Tag Archives: დედაენის ბაღი

რას მოვესწარი – ცოცხალი მუსიკა “დედაენის ბაღში”!

როცა “დედაენის ბაღში” გესმის მუსიკა, ნუ რა უნდა იყოს აქ გასაკვირი. მაგრამ როცა მუსიკა იმდენად სხვანაირად ჟღერს, რომ თავს მოაბრუნებ, ეს სულ სხვაა. მეც მოვაბრუნე თავი და, დინამიკის ნაცვლად, ცოცხალი ორკესტრი დამხვდა. მომენტალურად გვერდით “გადავდე” ჩემი მეგობარი მისივე ძვირფასი წიგნით, რომლის შესაფასებლადაც წავყევი.

როგორც იტყვიან, Такую увидиш не каждый день.

ეს ყველაფერი მერიის პროექტი აღმოჩნდა და ორკესტრი მუსიკას ყოველ შაბათ-კვირას ამ ადგილას დაუკრავს. წარმოიდგინეთ, რამხელა “შოკია” ეს ჩემთვის ასეთ ადგილას მშვენიალური ნაწარმოებების ცოცხლად მოსმენა. ყველაფერსაც და ჩემს დაკარგულ პლეერსაც თავი რომ დავანებოთ (ეჰ :( ), ცოცხალი მუსიკაა, ადამიანები მართლა უკრავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ღონისძიებაზე გამოჭიმულიი ორკესტრივით ფონოგრამაზე არ “ჟღერენ” და დირიჟორიც ტყუილუბრალოდ არ იქნევს ჯოხს!

ჰოდა, თქუენც, ერნო ამისა ბლოგისანო, არ დაიზაროთ. ასწით ერთი ადგილი და, წიგნებსა და ცოცხალ ორკესტრთან ერთად, თქვენი ფიქრები მტკვარს გაუზიარეთ.