სცენარი უაზრო მომეჩვენა, არ მომეწონა ზოგიერთი პერსონაჟი და, რაც მთავარია, ფილმის ბოლოს ალისასა და ქუდების მკერავის მიერ შესრულებულმა ჰიპ-ჰოპმა დედის გინებაც გამომტყუა. მარაზმია ამდენი კომერციული სვლა იმისთვის, რომ ათასობით გამოქლიავებულმა და მაკდონალდსის მძღნერზე გაზრდილმა უწიგნურმა ბავშვმა “ბოოორინგ” ფილმის ბოლოს მაინც გაიღიმოს და კოტიტა ხელ-ფეხი სრულიად უადგილოდ ჩათხრილ ჰიპ-ჰოპის მოძრაობებს ააყოლოს!

ჰოლივუდ, მადლობას გიხდით ყველა იმ ფილმისათვის, რომლითაც დიდ სიამოვნებას მაყენებთ და Fuck You, რომ ასე გულმოდგინედ ზრუნავთ კაცობრიობის ზომბირებაზე, რათა ფილმებად მიჰყიდოთ ხალხს ის, რაც ცოტა ხნის წინ თქვენვე დაავიწყეთ!