Tag Archives: …თუკი რამეს ვფიქრობ

ფიქრი ტვინის ტრენაჟორიაო, უთქვამს დიდ მე-ს. მაგრამ იქვე დაუმატებია, რომ ბევრი ტრეანაჟორი ტვინს კუნთად აქცევს, რაც სრულიად აყეყეჩებს მას. ასე რომ… ვიფიქროთ იმდენი, რამდენიც თავში მოგვივა და ნუ ვაწვალებთ გონებას რაიმე ახლის შესაქმნელად. ეგ დრო თავისით დადგება

მინდა

Coma – Yann Tiersen

მინდა, სულ დღე იყოს და არასდროს დაღამდეს, ღამე მაზარმაცებს.

მინდა, არასდროს მშიოდეს, რადგან სიმაძღრის განცდა აუტანელია.

მინდა, ჯანმრთელობა ფეხქვეშ გავიგდო და საკუთარ წარმატებას მოვახმარო ისე, რომ გული არ მაწუხებდეს.

მინდა, კარგად ვხატავდე და ვმღეროდე.

მინდა, სიყვარული სიდებილის სინონიმი აღარ იყოს.

მინდა, ყველამ ტრაკი დააყენოს/დავაყენოთ.

მორალი: დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს კორპუსში წყალი მარტო მე შემიწყდა.

რამ გაამწარა ტოსკა?

 პოსტის მორალი: წამება ყველგან წამებაა

წამება, როგორც თამაში.

წამება, როგორც სიამოვნება.

წამება, როგორც გაუცხოების დანერგვა.

წამება, როგორც წამიერი აღვირახსნილი საწადელის მიღწევა.

… და რამ გაამწარა ტოსკა?

FUCK YOU, HOLLYWOOD!

ეს ბოლო დღეებია, მედეაზე ვფიქრობ. ვინ იყო? რა უნდოდა? რაზე დაგვტოვა? მერე ვხვდები, რომ აშკარად ქართველი იყო. ქართველის ღალატი ყველაზე ოსტატურად ისევ ქართველს რომ შეუძლია, იმიტომ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეგ რომ არ ექნა, არც მისი სახელი გვეცოდინებოდა და, ალბათ, ვერც ეზოპე შეთხზავდა კაცობრიობის ერთ-ერთ უძლიერეს დრამას.

პატარაობისას მედეას სიუჟეტზე ერთი მინისერიალი, “იასონი და არგონავტები” მქონდა ამოჩემებული და ისტორიის წიგნში ნასწავლს მას ვუდარებდი ხოლმე. მერე, როცა კალასი აღმოვაჩინე, პაზოლინის “მედეას” შესახებ გავიგე, მაგრამ მის თავიდან ბოლომდე ყურებას გუშინდლამდე გული ვერ დავუდე. მოვრჩი თუ არა, წინა ფილმი შემჯავრდა. ჯერ კიდევ როდის დაამტკიცა ევრიპიდემ, რომ უდიდესი სიყვარულიც კი წარმავალია. გავიდა ათასობით წელი და ადამიანის ბუნების დამახინჯება ჰოლივუდმა “იასონი და არგონავტებით” სცადა და სიუჟეტი მედეას კოლხეთიდან წასვლით დაასრულა.

რატომ გვაბოლებთ, მისტერ ჰოლივუდ? ეგ ხომ მაინც ყველგან წერია, რომ მედეამ საკუთარი შვილები დახოცა. თუ ყველა ასეთი წიგნის ყველა ეგზემპლარს დაწვავთ? თქვენ მიერ გადოყლაპიებულ ამერიკელებშიც მოიძებნება ძალიან ბევრი ისეთი, ვინც იტყვის, რომ ფილმები ჰეფიენდისა და ჰიპ-ჰოპის გარეშეც საინტერესეოა, რომ რეალურ ცხოვრებაში მძღნერი ყარს და ამას ვერაფერს უშველი.

ჰიპ-ჰოპზე, რა თქმა უნდა, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გამახსენდა, რომელიც 2010-ში გამოვიდა. ვნახე თუ არა, შემზიზღდა. სცენარი უაზრო მომეჩვენა, არ მომეწონა ზოგიერთი პერსონაჟი და, რაც მთავარია, ფილმის ბოლოს ალისასა და ქუდების მკერავის მიერ შესრულებულმა ჰიპ-ჰოპმა დედის გინებაც გამომტყუა. მარაზმია ამდენი კომერციული სვლა იმისთვის, რომ ათასობით გამოქლიავებულმა და მაკდონალდსის მძღნერზე გაზრდილმა უწიგნურმა ბავშვმა “ბოოორინგ” ფილმის ბოლოს მაინც გაიღიმოს და კოტიტა ხელ-ფეხი სრულიად უადგილოდ ჩათხრილ ჰიპ-ჰოპის მოძრაობებს ააყოლოს!

