Tag Archives: ზამთარი

ხუთშაბათის ჩანაწერები

DSCN5850

  • ზამთრის დილას გახევებული რომ მიდიხარ ქუჩაში და უცბად კისერში კონდიციონერიდან გადმოსული ცივი ცყალი რომ ჩაგეწვეთება…
  • ცრემლი აალებადი უნდა იყოს. უფრო მეტი ეფექტი და გამართლება ექნებოდა მის არსებობას.
  • სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელს არაფერში ვეთანხმებოდი, მაგრამ, მგონი, ერთადერთი სიმართლე მითხრა: ჟონგლიორი ხარო.
  • საინტერესო რამაა ბოლო ხმაზე აწეული ყურსასმენებით “ლიგამუსში” შესვლა. სმენა მთლიანად მუსიკით პარალიზებული რომ გაქვს და მის დაკომპენსირებას ფართოდ გახელილი თვალებით რომ ცდილობ. ნეტა, ასე იყო ბეთჰოვენიც, რომელსაც ბოლო ხმაზე აწეული სიყრუე ესმოდა? ერთ თავისქალაში სიყრუის აუტანელი სიმუნჯეც რომ გესმის და მე-9 სიმფონიის ყოვლისმომცველობაც. ნეტა, უსინათლო მხატვრები როგორ ნახატებს დახატავდნენ?

ბოჰემა – მერე რა, რომ ზამთარია

წინამდებარე პოსტი შეიცავს საუბრებს ოპერაზე, საოპერო მუსიკასა და მსგავს უცენზურო თემებზე. ადმინისტრაცია გირჩევთ: თუკი აღნიშნული კონტენტის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოძრავებთ, პირველივე დაწკაპუნებით გაეცალეთ აქაურობას. ხოლო თქუენ, არწივებო, მომყევით. Continue reading

თოვლი რატომ არ მოდის?

2007 წელი. თებერვალში ქუთაისში ასეთი თოვლი იცის. იმედი მაქვს, რომ არ "იცოდა"

უკვე რამდენი ხანია, რაც მეცნიერები ჯიუტად გვიჩიჩინებენ, რომ გლობალური დათბობაა და თუ რამე არ ვიღონეთ, თოვლი კი არა, მზეც სანატრელი გაგვიხდება. ის რადიაციული მზე დღევანდელი თბილი და საყვარელი მნათობისგან სრულიად განსხვავებული იქნებაო. დედამიწის ყინულოვანი ნაწილი გალღვება, რაც ოკეანეში წყლის დონეს 7 მეტრით აწევს. ციმბირის ვეებერთელა ტბებზე ყინულის საფარი გადნება და იქიდან გამოთავისუფლებული მეთანი იქაურობას გადაბუგავს… ეს იმიტომ მოვყევი, რომ თოვლი მომენატრა. Continue reading