Tag Archives: ზეიმი

ახალი წელი და ჩემგან 20 მეტრში მომღერალი ოცნება

გილოცავთ 2011-ს და ღმერთმა ისეთი ბედნიერი გამყოფოთ, როგორი მე – ანდრეა ბოჩელით ტკბობისას. აგსრულებოდეთ სურვილების 99%, როგორც მე – ანდრეა ბოჩელის მოსმენისას (საშინლად წვიმდა). ჰოდა ინებეთ ჩემი საახალწლო პოსტი :)

ყველაფერი გაცილებით ადრე, დომინგოს ვიზიტის შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა, ახალ წელს ვინც იმღერებდა. მაშინ ბედსშეგუებული ჯორივით გადავრეკე სახლში და გავამხილე, რომ 31-ში ჩემი ბათუმში ყოფნა უდრიდა

  • ჟანგბადის ბალონს – წყალქვეშ
  • პარაშუტს – ვარდნისას
  • გათიშულ ელექტროენერგიას – აბაზანაში ფენის ჩავარდნისას
  • სამოთხეს – ჩვენ რომ ვიცით, მაშინ

მშობლების პასუხი იყო: “ყველანი ერთად შევხვდეთ ახალ წელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე”.

ვოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!

Continue reading

კონცერტია თუ აჯაფსანდალის აღლუმი?

ვის/რას ვიხილავთ ამა წლის 31 დეკემბერსა და იმა წლის 1 იანვარს ბათუმში?

  • ანდრეა ბოჩელის (მთავარი)
  • ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრს (მთავარის დამხმარე)
  • კაპელას (მთავარის დამხმარე)
  • საბალეტო დასს (მაინც კლასიკაა)
  • სოფო ნიჟარაძეს (მთავარის დამხმარე)
  • ნაციონალურ ბალეტს (“სუხიშვილები” რომ ჰქვია ხოლმე)
  • სოფო ხალვაშს (გაახსენდათ)
  • ვაჟა მანიას (ესეც)
  • ელენე გედევანიშვილს (ჰა?)
  • აკრობატების ჯგუფს (WTF???)
  • ბრაზილიურ მომღერალ-მოცეკვავეთა ჯგუფს (GOOOOSH!!!!)

სცენაზე სულ 400-ზე ცოტათი მეტი შემსრულებელი გამოვა.

Continue reading

God Bless Us Everyone

სწორედ ამ სიტყვებით მინდა, მოგილოცოთ 2010 წელი. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენ-ჩვენი ბლოგების წარმატება. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და წარმატებისკენ ერთნაირად მივისწრაფით.
ღმერთმა ქნას და ყველას ჩვენი სურვილების 99 პროცენტი აგვსრულებოდეს. ნუ 51 მაინც, რომ წელიწადი შემდგარად გამოვაცხადოთ.
ჩემი თითოეული დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ამ ახალ წელს ტრავიატას ჰანგებზე შევეგებე და ძალიან ძალიან მაგარ განწყობაზე გახლავართ. 2010 წლის პირველ პოსტსაც, გადაჭარბების გარეშე, ამაღლებული გრძნობით ვწერ. მინდა, ჩემი მხიარულება თქვენც გადმოგედოთ და ფხიზელი თუ ნაბახუსევი ხასიათი გაგიბედნიეროთ. მგონი, ძალიან ბევრიც არ მინდა :)
კიდევ და კიდევ, გილოცავთ ამ ჯადოსნურ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზეიმო სიმღერის სათაურს, რომელსაც ჩემი საყვარელი ანდრეა ბოჩელი ასრულებს:

God Bless Us Everyone!..

http://www.youtube.com/watch?v=1ixnBQkU5sU

2009 წლის მსოფლიოს ყველაზე ფეიერვრკული ფეიერვრკები

მას შემდეგ, რაც 1264 წელსს ჩინელებმა ერთ-ერთი პირველი ფეიერვერკი გაისროლეს, ხალხს ამ ფერადი სტიქიის მოთვინიერება სწადია. თითქმის 800 წელია, რაც ცეცხლის ეს ხელოვნური ნაირსახეობა იხვეწება, ვითარდება და გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. დღესდღეობით ფეიერვერკის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული ე.წ. ცეცხლოვანი ბურთია. აი, ის, დამრგვალებული ზღარბის ფორმა რომ აქვს :)

ფეიერვერკს თავდაპირველად სპირიტუალური დანიშნულება ჰქონდა, თუმცა რაც დრო გადიოდა, იგი უფრო და უფრო საზეიმო დატვირთვას იძენდა. სწორედ ამ საზეიმო მნიშვნელობას უნდა დავაბრალოტ ის, რომ, როდესაც “ტიტანიკი” იძირებოდა, გამვლელმა გემმა მას ყურადღება არ მიაქცია: “ტიტანიკზე” სასიგნალო ფეიერვერკებს ისროდნენ შველის სათხოვნელად, მეზობელი გემის კაპიტანმა კი ჩათვალა, რომ იქ ქეიფი და დროსტარება იყო.

ფეიერვრკი ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ბომბი, რომელშაც ფერადი მინარევები აქვს დამატებული. მისი სწორად დამზადება და გნლაგება, ასევე უსაფრტხო მანძილის გათვლა, ყველაზე სპასუხისმგებლოა. ხელნაკეთი ბომბების არსენალი, რომლებიც ზუსტად განსაზგვრულ ადგილას ზუსტად განსაზგვრული ტანმიმდერობით არის დალაგებული, საბოლოო ჯამში, იმ ეიფორიას ქმნის, რომელიც ამ ვიდეოებზეა გადმოცემული.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 2009 წლის მსოფლიოს ყველაზე ფეიერვერკული ფეიერვერკები ;)

http://www.youtube.com/watch?v=hVOJWo_oLWs