Tag Archives: დედა

ვიდრე დედა ჩამოვა

august

ამასწინათ ერთი მეკითხებოდა, რატომ არ ხატავ „ლამაზ“ ნახატებსო. დავიბენი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია. მერე ჩემს გალერეას თვალი გადავავლე და ვნახე, რომ თითქმის არც ერთი ნამუშევარი არ არის „ლამაზი“. იმდენად ვარ გადართული ამბის გადმოცემაზე, რომ მის შელამაზებაზე არ მეფიქრება. ეტყობა, ჟურნალისტურ დანაკლისს ამით ვინაზღაურებ, რადგან პროფესიით აღარ ვმუშაობ.

პირადად მე ხატვისას საკუთარი თავისგან ჯერ ამბავს ვითხოვ და შემდეგ ვფიქრობ მისი გადმოცემის ხერხებზე. ფილმებშიც უპირატესობას ჯერ „სთორის“ ვანიჭებ. როცა მეკითხებიან, რა ფილმი ნახეო, მინდა, შემეძლოს ამბის მოყოლა და არა სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხისა და კადრის აღწერაზე ბლუკუნი. Continue reading

თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით

პეროვზე მდებარე კაფე “Old London”-დან სახლამდე ფეხით სიარულისას, ზაფხულის ამ მშვენიერ ღამეს, ჩვეულებისამებრ საკუთარ თავთან საუბარი გავაბი. ამჯერად მშობლებს ვუხსნიდი იმას ჩემს შესახებ, რასაც ვერ ხვდებოდნენ და რისი ცოდნაც, ვფიქრობ, საჭირო იყო… Continue reading

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა!

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/03/043-BACH-GOUNOD-AVE-MARIA.mp3|titles=043 BACH – GOUNOD (AVE MARIA)]

ვერ წარმომედგინა, ამ დღის მილოცვა თუ დამავიწყდებოდა. იმიტომ, რომ მილოცვის არც ისე დიდი სურვილი მქონდა.

ადამიანისაგან ყველაფერია მოსალოდნელი – ესეც საკუთარი თავის გამართლება.

დღეს, მეგონა, მზის სხივები მოაორთქლავდნენ ფანჯრის მინებზე. მეგონა, ქუთუთოებგადანათებულს გამეღვიძებოდა და, თვალების გახელისას, D ვიტამინის უზღვავ რაოდენობას მივიღებდი.

…ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ერთი და იმავე ტუალეტის პერმანენტულად სარგებლობისას. მიახტები კომპს და მაინც ვერ აცნობიერებ, რომ დღეს დედაშენის დაბადების დღეა. ვერც იმას ხვები, რომ დღეს ყველა დედის დაბადების დღეა.

ძნელია იმის გაანალიზება, თუ როგორ იცვლება მილოცვა “ყველა დედას!” – “ყველას დედაც!” მილოცვით.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როცა ვთვრებით.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როცა ვიგინებით.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როცა მის ზოგად სახელს ვისვირინგებთ.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც სხვისას ორალურად ვხმარობთ.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც რაიმეს დაბეჯითებით ვამტკიცებთ.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც ნერვები გვეშლება.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც გვტკივა.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც გვცივა.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც ვტკენთ, თუნდაც მას.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა!

ვისაც სინდისი არ ქენჯნის, მიულოცოს ყველა დედას მათი დღე :)