Tag Archives: ვინი

საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა

სულ ასე ვარ: ვიღებ  ვიდეოებს, მერე ატვირთვა მეზარება და დიდი ხნის შემდეგ, თუ აზრი აქვს, ერთიანად გამოვაქვეყნებ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. მოვქექე ჩემი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო მომენტი და იუთუბის გზას გავუყენე.

ბიძინა ივანიშვილზე უკვე მგონი მიცვალებულებიც ალაპარაკდნენ, ჰოდა მეც მაქვს სათქმელი. უფრო სწორედ, საჩვენებელი. აი:

http://youtu.be/HeqvQrLj0Js

Continue reading

ჩვენი ეზო

 

ჩემს მეხსიერებაში არც ერთ ადგილს ისეთი მგრძნობიარე ზეგავლენა არ მოუხდენია, როგორც ჩემს ეზოს. რომ გავიხსენებ, ბოლო 10 წლის მანძილზეც კი წარმოუდგენლად შეიცვალა. ზუსტად 2001 წლის ივლისში აქაურობას დიდი კაკლისა და ბეტონის მაგიდაშემოვლებული ლეღვის ხე ჩრდილავდა, კიბის გვერდით წითელი ბალი ფეთქავდა, ეზოში მუხლამდე ბალახი ბიბინებდა. დღეს მათგან არაფერია დარჩენილი, თუმცა ეზო ახლაც სიმწვანეშია ჩაფლული. ისე, როგორც მე მიყვარს.

Continue reading

უნდა ირბინო მასთან ერთად

დღეს სულ სხვა რამეზე უნდა დამეწერა, რომელიც არანაკლებ საინტერესოა.ეგ კი არა, ახლაც სიამოვნებით დავწერდი, მაგრამ ნახატის დასკვნით ნაწილზე გადავედი და მირჩევნია, ეს დრო მის დამთავრებას დავუთმო.

…მაგრამ როდესაც ვინი გიხმობს, “სტოიკაში” წამოწვება და ელოდება, როდის გამოივლი, რომ ფეხსაცმელზე გებდღვნას და  შენს  ნერვებზე ითამაშოს, სხვა გზა არ დაგრჩენია: უნდა ადგე და ირბინო მასთან ერთად.

ქუთ-აი!-სური ამბები (სავარაუდოდ ნაწილი I)

ქუთაისში ვარ, იეეს! მიზანი მიღწეულია.

შორს თბილისური სიცხე და არეულობა!

სტოპ, აქ ვინმემ სიცხე ახსენა? და ქუთაისში ნაკლები სიცხეა??? სიცხეს დამატებული ქარი. ქარს დამატებული იძულებითი ფოთოლცვენა და ყველაფერ ამას დამატებული ჩემი იძულებითი ნერვების შლაააა….

მაგრამ მაინც მიყვარს ქუთაისი. მიხარია და მსიამოვნებს, რომ НАКОНЕЦТО ამ ქალაქსაც ეღირსა განვითარების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის განხორციელების დაგეგმვის ალბათობის ჭეშმარიტების მდგრადობა და უტყუარობა.

Continue reading

ვინი

ეს ჩვენი გვარის რიგით მე…მდენე სიამაყეა, რომელმაც ამაყად შემოაბიჯა თითო-თითო თათი ჩვენს სახლში. დარბის, დაგვდევს ჭკუაზე არაა.

ვინი იაკტერიერის ჯიშისაა და, როგორც გამოვარკვიე, ძალიან გამბედავია. აქვს გრძელი ცხვირი, უყვარს გაუთავებლად  სირბილი და ორმოების თხრა. ჯერ ორი თვისაა და მოცუცქნულია. თან აშკარად ეტყობა, რომ ჯერ ბავშვია და ცელქი :)

ამ ვიდეოში დედაჩემის შეცხადებას ნუ შეიმჩნევთ. არ უყვარს ძაღლი და სახლში – მით უმეტეს.