
ტოლედო
ძალიან არ მიყვარს, ჰიპერმოტივირებულ სტატუსებს რომ წერენ ფეისბუკზე ან ამავე პათოსის პოსტებს რომ გამოაცხობენ ბლოგზე და, იმედი მაქვს, ეს ნაწერიც გაუძლებს ჩემს კრიტიკას.
ესპანური მოგზაურობა დამთავრდა. 4-ის ნაცვლად, ვნახე 6 ქალაქი (მალაგასა და ტოლედოში შერბენა მოვასწარი), დავხარჯე გათვალისწინებულზე მეტი და, შედეგად, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ახლაც მახენდება, როცა 2 დღის წინ, მადრიდში, ატოჩას გამზირზე ბარგს მეტროსკენ მივარიხინებდი, საკუთარ თავს მეორე პირში ვეუბნებოდი, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ – მეთქი. ისეთი მაგარი ხარ, ყველაფერი ასე მოხერხებულად რომ შეძელი, რომ ამიერიდან სხვაზე შემყურე აღარ გახდები-მეთქი. Continue reading