Tag Archives: თბილისი

ნაღმების ქალაქი

80

სმარტფონში დაწერილი პოსტი ორ ნაწილად და “ვულნიკურას” თანხლებით

ნაწილი I

რამდენი სახელი აქვს თბილისს? მზის, ვარდების, ბეტონის, ნაგვის ქალაქი, კიდევ? ამ  720 კმ²  ფართობს კიდევ მრავალი “ქალაქის” დატევა შეუძლია, ქალაქი ბიბლიოთეკის, ქალაქი ურთიერთობის, სინათლის ქალაქის. მაგრამ, თუკი ყოველდღე გათელილ გზას გონებაში კიდევ ერთხელ გადავღეჭავთ, მარტივად აღმოვაჩენთ ადგილებს, რომლებმაც მეხსიერება სამუდამოდ მოგვისვირინგეს. მათი ნახვის, გვერდით ჩავლის, შეხების თუ მათზე გაფიქრებისას კი ჩვენში ნაღმებივით იფეთქებს მოგონებები, რომლებიც წამიერად, ზოგჯერ სუნის შეგრძნებამდე სიზუსტითაც კი გვაბრუნებს იმ რეალობაში, რომელიც ერთ დროს ჩვენი იყო.

ნაწილი II

დავდივარ, ბევრს დავდივარ.

ისიც დადის, ბევრს დადის.

ჩვენ დავდივართ, ბევრს დავდივართ.

უკვე ცალ-ცალკე, უკვე სხვადასხვა დროით განზომილებაში, მაგრამ ისევ იქ და ისევ ისე.

ჩვენ განვიცდით ამას.

ჩვენ ვნაღმავთ ქალაქს.

ჩვენ ვფეთქდებით.

ასე უბრალოდ.

ჩვენ ვფეთქდებით.

ასე მოულოდნელად.

ჩვენ ვფეთქდებით.

ასე  გაუმიზნავად.

ჩვენ ყოველდღე ვხოცავთ ერთმანეთს.

გვესაჭიროება განმნაღმველი.

ტურისტთა სახეები ქართულ რეალობაში ანუ Tbilisi Free Walking Tours

პარასკევი, დილა, 9:30.

თავქუდმოგლეჯილი მივრბივარ ვაგზლის მეტროს გრძელ დერეფანში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მატარებელზე დავაგვიანებ. უფრო სწორედ, ვერ შევაღწევ, რადგან რამდენიმე ასეული კაცი უკვე ბაქანზე იცდის და ლამის რელსებზე ხტება. პარასკევობით 10:00 საათზე ჯეპრაში თათბირი გვაქვს და ჩემი დასწრებაც სავალდებულოა. 12-ის ნახევარზე ოფისიდან გამოვრბივარ, რომელიმე ტრანსპორტს შევახტები და თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერისკენ მივიჩქარი. დიახ, აგერ უკვე ცხრა თვეა, Tbilisi Free Walking Tours-ის გიდი ვარ და ამ პოსტში გესაუბრებით ტურისტთა სახეებზე ქართულ რეალობაში. Continue reading

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე,

შორი ნისლების კრთბოდა ალი,

თბილისი თბილისს აღარა ჰგავდა,

თავი მეგონა უგონოდ მთვრალი.

ეს ამოძახილი გიორგი ლეონიძეს არც თავის დროზე დაუფასეს და ახლა ხომ საერთოდ აღარ ახსოვთ. ამასწინათ მეც (უკვე მეორედ) მომიწია თბილისის ტელეანძაზე ასვლა და, სანამ ფოლადის “საყრდენ ფეხში” დამონტაჟებული ლიფტი ცისკენ მიმასრიალებდა, ეს ლექსი გამახსენდა. ავაღწიე თუ არა დანიშნულების ადგილამდე (მრგვალ ნაწილში, 170 მეტრზე), ფანჯრებს ვეცი. მეგონა, სიმაღლიდან დანახული თბილისი მაინც გამაოცებდა, და იცით, როგორი განცდა დამეუფლა? დაახლოებით ისეთი, ნაგავსაყრელს რომ ზემოდან გადაუფრინო. წერტილიდან, რომელიც მტკრის დონიდან 570 მეტრზეა, 360°-ით ხედავ ყველა უბანს ხელს არაფერი გიშლის. მეც ავდექი, ტელეფონს ზუმ ლინზა გავუკეთე და ქალაქის თვალიერებას შევუდექი.

Continue reading

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

გრიფონთან ერთდ

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

რამდენიმე წლის წინ, როცა საკრებულოს შენობასთან ამ გრიფონები დავინახე, დიდად არ გამკვირვებია. მეთქი, მერიამ მორიგი იდიოტობა დადგა. რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სულ თვალში მეჩხირებოდა. მეტიც, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც მსგავსი სადღაც კიდევ მენახა. ამასწინათ, ოპერის ძველი შენობის ისტორიაზე პოსტის წერისას, ფორუმზე ტფილისის ფოტოების თვალიერებას შევყევი და უცბად, გავშტერდი: ეს გრიფონები 160-ზე მეტი წლისაა და ქალაქის ურბანული გემოვნების მემატიანეა! Continue reading

Jurassic Tbilisi

begi

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული” – ალენ რობერი, ექსტრემალი მთამსვლელი.

