Tag Archives: დისკოთეკა

დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად?

დასვენებას ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით აღვიქვამდი, როცა ისვენებ ერთფეროვანი და გადატვირთული ცხოვრებისაგან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დღეს დასვენებასა და გართობას ერთმანეთში ურევენ, თითქოს სინონიმები იყოს. თუ ვამბობ, რომ ზღვაზე დასასვენებლად მივდივარ, რატომ უნდა ნიშნავდეს ეს დისკოთეკებს და ყირაზე გადასვლას? განა ეს დასვენებაა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის სხეული ასეთ ვითარებაში ბიოლოგიურად ვერ ისვენებს. ჰოდა, ვინც ზღვაზე “საძიგძიგოდ” მიდის, ბარემ თქვას, გასართობად მივდივარო და სიტყვა “დასვენება” მართლა დაღლილ ხალხს დაგვიტოვოს.

ასე რომ, ამიერიდან გირჩევთ, დააზუსტოთ ხოლმე, დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად. ეს იმიტომ, რომ დასასვენებლად წასულები დასვენებულები და დამშვიდებულები ბრუნდებიან, გასართობად წასულები კი – დაღლილები და მთელი წელი ნერვებზე ათხრილები არიან :)