Tag Archives: დიდი ბრიტანეთი

ოლიმპიადა, როგორც ასეთი

ჰა, რა აზრის ხართ ლონდონის ოლიმპიადაზე?

მე – ყველაზე ყველაზე კარგის და შევეცდები, მოკლედ აგიხსნათ, რატომ.

ერთი, იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური და, ამასთან ერთად, ასეთი ადამიანური ღონისძიება ჯერ არ მახსოვს. ეს ყველაფერი, ალბათ, გავგამელას ბრძოლის წინ ალექსანდრე მაკედონელის მიერ ჯარის შეგულიანებას ჰგავდა, როცა მან ათობით ჯარისკაცს პირადად მიმართა და წინა ომებში გამოჩენილი ღირსებები გაახსენა. სწორედ ასეთი, პერსონიფიცირებული ეფექტით შოკის გამოწვევა დაისახა მიზნად დენი ბოილმა… და გამოუვიდა კიდეც. ზეიმის ყველა მონაწილე, ერთდროულად, იყო ინდივიდიც და საერთო მოძრაობის წევრიც. არამც და არამც, მასის წევრი. აქ ყველა ერთია, ნებისმიერი ეროვნების, რასის, კონფესიისა თუ ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ბოილმა ეს სათქმელი ბრიტანეთის ჰიმნით გადმოსცა:

Continue reading

მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში

მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში

დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.

Continue reading