Tag Archives: ვიდეო

ზაკ გალიფიანაკისი, ნატალი პორტმანის გაპარსული ვაგინა და ორი გვიმრა

Zach Galifianakis

ერთი კითხვა საკუთარ თავს:

რატომ აქამდე არ ვიცოდი ამ ტიპის შესახებ?

ეს ჰენგოუვერი კაცი კი ვიცოდი, მაგრამ მისი შოუ პირველად ვნახე და სიცილით ვხოხავ :d :d :d :d :d

ზაკ გალიფიანაკისის შოუს “ორ გვიმრას შორის” ჰქვია, რომელიც, ძირითადად, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეკაიფება. უბანძესი და თან უმაგრესი დეკორაცია, ლეღვი საუბარი და ბევრი სიცილი. მოკლედ, ეს ვიდეოები ძილის წინ ნახეთ და ვისაც არ გაგეცინებათ, ან ინგლისური ისწავლეთ ან თავი მოიკალით :green:

დანარჩენ ვიდეოებს იმიტომ არ ვდებ, რომ 1: პოსტი ძალიან გრძელი გამოვა და 2: ემბედ კოდი აქვს დაბლოკილი. ასე რომ, გადაბრძანდით მაგ ბმულზე და დანარჩენი სიამოვნება იუტუბისგან მიიღეთ. მე მადლობასაც დავჯერდები :green:

ვინი

ეს ჩვენი გვარის რიგით მე…მდენე სიამაყეა, რომელმაც ამაყად შემოაბიჯა თითო-თითო თათი ჩვენს სახლში. დარბის, დაგვდევს ჭკუაზე არაა.

ვინი იაკტერიერის ჯიშისაა და, როგორც გამოვარკვიე, ძალიან გამბედავია. აქვს გრძელი ცხვირი, უყვარს გაუთავებლად  სირბილი და ორმოების თხრა. ჯერ ორი თვისაა და მოცუცქნულია. თან აშკარად ეტყობა, რომ ჯერ ბავშვია და ცელქი :)

ამ ვიდეოში დედაჩემის შეცხადებას ნუ შეიმჩნევთ. არ უყვარს ძაღლი და სახლში – მით უმეტეს.



ჩემი YouTube-ური ისტორია

მეორე კურსზე ვიყავი, 2006 წლის ოქტომბერი იდგა. მეტიც, ბებიაჩემი ახალი დაბრუნებული იყო საავადმყოფოდან, სადაც მოტეხილ ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს (ტიპური თეძოს მოტეხილობა). პირველ საკუთარ კომპიუტერს მაშინ ვეღირსე. პირველად, რა თქმა უნდა, ეგრევე კალასები გადავქექე და ალბომების შეგროვება დავიწყე. სწორედ მას უნდა ვუმადლოდე, რომ ერთხელაც “ერთ-ერთ საიტზე” კალასის უამრავი ვიდეო აღმოვაჩინე. იმ ღამეს პირველად ვიჯექი კომპთან დილის 5 საათამდე. ასე გავიცანი YouTube…

Continue reading

ქუთ-ეისი გაზაფხულზე (ვიდეოგასეირნება პარკში)

ვინაიდან და რადგანაც ჯერ ისევ ქუთაისში ვიმყოფები, მინდა, მეტი გითხრათ ამ ქალაქზე, მის კარგ თუ ცუდ სიახლეებზე. ახლა აქ წვიმს.

დღეს სააღდგომო ღამისთევაზე წავალ ძმასთან ერთად.

სახლში კრემიანი ნამცხვრების, პასკებისა და ნაირნაირი საჭმლეულობის სუნი ტრიალებს. ნამარხულევი მხოლოდ ყნოსვით ვიკვებები და წარმომიდგენია ხვალინდელი ნეტარი საუზმე :D

ახლა კი დაპირებული გასეირნება პარკში, რომელიც პატარ-პატარა ვიდეობად გადავიღე:

Continue reading

სამადლობელი + Ashes and Snow

როგორც ვხედავ, ჩემმა წინა პოსტმა სკანდალი არ გამოიწვია და შემიძლია დასკვნა გავაკეთო:

  • ცუდად არ გამიგეს
  • სკანდალს არ ვაპირებდი
  • მარაზმი პოსტები ყველას დაგვიწერია (ჩემი აზრით) და მინდოდა, როგორც მე ვაღიარე, ისე ექნა სხვასაც. ეს მეტ–ნაკლებად გამოვიდა.

აქედან გამომდინარე, ძალიან ნასიამოვნები ვარ და არც ერთ კომენტარზე გული არ მომსვლია. ან რატომ უნდა მომსვლოდა, როცა ცუდი განზრახვით არ დამიპოსტავს. შესაბამისად, ყველას გიხდით მადლობას და ჯერ არა, მაგრამ კარა ხნის მერე ალბათ კიდევ ჩამოვუვლი ბლოგოსფეროს. ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არგუმენტებს ითხოვდა, აწი არგუმენტირებულ განხილვას გავაკეთებ. ოღონდ ახლა არა, ამასაც დიდი დრო და ნერვები უნდა. მოკლედ, გმადლობთ! :)

რაც შეეხება დღევანდელ “რამდენიმე რაღაცას”, ერთ–ერთი ვიდეო ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა მეგობარმა. მარიტა ჰქვია. ნუ, ეს ადამიანი ცალკე მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ქალი ნანული, ქალი “ვამე ჯეჯაააა!”… მოკლედ, ვინც არ იცნობს მარიტას, მას არ უნახავს მოქმედი ვულკანი :D

Ashes and Snow…

Continue reading