Tag Archives: დასვენება

რადიო ვიცი მე დუშში!

კაცმა რომ თქვას, ვის რა ჩემ ან თავის ფეხებად უნდა რადიო, ვინ უსმენს?

“დროებითი” მძღოლები? კარგი, ჯანდაბას ის 1 საათი.

ტაქსისტები? ეგენი რადიოს კი არა, ნინო ჩხეიძეს უსმენენ.

რა ვარიანტი რჩება: ინტერნეტი? მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმეს ფეისბუკზე ნიუსების გაზიარებისას რადიოთი მოყოლილი ამბებისთვის ეცალოს. Continue reading

ქარი ქუთაისურად

გუშინ და დღეს ტელევიზია სისტემატურად გვაფრთხილებს, დასავლელებო, მოემზადეთ გრიგალისთვისო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა: ნეტა, რა ძლიერი ქარი უნდა იყოს ისეთი, რომ ასე გვაფრთხილებენ-მეთქი. გავიხედ-გამოვიხედე და ეს დავინახე:

Continue reading

ახალი წელი და ჩემგან 20 მეტრში მომღერალი ოცნება

გილოცავთ 2011-ს და ღმერთმა ისეთი ბედნიერი გამყოფოთ, როგორი მე – ანდრეა ბოჩელით ტკბობისას. აგსრულებოდეთ სურვილების 99%, როგორც მე – ანდრეა ბოჩელის მოსმენისას (საშინლად წვიმდა). ჰოდა ინებეთ ჩემი საახალწლო პოსტი :)

ყველაფერი გაცილებით ადრე, დომინგოს ვიზიტის შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა, ახალ წელს ვინც იმღერებდა. მაშინ ბედსშეგუებული ჯორივით გადავრეკე სახლში და გავამხილე, რომ 31-ში ჩემი ბათუმში ყოფნა უდრიდა

  • ჟანგბადის ბალონს – წყალქვეშ
  • პარაშუტს – ვარდნისას
  • გათიშულ ელექტროენერგიას – აბაზანაში ფენის ჩავარდნისას
  • სამოთხეს – ჩვენ რომ ვიცით, მაშინ

მშობლების პასუხი იყო: “ყველანი ერთად შევხვდეთ ახალ წელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე”.

ვოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!

Continue reading

ჩემი საშობაო სტვალბომი

მიუხედავს იმისა, რომ ზაფხულის მერე ჩემს გემოზე პრატიკულად არ მისტვენია, მაინც გადავწყვიტე, რამდენიმე საშობაო სიმღერა ჩამეწერა. გიძღვნით ყველას, ვისაც გიყვართ, ვისაც გსიამოვნებთ ;)

შენ დაუკააარრრრრრ Continue reading

ნაძვის ხე 55 ლარად (ვიდეოპოსტი)

ჩემი მამიდაშვილი კოსტა - არ შეიმჩნიოთ ;)

არც ისეთი ძვირი და ძვირფასია. სამაგიეროდ, ახალია და თან ზუსტად საჭირო ზომისა. 450 ნათურა, მესამე წელია, მშვენივრად მუშაობს. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. Continue reading

გინდა ყველაზე ფერადი ძილი?

არაფერი განსაკუთრებული. ვაღიარებ, რომ უბანძესი პოსტია, მაგრამ ეგ არ არის მთავარი.

რას აკეთებ, როცა არ გეძინება? არ ვგულისხმობ სკაიპში ან ფეისბუკში თვალებგადმოკარკლული ჩათაობას. როცა არ მეძინება და კითხვაც მეზარება, ჩემს ძილს ვაფერადებ. რით? ალბათ, უკვე მიხვდით.

Continue reading

ვარიაციები თემაზე “ახალი წელი”

აქ შეიძლებოდა, სანტა კლაუსი ყოფილიყო, მაგრამ თვალს უხარია :)

ბოლო წლებია, ნამდვილად ვგრძნობ დროის აჩქარებას. ის-ის არის, ნაძვის ხე დავშალო და ჩავალაგო, რომ მისი აწყობის დრო დგება. თითქოს 3 თვის წინ დამეკეცოს ტოტები. სად გარბის დრო, ან რა მიარბენინებს, ან სიბერის არ ეშინია?

Continue reading

მრავალფეროვნება of Сhess (ფოტოკოლაჟი)

ალბათ, ყველას გახსოვთ ეს სცენა, არა?

Continue reading