სანამ 13 ივნისის შედეგების შეჯამებაზე გადავალ, მოკლედ გეტყვით უსაფრთხოების ცნებაზე. როცა ჯარში ვმსახუორობდი, კოშკურაზე მიწევდა ხოლმე მორიგეობა. თან მქონდა იარაღი და მევალებოდა, ჩემი მორიგეობის პერიოდში, გაუჩერებლად მევლო და დამეზვერა პერიმეტრი. მერე იგივე ევალებოდა სხვას, ვინც შემცვლიდა და ასე შემდეგ. ჩემი სამხედრო სამსახურის პერიოდში (და არც შემდეგ) იმ ციხიდან არავინ გაქცეულა. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები არ შეცვლილა. იმიტომ, რომ უსაფრთხოება მუდმივი მზადყოფნაა იმისთვის, რაც ოდესღაც ერთხელ მაინც მოხდება. ამიტომ თითოეული ქმედება და ქცევა გათვლილია მომენტზე, რომელიც, შესაძლოა, ზუსტად იმ დღეს და იმ კონკრეტულ მომენტში მოხდეს. უსაფრთხოება საფრთხის მოლოდინი და მისთვის მზადყოფნაა. Continue reading

“ტიფლისი” ანუ ვნახოთ, რა გამოვა

ტიფლისი

ეს ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხი ჩემ გარშემო ახალ ქართულ სერიალზე ალაპარაკდა. “ტიფლისი” ჰქვიან. თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე მის მიმართ, რადგან ამ ქალაქში 30 მეტრსაც ვერ იპოვი, სადაც ადგილს აუთენტურობა ექნება შენარჩუნებული. ბოლოს მაინც ამიტაცა ინტერესმა და ჩავრთე.

სერიალი დეტექტიურია და მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისს ასახავს თავისი ცხოვრებით, წესჩვეულებით, კლასობრივი დაყოფით, კრიმინალით და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, პირველი ორი სერიიდან ასე ირკვევა. სცენარი არ არის გასაოცარი, ნორმალური და ზომიერია. კარგია, რომ სერიების ქრონომეტრაჟი დიდია, მაინც კვირაში ერთხელ გადის.

პროდიუსერი – ბერა, არხი – GDS. ე.ი. ფული აქვთ, რაც კარგია: კაპიკებიანი ბიუჯეტით საქართველოში წარსულზე ფილმს ვერ გადაიღებ. კოსწიუმებს, ინსტრუმენტებსა და დეკორაციებს რომ თავი გავანებოთ, ქალაქის ხედი, რომელსაც, კომუნისტების შემდეგ, ყველა ხელისუფლებამ მეტნაკლებად დედა უტირა, ვირტუალურად უნდა აღადგინო. შემორჩენილ აუთენტურ შენობებზე რაკურსის განსაზღვრაა აუცილებელი, რომ კადრში თანამედროვე რამ არ გამოჩნდეს. არც ზედმეტად ბევრი ახლო ხედი ვარგა, რომ ფილმს მასშტაბურობა არ წაერთვას და პავილიონში გადაღებულს არ დაემსგავსოს. Continue reading

“უფასო” როგორც ასეთი

ეს დღეს, 2 საათისთვის ხდებოდა რუსთაველის ძეგლთან. ნაყინს უფასოდ არიგებდნენ და იყო წეწვა და ბევი გაწვდილი ხელი…

მტკვარში დაკარგული თბილისი (ფოტოკოლაჟი)

დღეს, როცა მორიგეობიდან სახლში ვბრუნდებოდი, მდინარე მტკვარმა ძალიან გამაოცა. უფრო სწორედ, უმტკვარობამ. მოვუყვები ტროტუარს და სადაა მტკვარი? გადავიხედე იქაურობა ვერ ვიცანი: წყლის დონე მთლად დაწეულიყო. მტკვარი მისსავე მოტანილ შლამში ჩაკარგულიყო. მდინარის დონის დაწევამ კი ძველი და კარგად დავიწყებული ისტორია გამოაჩინა. Continue reading

თბილისის ფოტოგრაფიის ღამე 2012

გუშინ არსად გასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე ამოვყავი თავი. ძველი თბილისის 10 სხვადასხვა ადგილას დადგმული ეკრანები და მათზე თანამედროვე ფოტოგრაფთა სლაიდშოუები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ყოველივე ამის დედააზრი, ალბათ, ისევდაისევ ფოტოგრაფიის წახალისებაა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. ისე კი, თბილისში და, ზოგადად, საქართველოში ამ სფეროთი სულ უფრო მეტი  ინტერესდება. Continue reading

სტიქიური უბედურებები და საქართველო

ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ გაგვიმართლა და ღმერთმა ქართველებს შედარებით უსაფრთხო ადგილი მიგვიჩინა დედამიწის ზურგზე. შესაძლოა, ამიტომ ვართ ასეთი დაუდევარნი ბუნების მიმართ: არ გვეშინია მიწისძვრის, ნიაღვრის, ვულკანზე რომ არაფერი ვთქვათ. არ გვეშინია იმიტომ, რომ ხეირიანად არც გამოგვიცდია. მადლობა ღმერთს, არც ტაიფუნებით განებივრებული აშშ ვართ და არც მიწისძვრას მიჩვეული იაპონია. თუმცა შედარებით ნორმალურ გეოლოგიკურ-კლიმატურ ზონაში ცხოვრებამ ცუდი შედეგი გამოიღო: ქართველები სტიქიურ მოვლენებს თითქმის ყოველთვის დაუცველი ვხვდებით და გუშინდელმა ნიაღვარმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

Continue reading