Tag Archives: ზღვა

ჩემი სასმელი წყალი მზეა

ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე მომენატრა. როცა მცხელა, მგონია, რომ ყოველთვის რაღაც მახურავს/მაცვია, რომელიც მიცავს. მიცავს სიცივისაგან და, შესაბამისად, გაციებისაგან. Continue reading

მოაის ფიქრები

გაიღვიძეთ, თენდება!

Continue reading

წამომყევით წყლის სამეფოში

ცხელა. გარეთ ჰაერი დუღს, ფილტვებში – ალვეოლები.

ამიტომაც არის, რომ მიყვარს ზაფხული. ბუნების ნათელი უკიდურესობა.  დრო, როცა შენი სხეულის 80 % ვერ ისვენებს, ბორგავს, ფეთქავს, ბუყბუყებს. ეს წყალია!

ზაფხულის ადუღებული და გაოფლილი ჰაერი ყოველთვის მირჩევნია ზამთრის სიცივით გაჭედილ ცხვირს, წაყინულ ხელისა და ფეხის თითებსა და აცრემლებულ თვალებს. რაც უნდა იყოს, ზაფხული დასვენების, გართობისა და ბევრი ბევრი ნაყინის დროა. დრო, როცა მაღლა აიხედავ და, გულამღვრეული ღრუბლების ნაცვლად, ცის უკიდეგანო ოკეანეს დაინახავ.

ხოლ ვისთვისაც ზაფხული მაინც მდუღარე ტანჯვა-წამებასთან ასოცირდება, წამომყვეს წყლის სამეფოში…

Continue reading

ისინი ჩამოვიდნენ ზღვიდან

by Landish.Ge

მიუხედავად აყალმაყალისა, გაუგებრობისა და აზრთა სხვადასხვაობისა…

მიუხედავად უ-ზღვაში-ბანაობისა და გადატვირთული გრაფიკისა…

მიუხედავად, რაც თავში არ მომდის, ყველაფრისა…

ისინი    ჩამოვიდნენ    ზღვიდან!

ფოტოგამოცანა: ვინ/რა?

ინტელექტუალური თამაშები ძაალიან მიყვარს, მაგრამ აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვითამაშე. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ჭია გავახარო და კიდევ ერთი ფოტოგამოცანა შემოგთავაზოთ. მაშ ასე:

1. რა არის სურათზე გამოსახული?

Continue reading

ძია ფროიდის ტესტი

Rapsodiaვასრულებ Mr. Picasso–ს თხოვნას და მის გრამატიკულად გაუმართავ პოსტს ჩემსას მოვაყოლებ. კაი ბიჭია გოჩა: დილით გაიღვიძებს, გამოდენის ძროხებს ბოსელიდან და საბალახოდ გაუშვებს, მერე უნივერსიტეტში მოუშლიან ნერვებს, მერე დაგრუზული გაემართება სახელოსნოში და უარყოფით ენერგიას დადებით მინანქრად გარდაქმნის :) ახლა კი მთავარი. Continue reading