ჰოლივუდ, მადლობას გიხდით ყველა იმ ფილმისათვის, რომლითაც დიდ სიამოვნებას მაყენებთ და Fuck You, რომ ასე გულმოდგინედ ზრუნავთ კაცობრიობის ზომბირებაზე, რათა ფილმებად მიჰყიდოთ ხალხს ის, რაც ცოტა ხნის წინ თქვენვე დაავიწყეთ!

ახალი ტვინის ბურღი

ერთს ვიტყვი: კი არ ჭიკჭიკებენ, ჭყვიტინებენ :)

ეს არ არის ბაგრატის ტაძარი

1 ოქტომბრის საღამოს, როცა “არჩევნები” ხალხის სალაპარაკო ლექსიკის 90%-ს შეადგენდა (ცესკო-ს მონაცემები ამის თაობაზე არ ვიცი :)), ბაგრატის ტაძრის სანახავად წავედი. სათქმელად ადვილია, მაგრამ უქიმერიონის მთაზე მე ბაგრატის ტაძარი ვეღარ ვნახე. ეს უფრო სამოსნის (შეფასების ძველი სისტემის მიხედვით) მოყოლილ გაკვეთილს ჰგავდა, გაფანტული შინაარსითა და დამახინჯებული საზეპიროებით. Continue reading

კროსვორდები, კროსვორდები

გიყვართ კროსვორდები? მე ძალიან. 80-90-იანი წლების პოპულარული თავშესაქცევი ახლა ნამდვილად არ ვიცი, რამდენად იზიდავს მკითხველებს. თუმცა თუ კიოსკებს დავაკვირდებით, კროსვორდების სიმცირესა და მრავალფეროვნებას არ უჩივიან. Continue reading

კომპლექსები

იყო მარიობის ღამე და გრილოდა.

მარიობა მარიამობაა ქუთაისურად.

მეზობლის სახლის აივანზე გაშლილი ბევრსაზამთროიანი სუფრა.

წითელი საზამთრო მოვარდისფრო პლასტმასის ჯამში.

მუსიკა.

მეზობლის ვიდეოკამერა, რომლის ობიექტივში მოხვედრაზე ყველანი ვოცნებობთ.

ღამის 2-ის ნახევარია – პირველს მე მეძახიან.

მეზობლის ბავშვები: “იყოს ცოტახაააანს!”

მეორე, მესამე დაძახებაზე ტირილ-ტირილით მიმათრევენ შინ.

ჩემი გისოსებიანი ფანჯარა პირდაპირ მარიობის ბალკონს უყურებს…

კომპლექსები.

რა მოხდება, თუკი მართლა გავიტანთ გრენლანდიას?

 

_ გაიტანეთ გრენლანდია!

_ გაგვაქვს, ბატონო. გაგვაქვს გულმოდგინედ და მიზანმიმართულად(?)

12 ივლისს აშშ-ის სატელიტებმა ერთი შეხედვით, არაფრიტ გამორჩეული, მნიშვნელობიტ კი შემზარავი ფოტო გაავრცელეს:

Ice melt in Greenland.

გრენლანდიის ყინულის საფარი ზაფხულში, ჩვეულებრივ, 40-50%-ით მცირდება, წელს კი ყინულის 97% გალღვა!

Continue reading

გვენძრევა

… ისეთი რიტმებით შეგვაქანა, მეგონა, ვიღაცები გამწარებული სექსაობდნენ. მერე მივხვდი, რომ ასეთი ვიბრაციების გამოწვევა ან ტიტანებს ან ტექტონიკურ ფილებს შეეძლოთ. ვინაიდან პირველი, ჯერჯერობით, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, ისევ სეისმური რეალობის წინაშე დავდექით: გვენძრევა!

Continue reading

ცხონებული მე-ს აზრები 4

ტვიტერი ჩემი პულსია. ხანდახან თვალს რომ გადავავლებ, ისეთ ჩანიშნულ რამეს ვნახავ, რომელიც ყველაზე მეტად საუბრობს ჩემზე. ასე რომ…

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/03/Yann-Tiersen-Labsente.mp3|titles=Yann Tiersen – Labsente]
  • ხანდახან მგონია, რომ ჩემში წამატებამოხდილი მოხუცი ცხოვრობს, რომელსაც წარსულის აჩრდილები დასდევენ. ასე ვარ ბავშვობიდან. ბებერი ბავშვი ვარ? Continue reading