ერთს ვიტყვი: კი არ ჭიკჭიკებენ, ჭყვიტინებენ
Tag Archives: ვიდეოპოსტი
მოგზაურობა პრომეთეს მღვიმეში
ქუთაისში ყოფნისას პრომეთეს მღვიმე მოვინახულე, თუმცა ეს წინადადება განცდილის მეათასედსაც ვერ გადმოსცემს. ამიტომაც პატარა ვიდეოც გადავიღე, რათა ნახოთ და დამიჯეროთ, რომ საქართველოს ბუნებამ “ავატარი” 100 განზომილებაში გადაიღო
რამდენიმე ამბავი ფალსიფიკაციაზე
შენიშვნა: ქვემოთ მოყვანილი ამბები ნამდვილი და საკუთარ თავზე გამოცდილია
ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონება არაყით დაღუპული ნაცნობებია, რომელთა მიზეზზეც ჩვენთან ხშირად საუბრობდნენ. მესმოდა წყევლა იმ ადამიანთა მისამართით, ვინც “ის დასაწვავი არაყი” გამოხადა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ არაყი ყურძნისგან იხდებოდა, თუმცა ვერაფრით გამეგო, რა შუაში იყო თაგვის საწამლავი. ახლა კი მესმის, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ფალსიფიცირებულ არაყში თაგვის საწამლავს ურევდნენ.
რა იწვევს ხანძარს (ვიდეოპოსტი)
ძალიან მოგვენატრებით
შაბათს ჯიპას რამდენიმე ლექტორი გამოაკლდება. ჩემი საყვარელი და ძალიან საყვარელი ადამიანები/მეგობრები/კოლეგები აშშ-ში მიდიან სასწავლებლად. ეჰ, ისევ ჩვენ ვიკითხოთ, ვინც აქ ვრჩებით, თორემ იმათზე ძალიან მიხარია. უბრალოდ, ყველას გული გვწყდება, რომ მათი სიცილით გულის ჯერება ახლა მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით მოგვიწევს
ეს ბაი-ბაი ფართი ისტორიას “ფირზე” შემოვუნახე
ანნა, მაიკო, ნინო, თიკო, ყველანი ძალიან გვიყვარხართ იმ ცოდნის, მეგობრობისა და დახმარებისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაგვიწიეთ და გვიწევთ ყოველთვის. ძალიან მოგვენატრებით!
რიკოთი მეწყრის შემდეგ
თბილისი-ქუთაისის მარშრუტით, დაახლოებით, თვეში ერთხელ ვსარგებლობ. წლებია, რაც ერთსა და იმავე გზას მანქანის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფანჯრიდან გავცქერი. ძალიან ბევრი დეტალი მახსოვს. ხოლო ის, რაც დღეს ვნახე, ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა და ამიერიდან სამუდამოდ დარჩება.
ბლოგერული ვიდეოები ^^
ქართული ბლოგინგის დღეები 2011 – ვიდეოკოლაჟი
და მე ვიპოვე იგი! (ვიდეოპოსტი)
მოგზაურობა სათაფლიის იურული პერიოდის პარკში
დღეს დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და 11 წლის შემდეგ კვლავ ვნახე სათაფლია, სრულიად შეცვლილი და გაუმჯობესებული. სათაფლია ყოველთვის მიყვარდა იმიტომ, რომ დინოზავრები მიყვარდა. იმ დროს, როცა კლასგარეშე ლიტერატურის დანახვა არ მინდოდა, ეგვიპტითა და დინოზავრებით ვიყავი გატაცებული და ენციკლოპედიებში ვიქექებოდი. იქიდან გავიგე სტალაქტიდების, სტალაგმიტებისა და სტალაგნატების შესახებ და შემიყვარდა დედამიწის ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამოუცნობი სამყარო. Continue reading