Tag Archives: ზაზა პაპუაშვილი

დაუვიწყარი დღე!

მადლობა სვითის ამ სურათისთვის

ეს დღე, ალბათ, არასდროს დამავიწყდება. ამ დღეს საქართველოში ჟურნალისტიკამ თავის თავს შეაფურთხა!

…ამაზე ბევრიც დაიწერება, ბევრიც ითქმება და საკმაოდ დიდხანს…

სულ სხვა განწყობით ვიყავი მომართული ამ დღეს. დღეს ხომ მეათედ, მეათედ გახლდით “შობის მეთორმეტე ღამეზე”, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე საოცარი სპექტაკლია, რაც კი ოდესმე მინახავს. ამ საიუბილეო დღეს მხახიობებმა სერიოზული გამოცდა ჩააბარეს მაყურებლების წინაშე.

დღეს ბლოგერებმა შეკრება მოვაწყვეთ და მე, სვითიმ, თინიმ, ლანდიშამ, ენდიმ, თაზომ, გოჩამ, ანიმ (თევზმა) და ირინამ მოვაწყვეთ სპექტაკლის დღე და ჩემს უსაყვარლეს “შობის მეთორმეტე ღამეზე” წავდით. სპექტაკლი მართლაც დაუჯერებელი და გასაოცარი გამოდგა, რადგანაც იმედზე გავრცლებულ იმ სკანდალურ ინფორმაციას დაემთხვა, რომელმაც მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო შოკში ჩააგდო!

პირველი მოქმედება ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა უკნიდან დარბაზიდან გასვლის ხმა გავიგონე. ხმა გაძლიერდა. თავი მივაბრუნე და ვხედავ, რომ ხალხი ერთმანეთს უჩურჩულებს, ფეხზე დგება და დარბაზიდან გადის. პირველი, რაც გავიფიქრე, მეგონა, რომ ვინმე ცუდად გახდა, მაგრამ როდესაც ხმაური არ შეწყდა, გავიგონე, როგორ თქვეს, “სააკაშვილი მოკლეს!” და “ომი დაიწყო!”-ო…

Continue reading

HAMLET

uniIncgs…არადა, სულაც არ მქონდა გადაწყვეტილი სადმე წასვლა. სახლში უნდა ვმჯდარიყავი და თავზე დაყრილი სტატიებისათვის მომევლო. მიუხედავად ამისა, დასელებმა დამირეკეს და თანხმობა ეგრევე განვუცხადე. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი:

როცა რაიმეს ვგეგმავ, ან არ გამომდის, ან ხალისს ვერ ვატან.აქედან გამომდინარე, სულაც არ დამზარებია მეტროს ჯაყჯაყის ატანა, რომელსაც მგზავრები არ იმჩნევენ, და არც ცივი წვიმა, რომელიც ასე არ ჰგავს ზაფხულის გემრიელ “ცრემლებს”. ბოლოს და ბოლოს, ჰამლეტი გადიოდა და სახლში ხომ არ დავრჩებოდი?

სტურუამ ეს სპექტაკლი 2001–ში დადგა. “ჰამლეტი” პირველი იყო, რაც რუსთაველის დიდ სცენაზე ვნახე. პირველი შთაბეჭდილება სრულიად არაადეკვატური მქონდა: სპექტაკლი კი არა, ბოდვა მეგონა. ნუ, მეპატიება :) სამაგიეროდ, დავასკვენი, რომ

პირველი შთაბეჭდილებით არაფერი უნდა შევაფასო! Continue reading